ვიქტორ ცოი
ვიქტორ რობერტის ძე ცოი | |
---|---|
ვიქტორ ცოი 1986 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1962 |
დაბ. ადგილი | ლენინგრადი, სსრკ |
გარდ. თარიღი | 15 აგვისტო, 1990 |
გარდ. ადგილი | კესტერციემსი, ლატვია |
დასაფლავებულია | ბოგოლოვსკოეს სასაფლაო[1] |
ეროვნება | Koryo-saram[2] |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ახალი ტალღა, პანკ-როკი, პოსტ-პანკი |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი, მსახიობი |
აქტიური | 1979–1990 |
ლეიბლ(ებ)ი | ანტროპი, მელოდია |
ხელმოწერა | |
ვიქტორ ცოი ვიკისაწყობში |
ვიქტორ რობერტის ძე ცოი (რუს. Ви́ктор Ро́бертович Цой; დ. 21 ივნისი, 1962, ლენინგრადი, — გ. 15 აგვისტო, 1990, კესტერციემსი, ლატვია) — საბჭოთა როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მხატვარი. როკ-ჯგუფ „კინოს“ შემქმნელი და ლიდერი, რომელშიც ის მღეროდა, უკრავდა გიტარაზე, წერდა მუსიკას. გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორ ცოი დაიბადა ლენინგრადის მოსკოველთა რაიონში (კუზნეცოვის ქუჩა 25) ფიზკულტურის მასწავლებლის, ვალენტინა ვასილევნა გუსევას (1937-2009) და კორეული წარმოშობის ინჟინრის, რობერტ მაქსიმოვიჩ ცოის ოჯახში. იყო ოჯახის ერთადერთი შვილი.
1973 წლიდან 1977 წლამდე დადიოდა საშუალო სამხატვრო სკოლაში სადაც მაქსიმ პაშკოვის თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი „პალატა №6“. დაგვიანების გამო, სამხატვროდან გარიცხული ცოი მოეწყო გპი-ში, ხეზე კვეთის სპეციალობაზე. სიყმაწვილეში იყო მიხეილ ბოიარსკის, ვლადიმერ ვისოცკის, მოგვიანებით კი ბრიუს ლის თაყვანისმცემელი, რომლის იმიჯიც შემდეგში მოირგო. გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით და ხშირად ჩხუბობდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის 15 აგვისტოს 12:28 საათზე, ვიქტორ ცოი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევა ლატვიაში მოხდა, ტუკუმსთან, „სლოკა-ტალსის“ ტრასის 35-ე კილომეტრზე, რიგიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. ერთ-ერთი ოფიციალური ვერსიით, ცოის საჭესთან ჩაეძინა, რის შემდეგაც მისი ღია ნაცრისფერი „მოსკვიჩი-2141“ დიდი სიჩქარით გადავიდა გზის საწინააღმდეგო მხარეს და იკარუსის ავტობუსს შეეჯახა.
19 აგვისტოს ვიქტორ ცოი ლენინგრადში, „ბლაგოსლავსკის სასაფლაოზე“ დაასაფლავეს.
მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი იყო უამრავი თაყვანისმცემლისთვის. მისმა რამდენიმე ფანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გასვენების პროცესიას ათასობით ადამიანი დაესწრო.
გარდაცვალების სხვა ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოკუმენტური ფილმის „გამოძიებას აწარმოებდნენ...“ შემქმნელების ვერსიით, ცოის ავარია მაშინ მოუხდა, როდესაც მან მაგნიტოფონში კასეტის გადატრიალება გადაწყვიტა, რითაც ყურადღება მოადუნა „ბრმა მოსახვევთან“, ეს იყო მისი ბოლო ალბომის დემო ჩანაწერი. გიტარისტი იური კასპარიანი 2002 წელს უარყოფს ამ კასეტის არსებობას ცოის ავტომობილში. „შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა უარვყო მითი თითქოს ავარიის ადგილას ავტომობილიდან ამოღებული იქნა „შავი ალბომის“ დემო ვერსია კასეტაზე. ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე სპეციალურად ჩავედი იურმალაში აპარატურით, ინსტრუმენტებით და ახალი ალბომისთვის არანჟირებას ვაკეთებდით. როდესაც მოვრჩით, კასეტა თან წავიღე პეტერბურგში. დილით ჩავედი, საღამოს კი შემთხვევის შესახებ გავიგე და უკან დავბრუნდი; კასეტა ამ დროს ყოველთვის თან მქონდა ჯიბეში."
