ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კანონპროექტი:

ვიკიპედიის „ზარმაცი ადმინის სინდრომის“ დასაძლევად ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ახალი ადმინისტრატორის არჩევა და უკვე არსებულისთვის სტატუსის შეწყვეტა შემდეგი წესით მოხდება:

ადმინისტრატორის არჩევა

 კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3500 რედაქტირება.
კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა. 

ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა

 თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.
გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით. 

კანონი ძალაში კენჭისყრის დასრულებისთანავე შევა და მასში მოცემული წესებით მოხდება მისი დაუყოვნებლივი აღსრულება. ამ საკითხთან დაკავშირებული განხილვა შეგიძლიათ აქ იხილოთ.--დათო1010 12:34, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრაში მონაწილეობის წესები:

ხმის მისაცემად გამოიყენეთ მხოლოდ თარგები # {{ჰო}} ~~~~ და # {{არა}} ~~~~. კენჭისყრა მიმდინარეობს 24 აგვისტოდან (17:00) - 31 აგვისტომდე (17:00). ბარემ იყოს დღის ბოლომდე, კენჭისყრა გაგრძელებულია 00:00 საათამდე. — Mikheil მიწერა 11:18, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხრე

  1. (მომხრე) დათო1010 12:42, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) --შოთა [UT] 12:54, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  3. (მომხრე) — Mikheil მიწერა 14:26, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  4. (მომხრე) - ოთოჯი განხილვა 15:18, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  5. (მომხრე)--George 16:07, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  6. (მომხრე) — --MEDGEORGIA  განხილვა  17:50,24 აგვისტო 2014 (UTC)
  7. (მომხრე)g. balaxaZe 18:15, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  8. (მომხრე)--Waiper 01:13, 25 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  9. (მომხრე) --ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 07:17, 25 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  10. (მომხრე)--JABA 1977 20:36, 27 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  11. (მომხრე)--GagaVaa 07:19, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  12. (მომხრე) — G.G. 08:24, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  13. (მომხრე) — --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:06, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
  14. (მომხრე)--TemurKikava განხილვაწვლილი 14:30, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი

  1. (წინააღმდეგი) Deu. 09:08, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნები

