კრისტიან ელდიაურნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტიან ელდიაურნი
კრისტიან ელდიაურნი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1968 – 1980
წინამორბედიაუსგეირ აუსგეირსონი
მემკვიდრევიგდის ფინბოგადოტირი

დაბადებული6 დეკემბერი 1916
ტიერნ-ი-სვარფადარდალი, ისლანდია
გარდაცვლილი14 სექტემბერი 1982
რეიკიავიკი, ისლანდია

კრისტიან ელდიაურნი ან ქრისტიან ელდიაურნი (ისლ. Kristján Eldjárn; დ. 6 დეკემბერი, 1916 — გ. 13 სექტემბერი, 1982) — ისლანდიის მესამე პრეზიდენტი 1968-1980 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1916 წლის 6 დეკემბერს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სწავლობდა არქეოლოგიას, ასწავლიდა ისლანდიის უნივერსიტეტში. 1957 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო ისლანდიაში კერპთაყვანისმცემლობის შესწავლისთვის. 1947-1968 წლებში ისლანდიის ეროვნული მუზეუმის დირექტორია.

1966-1968 წლებში ისლანდიის ტელევიზიით საგანმანათლებლო გადაცემები მიჰყავდა, სადაც ისტორიული მუზეუმის ექსპონატებს უჩვენებდა და მათ შესახებ ჰყვებოდა ისტორიულ კონტექსტში. ამ გადაცემებმა მაყურებელთა დიდი ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა, ხოლო გადაცემის წამყვანი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ გადაიქცა.

1968 წელს საარჩევნო კამპანია რომ დაიწყო, საგრძნობლად ჩამორჩებოდა თავის მეტოქეს გუნარ ტროდსენს, თუმცა, საბოლოოდ არჩევნები 65,6%-იანი შედეგით მოიგო. 1972-76 წლებში ავტომატურად იქნა ხელახლა არჩეული სხვა კანდიდატების არარსებობის გამო. 1980 წელს უარი განაცხადა მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე, რათა თავისი სამეცნიერო ნაშრომები დაესრულებინა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟი — მწერალი, ქალიშვილი — საბავშვო წიგნების ავტორი და ილუსტრატორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]