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორ ცოის პაპა მამის მხრიდან — სინ დიუნ ცოი (მაქსიმ მაქსიმის ძე ცოი) ყაზახი კორეელი იყო, რომელსაც ოთხი ვაჟიშვილი ჰყავდა: იური, რობერტი (ვიქტორის მამა) ლეონიდი, და ლევი. ასევე ქალიშვილი ალა.
- მამა რობერტ მაქსიმის ძე ცოი (დ, 1938 წ მაისი.) — ინჟინერი.
- დედა ვალენტინა ვასილევნა (1937-2009) — ფიზკულტურის მასწავლებელი.
- მარინა იგორის ასული ცოი (გათხოვებამდე როდოვანსკაია) (159-2005) — ცოლი. ვიქტორ ცოი და მარინა 1987 წელს დაშორდნენ. ცოი ნატალია რაზლოგოვასთან წავიდა, რომელთანაც საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.
- ალექსანდრე ვიქტორის ძე ცოი (დ. 26 ივლისი 1985 წ.) ვიქტორ ცოის ერთადერთი შვილი.
- ნატალია რაზლოგოვა — ცოის უკანასკნელი სიყვარული. ცოის სიკვდილის შემდეგგ ცოლად გაჰყვა ჟურნალის ევგენი დოდოლევს. მისი ნახვა შესაძლებელია ვიქტორ ცოის დოკუმენტურ ფილმებში „მზიანი დღეები“ (1996), „ცხოვრება, როგორც კინო“ (2005).
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ახლო ურთიერთობა დაამყარა ალექსეი რიბინთან, მოყვარულთა ჯგუფიდან „პილიგრიმი“. მაშინ ცოი ბას-გიტარაზე უკრავდა ჯგუფ „პალატა №6“-ში. ორივე სტუმრობდნენ მაიკ ნაუმენკოს („ზოოპარკი“) ან ანდრეი პანოვს („სვინ“), რომლის სახლშიც რეპეტიციას გადიოდა პანკ ჯგუფი „ავტომატიჩესკიე უდოვლეტვორიტელი“.
ვიქტორ ცოის აქვე უხდებოდა „შინაურული“ დაკვრა, რომლითაც გარკვეულ ცნობადობას იხვეჭდა. ცოი და ალექსეი რიბინი „ავტომატიჩესკიე უდოვლეტვორიტელების“ ჯგუფში მოგზაურობდნენ მოსკოვში და უკრავდნენ პანკ-როკ-მეტალს. ერთ-ერთი ასეთი გამოსვილისას „ელექტრიჩკაში“ ვიქტორ ცოი გიტარით და ვოკალით ბორის გრებენშიკოვმა შეამჩნია. მან შესთავაზა გვერდში დგომა და დახმარება არა მხოლოდ თავის მხრივ, არამედ ანდრეი ტროპილოსა და სერგეი კურიოხინის მხრიდანაც.