სამწუხაროდ, პროექტის შემუშავებისას არ მომეცა საშუალება, აზრი გამომეთქვა, ობიექტურ მიზეზთა გამო. მომხრე რომ ვიყო, პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა წინააღმდეგი ვარ და ამიტომ საჭიროდ ვთვლი, დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, დავასაბუთო ჩემი წინააღმდეგობა. ამავე დროს, ეს შენიშვნა ფორუმის განხილვაში არ ჩავწერე, ვინაიდან იქ განხილვა მიდიოდა პროექტის შერჩევაზე; რაკი პროექტი უკვე შეირჩა და კენჭი ეყრება, იქ დაწერას აზრი არა აქვს (შენიშვნას გამოვთქვამ კენჭისყრისა და კენჭსაყრელი პროექტის შესახებ და არა პროექტის შერჩევის შესახებ). რაკი დათომ წამოიწყო განხილვა, დავით, გთხოვ, არ ამოშალო ეს ქვეთავი და, თუ ვინმე გამოჩნდება წინააღმდეგი, მანაც აქ ჩაწეროს თავისი წინააღმდეგობის მიზეზი. აქ შენიშვნების მიზანი რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს კამათი, მხოლოდ ჩემი უარის დასაბუთება (ე. ი. არავინ მიპასუხოს, დიალოგის ფორმატი არ გვინდა. მხოლოდ დავასაბუთებ ჩემს აზრს). და თუ მაინც, დავით, მიგაჩნია, რომ სხვაგან უნდა ეწეროს ჩემი უარის დასაბუთება, გადაიტანე, გეთაყვა, ოღონდაც, გთხოვ, არა აქ, რადგან არ მინდა ჩემი დასაბუთება კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი ვიღიმი
უპირველესად, არა მგონია სამართლიანი იყოს ასეთი (მნიშვნელოვანი) კენჭისყრის ჩატარება ზაფხულის ისეთ პერიოდში, როცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან და არა აქვს წვდომა ინტერნეტთან. პროექტის შემუშავებაში რეალურად მხოლოდ 7 მომხმარებელი მონაწილეობდა, რომელთაგან ადმინი მხოლოდ სამია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ამ კენჭისყრის გადაწყვეტილება უშუალოდ სწორედ ადმინისტრატორების ნაწილის უფლებების შევიწროებაში უნდა აისახოს და ასეთ დროს, კორექტული იქნებოდა, პირად განხილვის გვერდზე მინიმუმ ადმინისტრატორებისათვის მაინც მომხდარიყო შეტყობინება განხილვის და კენჭისყრის შესახებ; ყველაზე კარგი კი იქნებოდა, პროექტის შემუშავება ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო (მხოლოდ ერთი დღე არაა საკმარისი ამისათვის! პროექტი გამოქვეყნდა 23-ში, კენჭისყრა — 24-ში), ხოლო კენჭისყრა მაშინ, როცა ქალაქიდან გასულთა რაოდენობა ნაკლებია.
რაც შეეხება თავად პროექტს. არჩევის წესზე ვიტყვი, თუმცა ეს ისედაც იგულისხმება, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, თუ ტექსტი ასე ჩამოყალიბდებოდა: ....კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს, მათ შორის თავად კანდიდატსაც. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.
ჩამორთმევის წესთან უფრო მეტი შენიშვნები მექნებოდა: 500 ზოგადი რედაქტირება გასაგებია, მაგრამ 3 თვის განმავლობაში 50 ადმინისტრაციულ რედაქტირებას რაც შეეხება, მარტივი გათვლა რომ გავაკეთოთ, ეს ნიშნავს თვეში დაახლოებით 17 ადმინისტრაციულ რედაქტირებას. თითოეულმა ადმინისტრატორმა (დავუშვათ 10 ადმინისტრატორის პირობებში) რომ აკეთოს ეს, ერთ თვეში 170 ადმინისტრაციული რედაქტირბა უნდა გააკეთოს. დაფიქრდით, ერთ თვეში ჯამში რამდენ მომხმარებელს ვბლოკავთ, რამდენ გვერდს ვიცავთ და რამდენ გვერდს ვშლით. ამათი ჯამი ერთ თვეში 170-ს, მგონი არ აღემატება. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ადმინისტრატორი, სულ რომ თავი მოიკლას, ყოველთვის დარჩება 50 რედაქტირების გარეშე სამ თვეში.
შემდეგი საკითხი: შეტყობინება არის ცივილიზებული ფორმა. შეტყობინების მიზანია, გამოაცოცხლოს ადმინისტრატორი და მისი გამოცოცხლებით ვიკიპედიამ ნახოს სარგებელი. თუკი ადმინისტრატორმა სწორედ რომ ერთ თვეში თავი დააკლა ვიკიპედიას, თუნდაც ადმინობის შენარჩუნების მოტივით, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოტივს? მთავარია, რომ მისმა შრომამ ვიკიპედიას სარგებელი მოუტანა. გარდა ამისა, შეტყობინებით ჩვენც ღირსეულად ვიქცევით და მასაც ვაძლევთ საშუალებას, ღირსეულად დატოვოს ადმინის პოსტი ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე (კენჭისყრით ჩამორთმევა არასასიამოვნოა ნებისმისმიერი ადმინისათვის, თუკი ვხვდები, რომ მაინც მომიწევს, აღარც სხვებს შევაწუხებ, აღარც ჩემ თავს ჩავაგდებ არასასიამოვნო ვითარებაში და პირდაპირ ვიტყვი უარს). ეს მიზანი აქვს გაფრთხილებას და თუ ეს გაუქმდება, ძალიან ცუდი იქნება.
რაც შეეხეება კენჭისყრას, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ზოგჯერ არსებობს ობიექტური მიზეზი პასიურობისა და ამ ობიექტური მიზეზის გასვლის შემდეგ აშკარაა, რომ დაბრუნდება ადმინი. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობა, მივლინება, ღმერთმა დაიფაროს და ახლობლის დაღუპვა, ავადმყოფობა და ა. შ. თუკი ასეთი მიზეზით ვერ ახერხებს აქტიურობას, მაგრამ ასეთი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ისევ გააგრძელებს აქტიურობას, რატომ უნდა ჩამოვართვათ სტატუსი? ასეთ დროსაა სწორედ საჭირო კენჭისყრა, სადაც, მიუხედავად პასიურობისა, ობიექტურ მიზეზთა გამო ადმინს არ გადავაყენებთ. ასეთ დროს გადაყენებას აზრი უბრალოდ ეკარგება, რომ დაბრუნდება, ისევ უნდა დავნიშნოთ ადმინად...
უკუძალას რაც შეეხება, წესით ეგეც არასწორია: მე მაქვს კანონიერი მოლოდინი, რომ ჩემი აქტიურობა ახლა საკმარისია, მაგრამ ორ დღეში აღარაა საკმარისი : )). წესით, უკუძალა არ უნდა ჰქონდეს, რაკი აუარესებს მდგომარეობას, მაგრამ ჯანდაბას, იმდენი რამე არ მომწონს, ამაზე აღარ ვიტყვი არაფერს : )).
და ბოლოს, რაკი მეც ბოლო დროს ობიექტურ მიზეზთა გამო ვპასიურობ, სავარაუდოდ მეც შემეხება ახალი წესი. ამიტომ, ჩემი აზრი მიკერძოებულად და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლად რომ არ ჩაითვალოს, ა ბატონო! ვიღიმი.
მადლობა, Deu. 09:08, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

