შინაარსზე გადასვლა

ვერსინიკიის ბრძოლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერსინიკიის ბრძოლა
ბიზანტიურ-ბულგარული ომების ნაწილი
Skylitzes_KrumsArmy
ვერსინიკიის ბრძოლკა
თარიღი 22 ივნისი 813 წელი
მდებარეობა ადრიანაპოლითან ახლოს
შედეგი ბულგარელთა გამარჯვება
მხარეები
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი, ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
კრუმი მიხეილ I რანგაბე
ძალები
6000-7000 ან 12 000 20 000-30 000
დანაკარგები
უცნობია 2000-3000
ვერსინიკიის ბრძოლა ვიკისაწყობში

ვერსინიკიის ბრძოლა (813 წლის 22 ივნისი) — ბულგარეთისა და ბიზანტიის იმპერიებს შორის დაპირისპირება, ქალაქ ადრიანაპოლისთან ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელებს, კრუმის მეთაურობით, ბიზანტიისაზე ორჯერ პატრა ჯარი ჰყავდათ, ისინი მაინც იმარჯვებდნენ, ამის შემდეგ ლეონ V სომეხმა, ჩამოაგდო ტახტიდან, ბიზანტიის იმპერატორი, მიხეილ I რანგაბე (811-813). ბრძოლაში გამარჯვებამ ძალიან დიდი შედეგეი მოუტანა ბულგარელებს, ამით გაიმყარეს პოზიციები ბალკანეთში, ნიკოფორე I-ის წინააღმდეგ გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ, მათ დე ფაქტო კონტროლი აიღეს მთელ აღმოსავლეთ თრაკიაზე (815 წლის ბიზანტია-ბულგარეთის ხელშეკრულებამდე), გარდა რამდენიმე ციხესიმაგრისა რომელსაც ბიზანტია აკონტროლებდა. ბულგარეთის ისტორიაში პირველად ბულაგრელებს გზა ხსნილი ჰქონდათ კონსტანტინოპოლამდე. კრუმი გარდაიცვალა მაშინ როდესაც ბიზანტიის დედაქალაქის ალყისთვის ემზადებოდა, 814 წლის 13 აპრილს.

811 წელს, ბიზანტიელების პლისკის ბრძოლში მარცხის შემდეგ, ბიზანტიელთა ჯარის მდგომარეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ნიკიფორეს ვაჟი და კანონიერი მემკვიდრე სტაურაკიოსი, რომელიც ბრძოლაში დაიჭრა, იმავე წლის შემოდგომაზე, სასახლეში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გადააყენეს. იმპერატორად გამოცხადდა მიხეილ I რანგაბე, კურაპალატი (სასახლის ზედამხედველი) ნიკიფორე I-ის მეფობის დროს.

ბულაგრეთმა, ნიკიფორეს ლაშქრობის დროს ძალიან დიდი მატერიალური ზარალი განიცადეს, მათ მოახდინეს რეორგანიზაცია მთლიანი ჯარისა და რესურსების მობილიზაცია, ამის გამო კი 1 წელი წინ ვერ წავიდნენ. ბულგარელები უმეტესად უტევდნენ თრაკიის ტერიტორიას და მდინარე სტრიმონის (სტრუმა) ხეობას. ბულგარელებმა მრავალი ხეობა დაიპყრეს და მოქალაქეები ჩრდილოეთით გადაასახლეს. ამ თავდასხმებმა ძალიან დიდი ქაოსი გამოიწვია და ზოგიერთი ქალაქი ბულგარელების მისვლამდე დაცარიელდა. მიხაელ I-მა ცადა წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ უშედეგო იყო- მან შეკრიბა ჯარი მაგრამ შეთქმულების გამო კონსტანტინოპოლში დაბრუნება მოუწია.

