ზევახი
იერსახე
ზევახი, ჯავახი — ქართლის ერისთავი (პიტიახში) II საუკუნის 30-50-იან წლებში, მეფე ფარსმანის დროს.
მოხსნიებულია არმაზის ბილინგვაში, როგორც უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის მამა. არმაზისხევში აღმოჩენილია მდიდრული სამარხი, რომელიც თვით ზევახს ეკუთვნოდა. უამრავ ძვირფას ნივთს შორის სამარხში აღმოჩნდა ოქროს სარტყელი, რომლის ერთ-ერთი ბალთის თვალზე ამოკვეთილია ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გამოსახულება გარსშემოვლებული ინტიმური წარწერით: „ჯავახი სიცოცხლეა ჩემი - კარპაკი“. ზევახი იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის კიდევ ერთ მდიდრულ, როგორც ჩანს, ქალის სამარხში ნაპოვნ ბეჭდის თვლის წარწერაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 501.