დავით აბსოლუტურად არ დაგეთანხმები. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ კენჭისყრის შემუშავებაში ზუსტად იმ მომხმარებლებმა მიიღეს მონაწილეობა რომლებიც აქტიურები არიან არამარტო ახლა არამედ ბოლო თვეების განმავლობაშიც. რაც შეეხება იმას თუ რამდენი ადმინი იღებდა ამაში მონაწილეობას გეტყვი რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რადგან ამ შემთხვევაში ადმინიც ისეთივე მომხმარებელია როგორც სხვა ყველა და იმ ადმინების ლოდინი რომელთა 3 თვის წვლილი 0-დან 10-მდეა უაზრობად მიმაჩნია (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა). ადმინისტრაციულ რედაქტირებაზე ამბობ 50 ბევრია და თითქმის შეუძლებელია, მაშინ მოგიყვან ჩემ მაგალითს: მე მთელი ამ წლის განმავლობაში რბილად რომ ვთქვათ ისეთი აქტიური აღარ ვარ როგორც წინა წლებში ვიყავი და მიუხედავად ამისა 3 თვეში 98 ადმინისტრაციული რედაქტირება მაქვს, ანუ გამოდის, რომ შესაძლებელი ყოფილა. ოთოჯის საერთოდ 1104 ადმინისტრაციული რედაქტირება აქვს მაშ რა ფენომენთან გვაქვს საქმე? ერთ თვიანმა ადმინისტრატორის გამოცოცხლებამ კიდევ არ გაამართლა და ერთი თვის მუშაობის შემდეგ 5 თვიან არდადეგებად გადაიქცა. --დათო1010 09:39, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
O.K. შენი პოზიცია ვიცი. დიალოგისათვის არ დამიწერია, მხოლოდ ჩემი წინააღმდეგობა დავასაბუთე. ვინც მეთანხმება, დაწერს წინააღმდეგობას, ვინც არა — თანხმობას. Deu. 09:47, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დოიჩლანდს ვეთანხმები რიგ საკითხებში, მაგალითად მეც მიმაჩნია, რომ:
კენჭისყრისთვის დრო ცუდად იქნა შერჩეული;
პროექტის ერთ დღეს გამოქვეყნება-განხილვა და მეორე დღეს კენჭისყრა არასწორია;
ადმინისტრატორის კენჭისყრის გზით გადაყენების სისტემის დატოვების მომხრე ვიყავი მეც, ხსენებულ და სხვა მიზეზთა გამო;
კანონის უკუძალის არქონაშიც ვეთანხმები;
„მე მაქვს კანონიერი მოლოდინი, რომ ჩემი აქტიურობა ახლა საკმარისია, მაგრამ ორ დღეში აღარაა საკმარისი“ — ზუსტად მსგავს შემთხვევაზე ვწერდი, ფორუმზე.
და დიდხანს ვფიქრობდი, {{ჰო}} დამეწერა თუ {{არა}}... რამ განაპირობა, სასწორის {{ჰო}}-სკენ გადახრა:
ამ ცვლილებებით ადმინისტრატორის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა იზრდება ვიკიპედიისაა და უბრალო მომხმარებლების წინაშე;
ეს ცვლილებები არ მისცემთ მოდუნების საშუალებას მოქმედ ადმინისტრატორებს;
ახალი კანდიდატები უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან ამ თანამდებობას ვიკიში, გააცნობიერებენ რა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ. მგონი, ყველაფერი დავწერე. — G.G. 12:19, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, დასაბუთებულიცაა. თუმცა ეს დასაბუთება ნამდვილად ვერ ამართლებს უკუძალას: უკუძალა ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ამჟამინდელი პასიური ადმინისტრატორები მოეკიდნონ უფრო პასუხისმგებლობით თავიანთ საქმეს. უკუძალის სულისკვეთება ცალსახად არის დასჯა და არა პასუხისმგებლობის შეხსენება თუ გაძლიერება. დასჯას არ მივესალმები. შენ სხვა სიკეთეების გამო უკუძალა დათმე, ასე გამოდის (არადა შესაძლებელი იყო, უკუძალის გამოყენებისათვის ცალკე ჩატარებულიყო კენჭისყრა, როგორც ეს წინა წესის მიღებისას მოხდა).
გარდა ამისა, ადმინთა პასუხისმგებლობის შეხსენება-გაძლიერების მოტივი ვერაფრით ვერ გაამართლებს პროცესუალურ დარღვევებს (შერჩეულ დროს, პროექტის ელვისებურ შერჩევას, უეცარ კენჭისყრას, მოქმედი ადმინებისათვის შეუტყობინებლობას — ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მათი უფლებების შეზღუდვას ეხება საკითხი და სწორედ მათ აქვთ ახლა კანონიერი მოლოდინი, რომ ძველი წესი მოქმედებს).