ამასობაში ბულგარელები აგრძელებდნენ თრაკიის დაპყრობას, მაგრამ 812 წლის შემოდგომაზე მათ მშვიდობა შესთავაზეს. ბულგარეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დობრომირი, თუმცა ბიზანტიის იმპერატორმა უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე „მისი ბოროტი მრჩევლების შესმინების გამო“. რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, იყო 716 წლის ბიზანტია-ბულგარეთის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ორივე მხარის ლტოლვილები ორმხრივად უნდა ჩაბარდნენ, თუ ისინი შეთქმულებას აპირებენ ხელისუფლების წინააღმდეგ“. ეს ნივთი მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიელებისთვის მე-8 საუკუნეში, რადგან მათი ყოფილი იმპერატორების ავტორიტეტი შესუსტდა და მე-8 საუკუნის შუა ხანებში ბულგარეთის კრიზისის შემდეგ, მათთვის მოუხერხებელი გახდა. უარის გამო ბულგარელებმა ალყა შემოარტყეს მესამბრიას (ნესებარი). მათ ჰქონდათ არაბი ემიგრანტების მიერ აშენებული საალყო იარაღი, ამიტომაც ქალაქი მალევე აიღეს, მათ იქ იპოვეს 36 სპილეძის სიფონი რაც გამოიყენბოდა ბერძნული ცეცხლის სასროლად და დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლი.

მიუხედავად მესემბრიის დაკარგვისა, ბიზანტიელები არ დათანხმდნენ დასახლებას. 812–813 წლების ზამთარში ხან კრუმმა დაიწყო ინტენსიური მზადება ბიზანტიის წინააღმდეგ თავდასხმისთვის, ხოლო მიხაელ I თავდაცვისთვის ემზადებოდა. 813 წლის თებერვალში ბულგარეთის ძალებმა რამდენიმე საგამოძიებო იერიში ჩაატარეს თრაკიაში, მაგრამ ბიზანტიელებთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ სწრაფად დაბრუნდნენ უკან. უკან დახევა ბიზანტიის იმპერატორმა „ღვთის განგებით“ გამარჯვებად მიიჩნია და კონტრშეტევაზე გადავიდა.

ბიზანტიელებმა კვლავ შეკრიბეს უზარმაზარი ჯარი, იმპერიის ყველა თემიდან, მათ შორის სირიის უღელტეხილის მცველები. არმიაში არეულობის გამო კამპანია გადაიდო, მაგრამ მაისში კონსტანტინოპოლი დატოვეს. გალაშქრება იყო ზეიმი და ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის იმპერატრიცა, თან ახლდა ჯარებს ქალაქის გალავნის გარეთ. მათ საჩუქრები გადასცეს სამხედრო მეთაურებს და მოუწოდეს იმპერატორის დაცვა და ქრისტიანებისთვის ბრძოლა.

ბიზანტიის ჯარი ჩრდილოეთისკენ დაიძრა, მაგრამ მესამბრიის დაბრუნება არც უცდიათ. 4 მაისს მზის დაბნელება მოხდა, ამან ჯარისკაცები შეაშინა და მათი მორალი დაქვეითდა. ჯარი დაბანაკდა ადრიანაპოლში და გაძარცვეს საკუთარი ქვეყანა. მაისში კი კრუმი მივიდა ადრიანაპოლში. ორივე არმია ადრიანაპოლის ჩრდილოეთით მდებარე ციხესიმაგრე ვერსიკინთან დაბანაკდა. იოანე სკილიცემ სინოფსის ისტორიკოსში თქვა, რომ ბიზანტიის ჯარი 10-ჯერ აღემატება ბულგარეთისას. ამიტომაც ბულაგრელებმა თავდაცვითი პოზიცია დაიკავეს. მიუხედავად მათი რიცხვითი, ლოჯისტიკური და სტრატეგიული უპირატესობისა, ბიზანტიის არმია არ დაუპირისპირდა მოწინააღმდეგეს. თრაკიაში ორივე არმია ზაფხულს ელოდა. საბოლოოდ, ბიზანტიელმა მეთაურებმა გადაწყვიტეს შეტევაზე გადასვლა. ზოგიერთ მათგანს სურდა თავდასხმა და 22 ივნისს მაკედონიის სტრატეგოსმა, სახელად იოანე აპლაკესმა, მიმართა მაიკლს და თქვა: "რამდენი ვაპირებთ ლოდინს და მოვკვდეთ? მე შევუტევ ჯერ ღვთის და შემდეგ შენი სახელით". მამაცად გამომყვები და გამარჯვება ჩვენი იქნება რადგან ჩვენ მათზე (ბულგარელებზე) ათჯერ მეტნი ვართ“.

