ვეფხისტყაოსნის დასურათება
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
შოთა რუსთაველის პოემის ,,ვეფხისტყაოსნის’’ ილუსტრაციებს ქართულ საერო მხატვრობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, შინაარსით და მახატვრული ფორმით ისინი ნათლად ასახავენ ქართული ხელოვნების ისტორიის განსაზღვრულ პერიოდს და ნათლად ამჟღავნებენ ქართული საერო ფერწერის დამოუკიდებელ სახეს. სანამ ,,ვეფისტყაოსნის’’ დღემდე ცნობილ ხელნაწერთა ილუსტრაციების და მხატვრული მორთულობის აღწერას, მხატვრულ ანალიზსა და დაჯგუფებას შევუდგებოდეთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართულ საერო მინიატურას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი წარმოიშვა საერო ლიტერატურასთან ერთად, რომელთანაც იგი დაკავშირებულია თავისი შინაარსით, განსახიერების მხატვრული ფორმით.
წინარე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული საერო მხატვრული ლიტერატურა, როგორც დადგენილი აქვს კ. კეკელაძეს1, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი დარგის მწერლობა X-XI სს. უკვე მეათე - მეთერთმეტე საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის ,,დადგინების’’ პროცესში ჩვენში ჩამოყალიბდა პოეზიის გარკვეული ჟანრი, რომელსაც შინაარსისა და მხატვრული ფორმის მიხედვით ჩვენ თამამად შეგვიძლია Chanson de geste ვუწოდოთ. მრავალი ლეგენდა, თქმულება, რომლებიც დაკავშირებული იყო რომელიმე ისტორიაულ ან ნახევრად ისტორიულ პირების მოღვაწეობასთან, გაერთიანებული საქართველოს ,,დადგენილობის’’ პერიოდში ღებულობს ახალ შინაარსს, განმარტებას. ამ თქმულებათა გადამუშავებას გვაძლევს ლეონტი მროველი, რომლის თხზულება ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა’’ წარმოადგენს გასაოცარ მსგავსებას ფიროდუსის ,, შაჰნამე’’-სთან.სამშოვლოსათვის თავის დადება, ბრძოლა უცხო ტომთა წინააღმდეგ, სიუზრენის პატივისცემა და სამსახური, ძმური სიყვარულის სიმტკიცე დამახასიათებელია ამ ნაწარმოების გმირებისათვის. აქ სავსებით ლეგენდრულად მოცემულია თავგადასავალი და ბრძოლები ფარნავაზისა,მირვანისა, არშაკისა, ადერკისა, სუმბატ შივრიტისა, ფარსმან-ქველისა, ამაზასპისა და განსაკუთრებით ვახტანგ გორგასალისა. კ. კეკელიძემ2 სამართლიანად აღნიშნა, რომ ამ ქართულ თქმულებებში ქალისადმი სიყვარულს ჯერ ადგილი არა აქვს, იგი ჩნდება უფრო გვიან, როდესაც ჩვენში სავსებით ჩამოყალიბდა რაინდთა ინსტიტუტი და წოდებრივი ტრადიციები, რაინდული ეთიკეტი, როდესაც ქალისადმი სიყვარული გარდაიქცა წყაროდ საგმირო საქმიანობისათვის.
XII ს. საქართველო წარმოადგენს ძლიერს, ორ ზღვას შორის გადაჭიმულს თეოდალურს სახელმწიფოს, რომლის უშულო მფარველობის ქვეშ იყო შირვანის სამეფო, დაღესტანი, ოსეთი და აგრეთვე ტრაპიზონის სამეფო. შიგნით შედარებით მოწესრიგებული, გარეშე მტერთა თავდასხმისგანნ უზრუნველყოფილი და მოსვენებული,, იგი სწრაფად დაწინაურდა ეკონომიკურად და კულტურულად. დიდძალი ქონება შემოჰქონდა ლაშქრობას, სამხედრო ალაფისა და დაპყრობილი ქვეყნებიდან ხარკის სახით. ივ. ჯავახიშვილის გამოანგარიშებით3, საქართველოს ყოველწლიურად შემოსდიოდა ხარკის სახიტ 75 მილიონი დირჰემი. ტამარ მეფის ისტორიკოსის ცნობით ,, აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და სხვათა, ძვირად საპოვნელთა, ვიტარცა ცუდთა სამოსელთა ურცხელთა დაჰყრიდეს, ხოლო ვერცხის-ჭურჭელთა არღა-რა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისა; რამეთუ ყოველი ოქროსა და ბრძოლისა წინაგებულ იყო, ინდურთა ქვათაგან შემკობილი, რომელთა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმინდეთა საიდუმლოთასა’’4.
