ვიგდის ფინბოგადოტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი დაკავშირებულია ისლანდიასთან. ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს არ აქვთ გვარები: სახელის ნაწილი, რომელიც სრულდება „-სონ“-სა თუ „-დოტირ“-ზე არის არა გვარი, არამედ მამის სახელი, რომლის გამოყენება ისლანდიაში მიღებული არ არის (იხ. ისლანდიური სახელი).
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის სწორი სახელი არის
ვიგდის.
ვიგდის ფინბოგადოტირი
ვიგდის ფინბოგადოტირი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 – 1996
წინამორბედიკრისტიან ელდიაურნი
მემკვიდრეოლაფურ რაგნარ გრიმსონი

დაბადებული15 აპრილი, 1930 (1930-04-15) (94 წლის)
რეიკიავიკი, ისლანდია

ვიგდის ფინბოგადოტირი (ისლ. Vigdís Finnbogadóttir; დ. 15 აპრილი, 1930, რეიკიავიკი) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, ისლანდიის, ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი (1980-1996).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა — ფინბოგი რუთ ტორვალდსონი ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი. დედა — სიგოდურ ერიკსდოტირი 36 წლის განმავლობაში იყო მოწყალების დების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლებით ფილოლოგია. სწავლობდა გრენობილისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.

1972-1980 წლებში რეიკიავიკის საქალაქო თეატრის დირექტორი.

1980 წელს აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე აირჩიეს კიდევ სამჯერ 1984, 1988 და 1992 წლებში.

1998 წლიდან იუნესკოს კეთილი ნების ელჩია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]