შინაარსზე გადასვლა

ვიშეგრადი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ვიშეგრადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვიშეგრადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი და მუნიციპალიტეტი
ვიშეგრადი
Višegrad
Вишеград

ხიდი ვიშეგრადთან, მდინარე დრინაზე
გერბი

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
რეგიონი სერბთა რესპუბლიკა
კოორდინატები 43°47′00″ ჩ. გ. 19°17′00″ ა. გ. / 43.78333° ჩ. გ. 19.28333° ა. გ. / 43.78333; 19.28333
მერი ტომისლავ პოპოვიჩი
დაარსდა 1407
ფართობი 448 კმ²
ცენტრის სიმაღლე 389 მეტრი
მოსახლეობა 21,199 კაცი (1991)
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 73240
ოფიციალური საიტი http://visegradturizam.com
ვიშეგრადი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ბოსნია და ჰერცეგოვინა
ვიშეგრადი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)

ვიშეგრადი (სერბ. Вишеград, Višegrad [ʋǐʃɛɡraːd]) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მდინარე დრინაზე, სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეული. ვიშეგრადი მდებარეობს გორაჟდედან უჟიცესკენ მიმავალ გზაზე. ქალაქში არის ოსმალური ხანის მეჰმედ-ფაშას ხიდი, რომელიც შესულია იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში და რომელსაც პოპულარობა მოუტანა ნობელის პრემიის ლაურეატის ივო ანდრიჩის რომანმა — „ხიდი დრინაზე“.

ბოსნიის ომის დროს ქალაქი იყო ერთ-ერთი ეთნიკური წმენდის ადგილი, სადაც ბოსნიელმა სერბება ძალა გამოიყენეს ბოსნიელების წინააღმდეგ და გაწმინდეს ის ბოსნიელი მოსახლეობისგან, რომლებიც მანამდე იქ უმეტესობას წარმოადგენდნენ. ვიშეგრადი სამხრეთ სლავურ დიალექტებზე აღნიშნავს „ზემო ქალაქს/ციხეს“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]