ზეფიროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეფიროსი

ზეფიროსი (ძვ. ბერძნ. Ζεφυρος, ძეფოს — „ბნელი“) — დასავლეთის ქარისა და გაზაფხულის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, ბერძენთა გაგებით კი ქარიშხალი; ნიავქარი, ეოსის ძე. ერთ-ერთი ოთხი ქარის ღვთაებიდან. ბორეასის, ევროსის და ნოტოსის (ქარის ღმერთები) ძმა, ქლორას ქმარი. მათ ეყოლათ ნაყოფის ღმერთი, კარპოსი, ჰარპია პოდარგემ კი მისგან შვა შმაგი ცხენები. აპოლონისადმი ეჭვიანობით მოკლა ჭაბუკი იაკინთე. როგორც ქარი, იწყება გაზაფხულზე, როცა მეზღვაურები გადიან ზღვაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983, გვ. 192