შინაარსზე გადასვლა

ვენერას დაბადება (ბოტიჩელი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვენერას დაბადება (მრავალმნიშვნელოვანი).
ვენერას დაბადება
იტალ. Nascita di Venere
ავტორი სანდრო ბოტიჩელი
წელი 1482—1486 წწ.
კატალოგი 18, 4, 72, B46, 56 და 42
ტიპი ტილო, ტემპერა
სიმაღლე 172,5
სიგანე 278,5
ქალაქი ფლორენცია
მუზეუმი უფიცი

„ვენერას დაბადება“ (იტალ. Nascita di Venere) — იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარი. ტილო რენესანსის ეპაქაში იყო დაწერილი და დღეს ფლორენციაში ინახება.

მასზე ასახულია ვენერას (ბერძ. აფროდიტე) დაბადება. ჰესიოდეს თანახმად ის ზღვის ქაფიდან იშვა კუნძულ კვიპროსზე. თვით ქალღმერთი დგას ნიჟარაში, რაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებს. მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთ ზეფიროსს (დასავლეთის ქარს), რომელიც თავის მეუღლესთან ქლორიდასთან ერთად ნიჟარას უბერავს. მარჯვენა ფლანგზე ვენერას ერთ-ერთი გრაცია ხვდება.