არ იქნებოდა ურიგო, თუ კენჭისყრა გადავადდებოდა სექტემბრის შუა რიცხვებისათვის, მანამდე კი პროექტი (ან პროექტები) მომზადდებოდა კენჭისყრისათვის (უმჯობესი იქნება, რომ რამდენიმე პროექტი შეირჩეს და ყველას ეყაროს კენჭი. სხვა ვიკიპედიების გამოცდილება ასეთი კენჭისყრებისას ცოტა სხვაგვარია).
თუკი ჩვენი სულისკვეთებაა საუკეთესო ვარიანტის შერჩევა და არა ვიღაცების დასჯა, ვფიქრობ გადავადება არ უნდა იყოს პრობლემა. Deu. 13:43, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გააჩნია ამ საკითხს როგორი კუთხიდან შევხედავთ; პრობლემა ხომ მხოლოდ პასიურობაშია, რა, აგვისტოში არიან ადმინები პასიურები და სხვა დანარჩენ დროს აქტიურები ? რა აზრი აქვს როდის ჩატარდებოდა კენჭისყრა, მაშინ როდესაც ადმინისტრატორთა დიდი ნაწილი აქტიურია მეექვსე თვეს. იმდენად მონოტონურია ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორთა მდგომარეობა, რომ ეს ყველანაირ ზღვარს გადავიდა და, რა გასაკვირია, რომ დაინიშნა ასეთი კენჭისყრა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კენჭისყრა სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით არის სრული უაზრობა. ისლანდი არის ამის საუკეთესო მაგალითი. არაფერს არ აკეთებს და ადმინია, რატომ ?! მე გეტყვით რატომაც, იმიტომ რომ სუბიექტური მოსაზრებების გამო დაუტოვეთ სტატუსი, იმიტომ, რომ თქვენ გინდოდათ ასე; ვიკიპედიაში უნდა დასრულდეს ეს ხანა, „მე მინდა და მორჩა“.! ასე არ ხდება. თუ ადმინი აღარ იმსახურებს სტატუსს, თუმცა კენჭისყრაზე ისე მოხდა, რომ შეუნარჩუნდა სტატუსი ხმათა უმრავლესობით, რა, სტატუსს ვუტოვებთ ?, აი აქ ხვდებით, რა სისულელეა ეს კენჭისყრა ?, გარდა ამისა, ამ კენჭისყრის გადავადების აზრს ვერ ვხედავ, მაშინ როდესაც ამდენმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი მიმდინარე კენჭისყრას — პროცესს. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს კენჭისყრა არის ადმინთა დასჯა ან მცდელობა. ხოლო მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ არასწორია ამ კენჭისყრის გადავადება თუ მასში რაიმე ცვლილებების შეტანა, მაშინ როდესაც ეს კენჭისყრა ბოლოს 2 დღეში პოულობს. - ოთოჯი განხილვა 14:33, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ამდენმა დაუჭირა მხარი... შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიუღიათ BRUTE-ს, Zangala-ს, Giorgi13-ს, M.-ს, Henry McClean-ს, Labadze Beqa97, Leovizza-ს, Nodar Kherkheulidze-ს, Giorgi Balakhadze-ს, Fiqriasidamonize-ს და კიდევ ბევრს. არავინ მითხრას, რომ ამათგან რომელიმეს აზრი არაა მნიშვნელოვანი. ოფიციალურად, ყველა მათგანი აქტიურ მომხმარებლად ითვლება. ორ დღეში მიიღებენ მონაწილეობას? ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა წყდებოდეს 12 ვიკიპედიელის მიერ, გაცილებით მეტი ლეგიტიმაციაა საჭირო, გაცილებით მეტი განხილვაა საჭირო, გაცილებით უკეთესი თანხმობაა საჭირო (აი-ტი-შნიკმა როგორც აღნიშნა, მას არ მოსწონს პროექტში ყველა საკითხი — უკუძალა), გაცილებით მეტი ორგანიზებულობაა საჭირო.
გადავადება კი არა, ასეთი პროექტის შედეგს ნორმალურ ვიკიპედიაში საერთოდ ბათილად ცნობდნენ. გადახედეთ, როგორი კენჭისყრები ტარდება სხვაგან.
თუ არ იქნება გათვალისწინებული ის, რომ ბევრმა საერთოდ არც კი იცის პროექტის შესახებ, ჯერ ერთი არალეგიტიმური იქნება, მერე მათ სამართლიანი პრეტენზიები ექნებათ, მით უმეტეს ადმინებს, რომელთაც უკუძალით ჩამოერთმევათ სტატუსი...
ყოჩაღ, თქვენ იცით! Deu. 15:15, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

