შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ მახალდიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ მახალდიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები ბრიგადირის ქუჩა, შერმადინ ასკურავას ქუჩა

ვახტანგ მახალდიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); რკინიგზის ქუჩიდან ოთარ ღუდუშაურის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბრიგადირის ქუჩა, ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 1961 წელს — შერმადინ ასკურავას, ხოლო 1997 წელს ვახტანგ მახალდიანის სახელი ეწოდა.