ბრძოლა ხანმოკლე იყო: იმავე დღეს დილით ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს შეტევა, ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგი აპლასკეს მთაურობით შეეჯახა ბულგარელთა მარცხენა ფლანგს. ბიზანტიის მარცხენა ფლანგი და ცენტრი არ იბრძოდნენ ამიტომაც აპლაკესის რაზმი მარტო იბრძოდა. კრუმმა დაინახა ბიზანტიის მარცხენა ფლანგის და ცენტრის უმოქმედობა და უბრძანა სლავურ ქვეით ჯარს დახმარებოდა მარცხენა ფლანგს ხოლო, ბულგარელი ცხენოსანი მშვილდოსნები და მძიმე კავალერია თავს დაესხა აპლაკეს ორივე მხრიდან. ჯერ ანატოლიელებმა დაიხიეს უკან შემდეგ კი დანარჩენმა ნაწილმა. აპლაკესმა უკან არ დაიხია და თავის ჯარისკაცებთან ერთად დაიღუპა ბრძოლაში. როდესაც ბულგარელებმა დაინახეს რომ მტერი კარგი პოზიციიდან უკან იხევდა იეჭვეს რომ ეს ხაფანგი იყო. ისინი არც იმას ელოდნენ რომ გაიმარჯვებდნენ და არ დაედევნენ. მაგრამ როდესაც ბულგარელები დარწმუნდნენ, რომ მტერი გაქცეული იყო, მათი მძიმე კავალერია ბიზანტიელებისკენ დაიძრა. ბევრი ჯარისკაცი ციხესამგრეებში იმალებოდნენ რაც მოგვიანებით დაიპყრეს, ხოლო დანარჩენებმა კონსტანტინოპოლს შეაფარს თავი. ბიზანტიის არმიის მთავარსარდლებმა, იმპერატორმა მიხაელ I რანგაბემ და ლეონ სომეხმა, პირველებმა დაიხიეს უკან. ბულგარელებმა აიღეს მტრის ბანაკი და დიდძალი სიმდიდრე იგდეს ხელთ.

  • Theophanes the Confessor, Chronicle, Ed. Carl de Boor, Leipzig.
  • Theophanes Continuatus, Chronographia, in Patrologia Graeca vol. 109, ed. J. P. Migne, Paris 1863.
  • Josephus Genesius, Vasiliai (Historia de Rebus Constantinopolitanis), in Patrologia Graeca vol. 109, ed. J.P. Migne, Paris 1863. This work is also known as Reges.
  • John Skylitzes], Synopsis Historion, translated by Paul Stephenson.
  • Васил Н. Златарски (Vasil N. Zlatarski), История на българската държава през средните векове, Част I, II изд., Наука и изкуство, София 1970.
  • Атанас Пейчев и колектив, 1300 години на стража, Военно издателство, София 1984.
  • Йордан Андреев, Милчо Лалков, Българските ханове и царе, Велико Търново, 1996.
  • Θεόδωρος Κορρές, Λέων Ε' ο Αρμένιος και η εποχή του – Μια κρίσιμη δεκαετία για το Βυζάντιο (811–820), εκδ. Βάνιας, Θεσσαλονίκη 1996.
  • John Haldon, The Byzantine Wars, Tempus, 2001. ISBN 0-7524-1795-9.
  • Hupchick, Dennis (2017). The Bulgarian-Byzantine Wars For Early Medieval Balkan Hegemony: Silver-Lined Skulls and Blinded Armies. Wilkes-Barre, Pennsylvania: Palgrave Macmillan. 
  • Sophoulis, Panos (2012). Byzantium and Bulgaria, 775-831. Leiden, The Netherlands: Brill. ISBN 978-90-04-20695-3. 
  • Warren Treadgold, A history of the Byzantine State and Society, Stanford University Press 1997, ISBN 0-8047-2630-2.
  • Battle of Versinikia