BRUTE-ს, Zangala-ს, Giorgi13-ს, Labadze Beqa97, Leovizza-ს, Nodar Kherkheulidze-ს აქტიურ მომხმარებლებად თვლის 2014 წლის ივნისის მონაცემები, საიდანაც ორი თვე გავიდა უკვე. ცანგალას აქტიურობაზე მისი განხილვის ბოლო სექცია გიპასუხებს. --JABA 1977 15:35, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

არცერთ ნორმალურ ვიკიპედიაში არ ტოვებენ ადმინს მაშინ როდესაც ის არაფერს არ აკეთებს პროექტისთვის. არცერთ ნორმალურ ვიკიპედიაში არ დატოვებდნენ ადმინად მომხმარებელ:ისლანდს. მომხმარებელი:BRUTE, მომხმარებელი:Nodar Kherkheulidze, მომხმარებელი:M. საქმის კურსში არიან, რომ კენჭისყრა მიმდინარეობს, ხოლო მომხმარებელი:Giorgi Balakhadze-მ საერთოდ დაფიქსირა აზრი ამ კენჭისყრაში. გაზვიადება არ არის საჭირო. - ოთოჯი განხილვა 15:43, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
აჰა, კარგ საკითხს მივადექით, ნორმალურ ვიკიპედიებს ვიღიმი. რომელს თვლით ნორმალურად? მარტივია, მოდი სტატისტიკა ვნახოთ:
გერმანული ვიკიპედია: ადმინისტრატორს ერთწლიანი უმოქმედობის შემთხვევაში მოეხსნება ადმინისტრატორის სტატუსი
ინგლისური ვიკიპედია: Admin accounts which have made no edits or administrative actions for at least 12 months may be desysopped.[4] Subject to the #Lengthy inactivity consideration below, this desysopping is not to be considered permanent, or a reflection on the user's use of, or rights to, the admin tools. The admin must be contacted on their user talk page and via e-mail (if possible) one month before the request for desysopping and again several days before the desysopping goes into effect. Desysopping on inactivity grounds should be handled by English Wikipedia bureaucrats. The summary in the user rights log should make it clear that the desysopping is purely procedural.
რუსული ვიკიპედია: В течение 6 месяцев администратор должен сделать не менее 100 правок, из которых не менее 50 должны приходиться на пространства имён «Статья» (основное), «Файл», «Шаблон», «Категория», «Портал» и «Инкубатор», а также совершить не менее 25 административных действий: удаление, восстановление, блокировка, защита страниц или снятие защиты, редактирование пространства имён MediaWiki и подведение администраторских итогов (то есть итогов, которые не могут подводить другие участники или которые при подведении администратором имеют более высокий статус); для чекъюзеров также учитываются проведённые проверки. В случае невыполнения этого требования малоактивному администратору должно быть предложено в течение трёх месяцев улучшить свою статистику и довести количество правок и административных действий до указанного минимума. В случае, если после трёх месяцев активность администратора останется ниже минимального уровня, а также не будут названы объективные причины для такой низкой активности, можно подать бюрократам русской Википедии запрос на лишение его статуса администратора. Решение о снятии флага принимается по консенсусу бюрократов (при этом своё мнение может высказать любой желающий), в случае отсутствия консенсуса — решением Арбитражного комитета. Администраторы, входящие в действующий состав Арбитражного комитета, освобождены от выполнения вышеуказанных требований к активности, срок в 6 месяцев отсчитывается с окончания каденции.
ფრანგული არ ვიცი, სამწუხაროდ, არც ესპანური, იქნებ ვინმემ მონახოთ შესაბამისი წესი. ან იქნებ თქვენ ბანგლადეშურ ვიკიპედიას თვლით ნორმალურად და ამათ არა? ვიღიმი. რუსულ ვიკიპედიაშიც კი, სადაც წესი შედარებით მკაცრია, 25 ადმინისტრაციულ მოქმედებას ითხოვენ მხოლოდ და ისიც 6 თვეში.
