ვასილ ქურდოვანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ ქურდოვანიძე
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1908(1908-09-01)
დაბ. ადგილი ქარელი
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი, 1982(1982-11-09) (74 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ექიმი, ქირურგი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ჯილდოები სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

ვასილ ქურდოვანიძე (დ. 1 სექტემბერი, 1908, ქარელი — გ. 9 ნოემბერი, 1982) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959). საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1941-1948 წლებში დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1958-1980 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრას, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის კონსულტანტი, შეისწავლა მსხვილი ნაწლავისა და შუასაყრის ორგანოების ქირურგიული ანატომიის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიური და ქირურგიული მკურნალობის საკითხები, გულის ვასკულარიზაცია და სხვა. დაჯილდოებული იყო სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]