შინაარსზე გადასვლა

ზამბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზამბახი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ზამბახისებრნი
გვარი:  ზამბახი
ლათინური სახელი
Iris

ზამბახი (ლათ. Iris) — მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. აქვს ხმლისებრი, იშვიათად ხაზური ფოთლები და დიდი, თეთრი, კაშკაშა იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები, 3-წახნაგოვანი მრავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი.

ცნობილია 200-მდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 11 სახეობა გვხვდება. იზრდება მდელოზე, ველსა და ნახევრად უდაბნოში, ზოგი — ჭაობსა და ტენიან ადგილას. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა.

ჩვენში განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ზამბახი, რომელიც ქართლსა და აზერბაიჯანში ნახევრად უდაბნოებში იზრდება. ზამბახის ზოგი სახეობის ფესურას იის სუნი აქვს და მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.