ხელოვნება საქართველოში:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XII ს. საქართველოს სოციალურ დაჯგუფებათა შინაგანი ბრძოლა იყო დიდი პროგრესული მოვლენა, რომელიც ხელს უწყობდა საერო ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების განვიტარებას. სწორედ XII ს. წარმოადგენს ქართული საერო ლიტერატურის აყვავების ხანას, რომელსაც მტკიცე ნიადაგი ჰქონდა ფოდალურ- რაინდულ საზოგადოებაში და რომელიც დაიწყო სადევგმირო და სატრფიალო მოტივებით. მეფის კარზე თავს იყრიდნენ ყველა ლიტერატურული ძალები, რომლებიც გამსაჭვული იყვნენ ფეოდალურ-რაინდული იდეოლოგიით, ხოლო ამ იდეოლოგიის მხატვრულ განსახიერებას იძლეოდა საერო მწერლობა. საერო იდეოლოგიის დამკვიდრებას, როგორც ირკვევა საქართველოს სოციალური ისტორიის ფაქტებიდან, ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საკუთარი სოციალური დასაყრდენი, თავისი შაზა.
როგორი იყო შოთა რუსთაველის პოემის ,, ვეფხისტყაოსნის’’ თანადროული ილუსტრაციები, ძნელი სათქმელია, ვინაიდან XVII საუკუნეზე უფრო ადრინდელი ხანის მინიატურები არ შენახულა, ხოლო შედარებითი შესწავლა დღემდე ცნობილი ქართული მინიატურებისა, საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ უკვე მე-12 და მე-13 სს. არსებობდა სავსებით განსხვავებული, თავისებური სტილისა და ტექნიკური ხერხთა მქონე საერო მხატვრობა.
ქართული საერო მინიატურის უძველესი, ყოველ შემთხვევაში დღემდე ცნობილ ძეგლთა შორის, ნიმუშები დაცულია საქართველოს მეცნიერებაშა აკადემიის ხელნაწერთა ინსტისუტის ფონდებში. ეს არის დასურატებული ასტრონომიული ტრაქტატი N 65 ( საეკლესიო მუზეომის ფონდი) დათარიღებული 1188 წლით5. ტექსტი იწყება კუფიკური შრიფტით დაწერილი სათაურით, რომლის ქვემოთ გამოსახულია მთვარის ამოსვლისა და ჩასვლის ფაზები, განმარტებული ქართული წარწერებით ( სასე აღმოსავლისა : მთ( უარისა).
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დახვეწილი ოსტატობა, ნახატის სიფაქიზე, ღია ფერების გამაკონტრასტებელი დაპირისპირება, მოძრაობის სტილიზაცია, კომპოზიციის წყომის წესი ადასტურებს ქართული საერო მხატვრობის მყარ ეროვნულ ტრადიციას, რომლის განვითარებას და გაგრძელებას ჩვენ ვპოულობთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერთა ილუსტრაციებში, განსაკუთრებით ხელნაწერ N 5006, რომელიც დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში.
პოემის ტექსტის დამასურათებელი გვიანი მინიატურების გუმლოდგინე ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა უფრო ძველ პერიოდში შესრულებულ უწინდელ ორიგინალების განმეორებას.
ლიტერატურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინიატურების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა N 5006 ხელნაწერშია. იგი სულ ოთხმოცდაშვიდ მინიატურას შეიცავს. ამათგან ათი ცალკე ინახება. ამ ხელნაწერის ერთი მინიატურა (ფ.148) შესრულების ტექნიკის მიხედვით XVIII საუკუნეს ეკუთვნის. მინიატურები ტექსტისგან დამოუკიდებლად იყო შესრულებული, შემდეგ მათ კიდეებზე შემოაწებეს არშია- ტექსტიანი ფურცლების ფორმატისათვის შესახამებლად.მინიატურების შესრულების სტილისა და ტექნიკის ანალიზი გვაიძულებს ორ ძირითად ჯგუფად გავყოთ ისინი. პირველ ჯგუფს მიუკუთვნება პირველი ოცდაოთხი მინიატურა, რომლებიც მეტად ფაქიზად, გულმოდგინედ, დიდი ტექნიკური ოსტატობითაა შესრულებული. მეორე ჯგუფი ტექნიკურად ბევრად უფრო სუსტია, უფრო სუსტი მინიატურისტის მიერაა შესრულებული. ამ ხამ ხელნაწერს მინიატურების პირველი მკვლევარი დ.პ. გორდევი6 აღნიშნავს, რომ ,, პირველი ძირითადი ნაწილი სპარსელმა ოსტატმა დაასურათა... დასასრული კი მეორემ, უფრო სუსტმა, მაგრამ მაინც სპარსელ მინიატურისტთა ყაიდაზე მომუშავე ოსტატმა...’’ აღნიშნული წერილის ავტორი ახასიათებს შოთა რუსთაველის პორტრეტულ განსახიერებას 1646 წლის ხელნაწერში, იგი მას უძველესად მიაჩნია პოეტის ცნობილ სურათთა შორის.
რუსთაველის პოემის პარიზის ხელნაწერის მინიატურის შედარებით შესწავლას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იგი ამ თხზულების უძველესი ილუსტრაციაა ქართულ ხელოვნებაში. XIII- XIV საუკუნის ძველი ორიგინალია იგი, თუ ამ ორიგინალის განმეორება XVII საუკუნეში - ამისი თქმა მხოლოდ ორიგინალის ( და არა ფოტოსურათის) შესწავლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
რუსთაველის პოემის XVIIსაუკუნის არშიები ორ ტონადაა(ოქრო) მოხატული მცენარეული ორნამენტებით. ეს ხელნაწერი ოდესღაც ერეკლე მეფის ასულს, თეკლეს ეკუთვნოდა. შემდეგ კი მ.ს. ვორონცოვს ჩაუვარდა ხელში. მას ირანული სტილის თავხატულობა აქვს, სიუჟეტური კომპოზიციები არაა. როგორც ჩანს აქედან ამოჭრეს რუსთაველის პორტრეტიანი მინიატურა, რომელიც პარიზს იქნა გაგზავნილი თავად გაგარინთან. ამ უკანასკნელმა ფერადოვანი პირი გააკეთა და მინიატურის დაზიანებული ნაწილებიც აღადგინა, რის შესახებ დაწვრილებითი ცნობები განხილულია ნარკვევის სათანადო ნაწილში7.
წყარო;
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება],, ,, ვეფხისტყაოსნის'' დასურათება'' - გამომცემლობა ,, საბჭოთა საქართველო'' თბილისი - 1966წ.
1.კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია. ტ. II 1952. გვ. 1- 20
2.კ. კეკელიძე, ქართული ფეოდალური ლიტერატურის პერიოდიზაცია, თბილისი, 1933, გვ. 42.
3.ივ. ჯავახიშვილი,საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბილისი, თბილისი, 1907, გვ. 51-52.
4. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, თბილისი, 1906, გვ. 506.
5. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1961 წ., გვ 288-300. აკ. შანიძე , თარგმანებაი ქებისა ქებათაისა, პალეგრაფულიული ალბომი, თბილისი, 1924, გვ. 357.
7.რუსთაველის პოემის შესახებ ცალკე წერილია მომზადებული.