პირველი ალბომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981 წლის ზაფხულში ვიქტორ ცოიმ, ალექსეი რიბინმა და ოლეგ ვალინსკიმ შექმნეს ჯგუფი „გარინ ი გიპერბოლოიდი“ ( «Гарин и Гиперболоиды»), რომელიც უკვე შემოდგომაზე ლენინგრადული როკ-ჯგუფების წევრი გახდა. მალევე ვალინსკი ჯარში მიჰყავთ, ჯგუფი კი იცვლის სახელს და „კინოს“ სახელით («Кино»,) იწყებს ალბომის ჩაწერას. „კინომ“ ბორის გრებენშიკოვის თაოსნობით ანდრეი ტროპილოვთან წერს ალბომს „ახალგაზრდა ტექნიკის სახლში“, ჩაწერაში ჯგუფ „აკვარიუმის“ ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას. მალევე „კინო“ კონცერტს მართავს როკ-კლუბის ფესტივალზე, მთელი გამოსვლა „დრამ მანქანით“, ხოლო სიმღერაზე „«Когда-то ты был битником»“ კულისებიდან სცენაზე გიტარით გამოვიდნენ ბორის გრებენშიკოვი, მაიკი და პანკერი. 1982 წლის ზაფხულისთვის ალბომი ბოლომდე ჩაიწერა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთია, მისგანვე წარმოიშვა სახელწოდებაც. ჩანაწერი გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით, ჯგუფზე ლაპარაკობდნენ, დაიწყო „სახლის კონცერტები“ მოსკოვსა და ლენინგრადში. შემოდგომაზე „ზოოპარკის“ დრამერთან ერთად კუსკოვის სტუდიაში „კინო“ რამდენიმე სიმღერას წერს, მათ შორის „Весна“ და „Последний герой“, რომელებიც შევიდა ალბომში „ცოის უცნობი სიმღერები“ (სულ ოთხი გამოცემა).
მაშინ ჩანაწერი დაწუნებულ იქნა და გავრცელებაც არ მოხდა, რადგან კასეტა ცოიმ თან წაიღო.
1983 წლის თებერვალში იმართება „კინოსა“ და „აკვარიუმის“ ერთობლივი ელექტრონული კონცერტი, სადაც ისინი შავი მაკიაჟით გამოვიდნენ. ძირითად შემადგენლობაში მოწვეულნი იყვნენ კასპარიანი და გუსევი. შემოდგომაზე ცოისთან უთანხმოების გამო ჯგუფს ტოვებს რიბინი. ზაფხული გადის ერთობლივ რეპეტიციებს ახალ გიტარისტთან. ამ დროს ვიქტორ ცოიმ და იური კასპარიანმა ჩაწერეს ალბომი „46“, რომელიც მხოლოდ დემო ვერსიად იყო ჩაფიქრებული. ალექსეი ვიშინმა ლენტაზე ჩაწერილი ჩანაწერი მიაწოდა რამდენიმე მეგობარს. „46“ მალე გავრცელდა და სრულყოფილ ალბომად იქნა აღქმული. 1983 წლის შემოდგომაზე ვიქტორ ცოი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევებზე მოთავსდა, სადაც სამ თვეზე მეტი გაატარა, რითაც ჯარში გაწვევას ემალებოდა. ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ის წერს სიმღერას „ტრანკვილიზატორი“. გაზაფხულზე მონაწილეობას იღებენ როკ-კლუბის მეორე ფესტივალზე, სადაც „კინო“ ლაურეატის წოდებას იღებს, ხოლო სიმღერა „მე ვაცხადებ ჩემს სახლს ზონად ატომის გარეშე“ „Я объявляю свой дом безъядерной зоной“, რომელმაც ფესტივალი გახსნა, ომის საწინააღმდეგო საუკეთესო სიმღერის წოდებას იღებს 1984 წლის ფესტივალზე.
ჯგუფის მეორე შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წლის ზაფხულში სტუდია „ანტროპში“ იწყება ალბომ „Начальник Камчатки“-ის ჩაწერა, რასაც ხელი შეუწყვეს ბორის გრებენშიკოვმა და სერგეი კურიოხინმა. 1985 წლის თებერვალში ვიქტორი და ამრინა ქორწინებას ზეიმობენ.
