სტრუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტრუმა
Struma.jpg
სტრუმა
ქვეყნები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ქალაქები კიუსტენდილი
ბლაგოევგრადი
სერე
სათავე ვიტოშის მასივი
42°33′32″ ჩ. გ. 16°54′05″ ა. გ. / 42.559028° ჩ. გ. 16.90139° ა. გ. / 42.559028; 16.90139
სათავის მდებარეობა ბულგარეთი
შესართავი ეგეოსის ზღვა
40°47′09″ ჩ. გ. 23°50′56″ ა. გ. / 40.78583° ჩ. გ. 23.84889° ა. გ. / 40.78583; 23.84889
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
სიგრძე 415 კმ
აუზის ფართობი 17,300 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 80 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 500 მ³/წმ
სტრუმა (საბერძნეთი)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

სტრუმა (ბულგ. Струма; ბერძნ. Στρυμόνας, სტრიმონი) — მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი 17,300 კმ². მდინარის 290 კმ მონაკვეთი ბულგარეთის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ვიტოშის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ერთვის ეგეოსის ზღვის სტრიმონის ყურეს. წყალუხვია თებერვალ-ივნისში, წყალმცირეა აგვისტო-სექტემბერში. წყლის საშუალო ხარჯი ბულგარეთის საზღვართან ახლოს 80 მ/წმ³. მაქსიმალური დაახლოებით 500 მ/წმ³.

იყენებენ სარწყავად. სტრუმის ხეობაშია ქალაქები: კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. ბულგარეთის ფარგლებში სტრუმაზე მდებარეობს სტუდენის წყალსაცავი.[1]

ძველი ბერძნული ქალაქი ამფიპოლისი წარმოქმნილი იყო სტრუმის შესართავის ადგილას. ძვ. წ. 480 წელს როდესაც ქსერქსე I-მა საბერძნეთში შეჭრა განახორციელა გადალახა მდინარე სტრიმონი (სტრუმა). ქსერქსე I-მა მდინარის ღმერთს მსხვერპლად შესწირა ცხრა ვაჟიშვილი და ცხრა ქალიშვილი.[2] ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 479 წელს გაანადგურა ქსერქსეს არმია ენეა ოდოისთან ახლოს.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სახელწოდება სტრიმონი იყო ჰიდრონიმი, რომელიც ეფუძნებოდა მითურ თრაკიის მეფეს, რომელიც მდინარეში დაიხრჩო.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]