არა, მართლები ხართ, ქართული ვიკიპედია ხომ ამ სამივეს წინ უსწრებს ყველა მაჩვენებლით და ქართველ ადმინისტრატორებს უფრო მეტი, ოთხმაგი და ხუთმაგი მოეთხოვებათ! ვიღიმი. გაუმარჯოს ქართულ ვიკიპედიას! თქვენ იცით. Deu. 16:12, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ის ვიკიპედიები რომელიც აქ ჩამოთვალე ერთი წელი კი არა ორი წელიც კარგად გაუძლებენ ზარმაც ადმინს. რადგან ინგლისურში 1400 ადმინია, გერმანულში – 252 და რუსულში – 89. ჩვენთან ადმინების 60 % უმოქმედოა. აი ამის ატანა არ შეიძლება და ამიტომ მკაცრდება წესები. მე ვფიქრობ სიტუაციის დრამატიზებას აქვს ადგილი. --JABA 1977 16:21, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ერთი ვიცი, ადმინისტრატორს არ უნდა სჭირდებოდეს წერილობით გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კენჭსყრა მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს sitenotice-შიც გატანილია, ის ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. რისი ადმინი ხარ, თუ ამხელა წარწერას ვერ დაინახავ, ერთი კვირა ისე გავა, ვიკიში არ შეიხედავ; რას შეცვლიდა გაფრთხილება? მეილზე ნახავდით, რომ ვინმემ მოგწერათ? — Mikheil მიწერა 16:25, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
რა კავშირშია ქართული ვიკიპედია ზემოთ აღნიშნული ვიკიპედიის წესებთან ?! საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ მათი გამოცდილება შეიძლება გავითვალისწინოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი წესები ბრმად უნდა გადმოვიღოთ. ინგლისური, რუსული, გერმანული და სხვა გიგანტი ვიკიპედიები აერთიანებენ უსაზღვროდ დიდ საზოგადეობებს და იქაური სპეციფიკა არსებითად არის განსხვავებული. ცალსახაა, რომ ქართულ ვიკიპედიაში ის წესები რა წესებიც მოქმედებდა ამ ხნის განმავლობაში ქართული ვიკიპედია ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანა. გარდა ამისა, იმ 13 მომხმარებლის აზრიც არის გასათვალისწინებელი ბოლოს და ბოლოს და ოდნავ მაინც უნდა ვისწავლოთ სხვათა აზრის პატივისცემა. ვიკიპედიაში ერთი ადამიანი არ წყვიტავს საკითხს, არამედ წყვიტავს საზოგადოება, რომლის თანახმად მიმდინარე კენჭისყრა არის ნორმალური და სამართლიანი. - ოთოჯი განხილვა 18:17, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთოჯი, მე არ დამიკავშირებია, შენ დააკავშირე ეს ვიკიპედიები ჩვენთან: ნორმალურ ვიკიპედიებში ასეაო, არადა ასე არაა, ისეა! ან იქნებ შენ ნორმალურ ვიკიპედიებში სხვებს გულისხმობდი? მათი გამოცდილება გავითვალისწინოთო? დიახ, დიახ, ეგრეა! აბა, რომელი გამოცდილება გაითვალისწინა რომელიმე ჩვენგანმა ამ პროექტის შექმნისას? მათი რომელი არგუმენტი გადაიკითხეთ მსგავს კენჭისყრებში? ვიღიმი ყოჩაღ, ყოჩაღ!
ის ვიკიპედიები რომელიც აქ ჩამოთვალე ერთი წელი კი არა ორი წელიც კარგად გაუძლებენ ზარმაც ადმინს — უძლიერესი ლოგიკა! რეალურად ვიკიპედიის სიდიდე არანაირ გავლენას არ ახდენს ამაზე. ზარმაცი ადმინი იქაც ზარმაცი ადმინია: ზარმაცი ადმინი იმისთვის კი არ ისჯება, რომ სხვებს უშლის ხელს და სხვები ვერ უძლებენ ამ აუტანელ მდგომარეობას (ბოდიში, მაგრამ რა სისულელეა!), არამედ იმიტომ, რომ ცალსახად მას უკვე აღარ ჭირდება ეს სტატუსი და მისი ამოქმედება შეუძლებელია.
აი კოლეგების პატივისცემას რაც შეეხება, სწორედ რომ პატივი უნდა ვცეთ და სწორედ რომ დიადი უპატივცემულობის გამოხატულებაა ამ კენჭისყრის ამ დროს ჩატარება და უკუძალა.
მიშა, გაფრთხილებაზე შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ ოთოჯის მიერ მოხმობილ სტანდარტს — ნორმალურ ვიკიპედიას — თუ გავითვალისწინებთ, ნორმალურ ვიკიპედიებში თვლიან, რომ ადმინისტრატორს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მომხმარებელს, უფლება აქვს აიღოს შვებულება ერთი, ორი, სამი კვირით, ერთი თვით, ორი თვით, სამი თვით. ითვალისწინებენ, რომ ყველას აქვს თავისი პირადი საქმე და ადმინის წვლილის შეფასებისას ყველაზე აქტიურ, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ადმინისტრატორს არ იღებენ სტანდარტად. Deu. 05:31, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