1985 წლის გაზაფხულზე „კინომ“ კიდევ ერთი ლაურეატი მიიღო და „ღამის“ ჩაწერა დაიწყეს. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა, რადგან სურდათ ახალი მუსიკა შეექმნათ თამაშისა ახალი ილეთებით. ალბომი არ გამოვიდა, ვიქტორი ეშვება „ღამეს“ დაუმთავრებლად და ალექსეი ვიშინის სტუდიაში იწყებს სიმღერის „ეს სიყვარულია არ არის“ („Это не любовь“) წერას, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწერა. შემოდგომისთვის სიმღერა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, 1986 წლის იანვარში გამოვიდა „ღამე“, რომელშიც შედიოდა ცნობილი სიმღერები «Мама Анархия» და «Видели ночь». ფირფიტების გამოსვლის პარალელურად იზრდება ვიქტორ ცოის ცნობადობა, ხოლო თებერვალში როკ-კლუბის მეოთხე ფესტივალზე „კინო“ დიპლომს იღებს საუკეთესო ტექსტებისთვის. 1985 წლის 5 აგვისტოს ცოის შვილი შეეძინა.
1986 წლის ზაფხულში ვიქტორი აბანოში მუშაობდა, ვეტერანების პროქსპექტზე, სადაც ის შენობას რეცხავდა. აუცილებელი იყო ერთი საათთ მისვლა 22:00-დან 23:00 საათამდე, მაგრამ ეს ძლიერ უშლიდა მას ხელს, რადგან ამ დროს ცოი ჯგუფთან ატარებდა.
ასევე ზაფხულში, ჯგუფის წევრები კიევში მიემგზავრებიან ფილმ „არდადეგების დასასრულის“ გადაღებებზე. მოგვიანებით კი საერთო კონცერტს მართავენ „აკვარიუმთან“ და „ალისასთან“ ერთად მოსკოვში. შემოდგომაზე სერგეი ფირსოვი ვიქტორს ცეცხლფარეშად მუშაობას სთავაზობს. ცოი დათანხმდა და ორივე ერთად მუშაობას იწყებენ საქვაბე „კამჩატკაში“, საიდანაც შემდგომში ბევრი ცნობილი როკ-მუსიკოსი გამოჩნდა. (ცოის სიკვდილის შემდეგ იმ შენობაშ გაიხსნა მისი ფანების თავშესაყრელი ადგილი).
1987 წლის გაზაფხული მდიდარია კონცერტებით.
პორტო-სტუდია «Yamaha MT44 ში „კინო“ ალბომის ჩაწერას იწყებს სახელწოდებით „Группа крови“. 1987 წლის შემოდგომაზე ვიქტორი რაშიდ ნუგმანოვთან მიფრინავს ალმა-ატაში ფილმ „მახათის“ გადაღებაზე. ამასთან დაკავშირებით „კინომ“ დაასრულა ალბომი და დროებით შეწყვიტეს კონცერტები. 1988 წელს გამოდის „მახათი“ და „Группа крови“, რამაც შექმნა „კინომანია“.
იწყება ტრიუმფალური გასტროლები რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მასშტაბით — „კინო“ ანშლაგებით მიიწევს წინ.
1988 წლის 16 ნოემბერს ალექსანდრე ბაშლიაჩოვის სამახსოვროდ გამართულ კონცერტზე პუბლიკა ძალზედ აქტიურია. ბაშლაჩევის სიმღერა „ზანზალაკების დროა“ („Время колокольчиков“), რომელსაც უნდა დაესრულებინა კონცერტი, იმ დროს ჩაირთო, როდესაც ვიქტორ ცოი სცენაზე უკრავდა. ცოიმ შეწყვიტა დაკვრა და ცდილობდა გაერკვია საიდან იყო ეს ხმა. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კონცერტი დასრულდა და უნდა დაშლილიყვნენ. ცოი არ ტოვებდა სცენას. რამდენიმეჯერ მიდის მიკროფონთან და ამოწმებს ჩართულია თუ არა. შეუძლებელი იყო რაიმე ეთქვა პუბლიკისთვის. ხალხი კი არ იშლებოდა, ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, ფაქტი იყო, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. იქმნებოდა შეგრძნება, რომ რაღაც ბოროტმა ძალამ შეწყვიტა კონცერტი და ჩართო საფინალო სიმღერა სწორედ ცოის გამოსვლის დროს. 10 წუთის შემდეგ ადმინისტრაციამ ჩართო მიკროფონი. ცოიმ მიკროფონის შემოწმების მორიგ ჯერეზე მიხვდა რომ ჩართული იყო და ხალხს განუცხადა, რომ გაურკვეველი მიზეზებით უდროოდ იქნა ჩართული საფინალო სიმღერა რის შემდეგაც გაგრძელება უხერხული იყო. ამის შემდეგ წასასვლელად მოემზადა და პუბლიკაც გასასვლელისკენ დაიძრა.
