შინაარსზე გადასვლა

ვოლგოგრადის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლგოგრადის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
ვოლგოგრადის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი — რუსეთი
ვოლგოგრადის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°43′14″ ჩ. გ. 44°31′46″ ა. გ. / 48.72056° ჩ. გ. 44.52944° ა. გ. / 48.72056; 44.52944
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ვოლგოგრადის ოლქი
ადგილმდებარეობა ვოლგოგრადი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3400000349
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდოგოთიკა
თარიღდება XIX საუკუნე

ვოლგოგრადის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (რუს. Храм Святого Николая) — კათოლიკური ტაძარი ვოლგოგრადში (ძველ ცარიცინში). იგი ააგეს 1899 წელს. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სარატოვის წმინდა კლიმენტის ეპარქიის ასტრახანის დეკანატს, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი კლემენს პიკელი. მდებარეობს მისამართზე: ვოლგოგრადი, პრაღის ქუჩა, 14.

პირველი კათოლიკეები თანამედროვე ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე იყვნენ ვოლგისპირეთის გერმანელები, რომლებიც აქ გამოჩნდნენ XVIII საუკუნის დასასრულს ვოლგისპირეთის გერმანელი გადმოსახლებულების კოლონიზაციის პერიოდში. XIX საუკუნის დასაწყისიდან ცარიცინის მრევლი მიეკუთვნებოდა ხერსონის ეპარქიას, რომელსაც შემდეგ ეწოდა ტირასპოლის კათოლიკური ეპარქია[1].

კათოლკური ეკლესია ვოლგოგრადში ააგეს 1899 წელს მთავარეპისკოპოს-მიტროპოლიტ ეჟი შემბეკის პირადი სახსრებით. ტაძარი ააგეს გამომწვარი აგურით ქვის ფუნდამენტზე, მთელი ეკლესია მოხატეს და მორთეს. მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. კუთხის ეგვტერები აკურთხეს ღვთისმშობლისა და წმინდა სტანისლავის სახელებზე. 1917 წლისათვის ცარიცინის კათოლიკური მრევლი მოიცავდა 600 ადამიანს[1].

1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და გაძაცვა. 1935 წელს შენობაში განათავსეს სკოლა, შემდეგ კი - კლუბი. XX საუკუნის 80-იან წლებში ეკლესიის შენობა ისე მოძველდა, რომ დადგა მისი დანგრევისა და მის ადგილზე ახალგაზრდობის ტექნიკის სახლის მშენებლობის საკითხი. 1990-იანი წლებიდან რუსეთში კათოლიკური ეკლესიის მოქმედების ნორმალიზაცია დაიწყო. 1991 წლის 19 აგვისტოს დარეგისტრირდა ვოლგოგრადის კათოლიკური თემი.1992 წლის 9 იანვარს ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში მყოფი ტაძარი გადაეცა კათოლიკურ ეკლესიას[2]. შენობის რესტავრაცია მიმდინარეობდა ხუთი წელი, 1997 წლის 4 მაისს ეკლესია აკურთხეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[2]. 1999 წელს საზეიმოდ აღნიშნეს ტაძრის დაარსების 100 წლისთავი.

თემში მოღვაწეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ და კათოლიკური მოძროაბა „ასოციაცია იოანე XXIII“.

ტაძარში დაცულია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სხეულის წმინდა ნაწილი, რომელიც ჩამოტანლია იტალიის ქალაქ ბარიდან[1].

ტაძარი აგებულია გამომწვარი აგურით ფსევდორუსულ არქიტექტურულ სტილში. მთავარი შესასვლელის თავზე სამრეკლოიანი კოშკია გოთიკურ სტილში, რომელიც წვეტით ბოლოვდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 «Волгоград» //Католическая энциклопедия. Т.1. М.:2002. Ст. 1067—1068
  2. 2.0 2.1 История прихода