deu მაპატიე მაგრამ იმის მერე რაც ადმინის სტატუსის მოხსნა მოითხოვე, ამდენის წერა უკვე ზედმეტია. ამდენი რომ გეწერა ბოლო თვეებში ეს წესი შენ არ შეგეხებოდა. --JABA 1977 06:07, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, რაო? o_O ყოჩაღ, ყოჩაღ!
მიშა, რომელ ერთ კვირაზეა ლაპარაკი, პროექტი ერთ დღიანი განხილვით შეირჩა! Deu. 06:30, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის ამა თუ იმ განყოფილებას გააჩნია თავისი ლოკალური საზოგადოება და სწორედ ისინი წყვეტენ თავიანთ საქმეს. ინგლისური და რუსული წესებით რატომ მელაპარაკები ?! ჩვენ შეგვიძლია მათი გამოცდილება გავიზიაროთ, ეს არის და ეს. თუკი ამ კენჭისყრის წინააღმდეგი იყავი მაშინ თარგი: (წინააღმდეგი) არ უნდა ჩაგესვა და არც ზევით უნდა დაგეწერა, რომ წამოწყებულ განხილვას დიალოგისთვის არ იყენებ. გაუგებია შენი მიდგომა. ფაქტია, რომ ის წესები რა წესებიც ზემოთ წამოაყენე ცუდ გავლენას ახდენს ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აქამდე არ მივიდოდა. ადმინისტრატორთა დიდი ნაწილი გამოთიშულია ვიკიპედიას, ეს არის უბედურება. გთხოვ თავი შეიკავო ირონიული საუბრისაგან. აქ სერიოზული განხილვა მიმდინარეობს და ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ნორმალურში მე იმას ვგულისხმობ, რომ ადმინისტრატორი როდესაც არაფერს არ აკათებს მას უწყვიტავენ სტატუსს და ქართულ ვიკიპედიაშიც ეს ადმინების მკვდარი ხანა უნდა დასრულდეს, რადგან ადმინთა პასიურობა ცუდ მაგალითს აწვდის სხვებს და აგრეთვე ნეგატიურ გავლენას ახდენს საკუთრივ ვიკიპედიაზე. - ოთოჯი განხილვა 09:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა, რა უნდა მექნა, წინააღმდეგობა რომ არ დამეწერა? გულზედან ხელნი დამესხნა? :) პროექტის შერჩევაში არ მიმაღებინეთ გეთაყვა მონაწილეობა, ელვისებური სისწრაფის გამო.
რომ უნდა ჩამოერთვათ სტატუსი, ამაზე არავინ დაობს. ნორმალურ ვიკიპედიებში ასეთი სიმკაცრე არაა.
კაი ბატონო, დრო გვიჩვენებს, რა შედეგს გამოიღებს ეს მკაცრი წესი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ აამოქმედებს პასიურ ადმინისტრატორებს.
ირონიის გარდა არაფერს იმსახურებს ჯაბას ის აზრი, რომ მე თურმე, რაკი ადმინობაზე უარი ვთქვი, აღარ უნდა ვწერო აქ. Deu. 09:35, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკრიჭები სანამ ჯაბა მაგას დაგიწერდა ირონია არც მანამდე დაგიკლია. --JABA 1977 09:55, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