1988 წლის გაზაფზულზე იწერება ალბომის „ვარსკვლავი სახელად მზე“ („Звезда по имени Солнце“,) შავი ვერსია, ზამთარში კი საბოლოო ვერსია, რომლის გამოშვებაც შემოდგომაზე დააპირეს. ცოი ეცნობა იური აიზენშპისს, რომელიც 1989 წლიდან „კინოს“ პროდიუსერი ხდება. იგი ორგანიზებას უწევს კონცერტებსა და ტელევიზიაში მის გამოჩენას, რის შემდეგაც ჯგუფი მთელს მოკავშირე ქვეყნებში ცნობილი ხდება. ვიქტორ ცოისთვის მიძღვნილ 50 წლის საიუბილეო საღამოზე ალექსანდრე გრადსკიმ პირდაპირ ეთერში მოჰყვა, რომ იმ პერიოდში არტიომ ტროიცკი აკოწიწებდა წერილს მოსკოვის გამგეობისთვის და აგროვებდა როკ-მუსიკოსებს ცოის წინააღმდეგ.
1990 წლის 24 ივნისს მოსკოვში, „ლუჟნიკებში“ გაიმართა უკანასკნელი კონცერტი. ამ კონცერტზე, მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ პირველად იქნა ანთებული ცეცხლი ოლიმპიურ ქვაბში. ამის შემდეგ ცოი და კასპარიანი აგარაკზე განმარტოვდნენ, რიგასთან ახლოს, სადაც აკუსტიკურ გიტარაზე დაიწყეს ახალ ალბომზე მუშაობა. ეს ალბომი დასრულებული იქნა ჯგუფ „კინოს“ მიერ, ცოის სიკვდილის შემდეგ. ის 1990 წელს დეკემბერში გამოქვეყნდა და სიმბოლურდ „შავი ალბომი“ ეწოდა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველდღიურად ცოის სიმღერები პოპულარობას იხვეჭს ახალგაზრდებში. ითვლება, რომ მისმა გარდაცვალებამ ხელი შეუწყო ჯგუფ „კინოს“ პოპულარიზაციას, რომელმაც თავის მხრივ დაღუპული გმირის კულტი შექმნა. მაიკ ნაუმენკომ (რომელიც ცოის სიკვდილიდან წელიწადის შემდეგ გარდაიცვალა) ამის შესახებ ერთხელ თქვა: „ჩვენს ქვეყანაში სასურველია დაიღუპო, რათა საბოლოოდ პოპულალური გახდე“. ხმის რეჟისორმა და პროდიუსერმა ანდრეი ტროპილომ კი დაამატა, რომ ცოი „დროზე წავიდა“ იმ აზრით, რომ მისი ადრინდელი სიმღერები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახალი, შემდეგში კი უფრო დასუსტდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვიქტორ ცოი“ ვიკისაწყობში.
- Первая стена В. Цоя в цифровом формате დაარქივებული 2014-07-20 საიტზე Wayback Machine.
- Биография Виктора Цоя на Peoples.ru
- Статья об актёрских работах Виктора Цоя и видеосъемках группы «Кино» დაარქივებული 2009-01-16 საიტზე Wayback Machine.
- Интервью Виктора Цоя на YouTube
- Перевод воспоминаний Жоэля Бастенера о Викторе Цое
- Виктор Цой კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Последнее лето Виктора Цоя
- Памятник на месте гибели В.Цоя на Google Street View
- Фильм Первого канала «Цой — „Кино“» к 50-летию Виктора Цоя (премьера раритетной песни «Атаман») (видео)
- Фан-клуб Виктора Цоя «Камчатка»: коллекционирование по любви
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Expert, Èkspert / под ред. В. А. Фадеев — 1995. — ISSN 1812-1896; 1607-4939