ვიგდის ფინბოგადოტირი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი დაკავშირებულია ისლანდიასთან. ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს არ აქვთ გვარები: სახელის ნაწილი, რომელიც სრულდება „-სონ“-სა თუ „-დოტირ“-ზე არის არა გვარი, არამედ მამის სახელი, რომლის გამოყენება ისლანდიაში მიღებული არ არის (იხ. ისლანდიური სახელი). გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის სწორი სახელი არის ვიგდის. |
ვიგდის ფინბოგადოტირი | |
ისლანდიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1980 – 1996 | |
წინამორბედი | კრისტიან ელდიაურნი |
მემკვიდრე | ოლაფურ რაგნარ გრიმსონი |
დაბადებული | 15 აპრილი, 1930 რეიკიავიკი, ისლანდია |
ვიგდის ფინბოგადოტირი (ისლ. Vigdís Finnbogadóttir; დ. 15 აპრილი, 1930, რეიკიავიკი) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, ისლანდიის, ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი (1980-1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამა — ფინბოგი რუთ ტორვალდსონი ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი. დედა — სიგოდურ ერიკსდოტირი 36 წლის განმავლობაში იყო მოწყალების დების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.
განათლება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლებით ფილოლოგია. სწავლობდა გრენობილისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
1972-1980 წლებში რეიკიავიკის საქალაქო თეატრის დირექტორი.
1980 წელს აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე აირჩიეს კიდევ სამჯერ 1984, 1988 და 1992 წლებში.
1998 წლიდან იუნესკოს კეთილი ნების ელჩია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური CV დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Vigdís Finnbogadóttir Institute of Foreign Languages