ისლანდიური სახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამის სახელისგან წარმოებული ისლანდიური სახელები

ისლანდიური სახელი შედგება: სახელისგან, მამის სახელისგან (პატრონიმი) და ზოგჯერ გვარის კრებულისგან.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ისლანდიური სახელის მახასიათებელია (საკუთარ სახელთან ერთად) პატრონიმის გამოყენება და ძალიან იშვიათად გვარის გამოყენება. ისლანდიელების უმრავლესობას (აგრეთვე უცხოელებს, რომლებმაც მიიღეს ისლანდიის მოქალაქეობა) აქვთ მხოლოდ სახელი და პატრონიმი. ადამიანის მიმართვის ან ხსენების დროს გამოიყენება მხოლოდ სახელი, იმისდა მიუხედავად მიმართავენ თუ არა საუბრისას მოცემულ ადამიანს „თქვენობით“ ან „შენობით“. პატრონიმი თავის მხრივ წარმოადგენს რთულ კონსტრუქციას, შედგება მამის სახელისგან ნათესაობით ბრუნვაში და სიტყვისგან „შვილი" (ისლ. son) — კაცებისათვის — ან „ქალიშვილი" (ისლ. dóttir) — ქალებისათვის. მაგალითად: ლეიფურ ერიქსონი (ისლ. Leifur Eiriksson), სნორი სტურლუსონი (ისლ. Snorri Sturluson) და ჰალბერა სორდარსდოტირი (ისლ. Hallbera Þórðardóttir).

ზოგჯერ პატრონიმის ნაცვლად გამოიყენება მატრონიმი — დედის სახელისაგან წარმოებული ფსევდონომი, ან ორივე ერთად, მაგალითად: დაგურ ბერგტურსონ ეგერტსონი.

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარები ისლანდიელების ძალიან ცოტა რაოდენობას აქვს. ქორწინების დროს მეუღლეების სახელები არ იცვლება, თუ ცოლი არ გადადის მეუღლის გვარზე - იმ იშვიათ შემთხვევაში თუ მას აქვს გვარი.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომღერალ ბიორკს არ აქვს გვარი, მისი სრული სახელია ბიორკ გუდმუნდსდოტირი, რაც ნიშნავს გუდმუნდის ქალიშვილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]