„ნორმალურ ვიკიპედიებში“ ბუნებრივია სიმკაცრე არ არის, რადგან იქ პასიურ ადმინისტრატორებს განუწყვეტლივ ენაცვლება აქტიური ადმინისტრატორი; ახლა მე შეგეკითხები, შენ ქართულ ვიკიპედიაში გცვლის თუ არა ვინმე ?. როდესაც წინა წელს მომხმარებელ:ისლანდს სტატუსი არ ჩამოერთვა ამან უდიდესი გავლენა მოახდინა აქაურობაზე. ისმის შეკითხვა, რა წესითა და კანონის შესაბამისად შეინარჩუნა მან ეს სტატუსი ?! ახლა სხვა, რომ იქნება პასიური და იმას მოუწევს სტატუსის დაკარგვა, ისიც იტყვის, იცით, მე რატომ მართმევთ სტატუსს, მაშინ როდესაც იმას პასიურობისდა გამო მაინც შეუნარჩუნდა სტატუსიო. რა, ვინმეზე მეტია ?! იდეაში ვიკიპედია დემოკრატიული საიტი უნდა იყოს. ამას დრო აჩვენებს გააცოცხლებს თუ არა ეს წესები პასიურ ადმინისტრატორებს. ფაქტია, რომ ამ წესების გამო მომხმარებელი უფრო გააცნობიერებს იმ უდიდეს პასუხიმსგებლობას რაც ადმინს მომავალში უნდა დაეკისროს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ პასიურობას დროის უქონლობა იწვევს დიდწილად და ამაზე არავინ არ დავობს. მაგრამ ეს ვიკიპედიის პრობლემა აღარ არის. თუ რატომ არ არის აქტიური, — ეს სულ სხვა თემაა. დაბოლოს, ამ წესების შემუშავებით არავის არ სჯიან და არავის არ უმკლავდებიან. - ოთოჯი განხილვა 09:58, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გამკაცრებაზე მე ჩემი აზრი მაქვს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დადებით შედეგს არც გამკაცრება გამოიღებს. თუმცა, ოთოჯი, ნამდვილად პატივს ვცემ როგორც შენს, ისე სხვების აზრს. თუკი ასე გადაწყვეტს ვიკისაზოგადოება, ჩემი ერთი აზრი, რა თქმა უნდა, ვერ გადაწონის. რატომ ფიქრობთ მეთქი ასე, ამაზე არც ვკამათობ.
მაგრამ პატივს ვერ ვცემ მე ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებულ უსამართლობას. პატივს არ ვცემ იმას, რომ პროექტი ერთ დღეში შემუშავდა და აზრის გამოთქმის საშუალება ფაქტობრივად არ მომეცა არც მე და არც ზოგიერთ სხვას. პატივს არ ვცემ იმას, რომ შეტყობინება არ მოხდა (კი, ნაწილობრივ ვეთანხმები მიშას, რომ ამას შეიძლება შედეგი არ მოჰყოლოდა ზოგიერთის შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე უმნიშვნელო კენჭისყრებზეც კი აქტიურ ვიკიპედიელებს ვატყობინებთ ხოლმე პირადად და ახლა რომ გამონაკლისი ხდება და არ მოხდა შეტყობინება, ეს უპატივცემულობაა). პატივს არ ვცემ აგრეთვე შერჩეულ დროს, როცა ბევრია გასული. რაც არ უნდა არგუმენტი შემომაგებოს ვინმემ, ვერავინ მაიძულებს, პატივი ვცე ასეთი პროცესით ჩატარებულ კენჭისყრას და ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან პატივისცემის არ ქონა ამ კენჭისყრის ჩატარების პროცესმა ობიექტურად დაიმსახურა. ჩემთვის ეს კენჭისყრა ყოველთვის დარჩება უპატივცემულობის ობიექტად და დაბალი ლეგიტიმურობის მქონედ.
იმისი უფლებაც მაქვს, რომ ეჭვი მეპარებოდეს ამ პროექტის სულისკვეთების სამართლიანობაში. ვფიქრობ, რომ კონკრეტული ვიკიპედიელების დასჯის სულისკვეთება უფროა ჩადებული, ვიდრე სასიკეთო მომავალი და ადმინთა აქტიურობა.
და ბოლოს, შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით. ჩემს პატივისცემას ყოველთვის გამოვხატავ ამ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების მიმართ, თუმცა არასდროს გამოვხატავ ამ კენჭისყრის პროცესის მიმართ, ეს ჩემი უფლებაა.
მადლობა. Deu. 10:16, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს მოსაზრებებს (სიმკაცრე, უკუძალა, პროექტის ნაჩქარევი განხილვა) და ვიზიარებ მის წინადადებას პროექტის გადადებასთან დაკავშირებით. არგუმენტები დათოს მოყვანილი აქვს საკმარისზე მეტი, როგორც იტყვიან კაი მთქმელს - კაი გამგონიო. განხილვებიდან ჩემთვის თითქოს იკვეთება, რომ მიზანი ამ პროექტისა არის (ძალიან არასერიოზული) „ზარმაცი ადმინის დასჯა“, „ფეოდალის წინააღმდეგ გალაშქრების“ თითქმის ტოლფასი მოტივაციით (რატომ უნდა ქონდეს ვინმეს მუდმივი ადმინის სტატუსი და მსგავსი) და არა ამ ადმინის, რომელიც იგულისხმება, რომ თავის დროზე გარკვეული დამსახურებისა, თუ ღირსებების გამო იქნა არჩეული, მარეგულირებელ რგოლში შენარჩუნებით, ვიკიმუშაობის ეფექტურობის ამაღლება. ის, რომ ვიღაცას აქ ვერ აუტანია გარკვეული პერიოდით პასიური ადმინი, ეს მისი პირადი პრობლემაა ცალსახად და არა ვიკიპედიის. პ.ს. ალბათ ბევრს, ამ განხილვაში მონაწილეთაგან, ჩემი აზრი არც აინტერესებს, თუმცა ეს არ არის მთავარი ჩემთვის. მთავარი კოლეგების უპატივცემულობაა, რაც აქ, მეტიწილი მინაწერებიდან გამოსჭვივის ჩემდა სამწუხაროდ. არანაირი განსჯა, მხოლოდ წუხილი. ☮ & ♥ --Rastrelli F 13:36, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორთა წვლილი ბოლო 3 თვის მანძილზე

ქართული ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებით, ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში შეტანილია ზემოთ მოცემული ცვლილებები. ასევე, კენჭისყრის საფუძველზე, ადმინისტრატორის სტატუსი შეუწყდა შემდეგ მომხმარებლებს:

მომხმარებლებმა Deu-მ და Nodar Kherkheulidze-მ კი სტატუსი კენჭისყრის დასრულებამდე, პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნეს.

სია აღსრულებისათვის გადაეგზავნება სტიუარდებს.

ვიკისაზოგადოების სახელით, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ადმინისტრატორის როლში გაწეული ღვაწლისთვის ქართული ვიკიპედიის წინაშე! გარდა ამისა, მათ კვლავ შეუძლიათ არჩევნების გზით გახდნენ ადმინისტრატორები. წარმატებები! — Mikheil მიწერა 20:20, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]