ვარტერეს სამურგაშევი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1979 (45 წლის) |
დაბ. ადგილი | დონის როსტოვი, რუსეთი |
სიმაღლე | 172 სმ სმ |
წონა | 74 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ, სომხეთი და რუსეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | ბერძნულ რომაული |
კლუბი | SKA როსტოვი |
მწვრთნელი | სურენ კაზარიანი |
ჯილდოები | საპატიო ორდენი და მეგობრობის ორდენი |
ვარტერეს სამურგაშევი (სომხ. Վարդերես Սամուրղաշև, რუს. Вартерес Вартересович Самургашев; დ. 13 სექტემბერი, 1979, დონის როსტოვი, რუსეთი) — სომეხი-რუსი ბერძნულ-რომეული სტილით მოჭიდავე. არის ორგზის ევროპის, ორგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. მინიჭებული აქვს რუსეთის დასმსახურებული სპორტის ოსტატის წოდება. სამურგაშევი პროფესიით იურისტია. აგრეთვე არის როსტოვის ოლქის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ფიცე-პრეზიდენტი.[1] სამურგაშევი არის რუსეთისა და სომხეთის საპატიო მოქალაქე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამურგაშევი დაიბადა 1979 წლის 13 სექტემბერს დონის როსტოვში, სომხურ ოჯახში. დედამისი იმ როსტოვის ხელბურთის ნაკრების წევრი იყო, რომელმაც რუსეთის ეროვნული ჩემპიონატები მოიგო. მან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვარჯიში 7 წლის ასაკში, სურენ კაზარიანის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო. 90-იანი წველის დასრულებისას იგი იყო რუსეთის ახალგაზრდული ეროვნული გუნდის წევრი. 1998 წელს გახდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის, ხოლო 1999 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. 1998 წელს მოიგო რუსეთის ექვსი უმაღლესი ჩემპიონატი და შემდეგ ასპარეზობა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო.[2]
მოსკოვში გამართულ 2000 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ასპარეზობდა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (სიდნეი). ოლიმპიური ტურნირის მსვლელობისას სამურგაშევმა დაამარცხა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ვლოდზიმეშ ზავაცკი (პოლონეთი), მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სერეფ ეროღლუ (თურქეთი), მსოფლიო თასის გამარჯვებული კევინ ბრაკენი (აშშ) და ევროპის ორგზის ჩემპიონი აკაკი ჩაჩუა (საქართველო). ფინალში მან დაამარცხა მოქმედი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ხუან მარენი (კუბა) და 20 წლის ასაკში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარტერესს ჰყავს უფროსი ძმა, რაფაელ სამურგაშევი (დაბადებული 1963), რომელიც 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სომეხთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების წევრი იყო და ამჟამად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ვარტერესი დაქორწინდა 2009 წელს. ჰყავს სამი შვილი: ალბერტი (დაბადებული 2009), ტყუპები სიმონი და სურენი (2011) და რაფაელი (2014).[3] მას ასევე ჰყავს დისშვილი, სახელად ტატიანა სამურგაშევი, რომელიც ჩოგბურთს თამაშობს „IMG აკადემიაში“, ბრადენტონში.[4]
2001 წელს მან დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი, ხოლო 2005 წელს კუბანის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის აკადემია.[5] [2]
2012 წლის სექტემბერში სამურგაშევს მიენიჭა სომხეთის სპორტის სამინისტროს ოქროს მედალი.[6] 2012 წლის 27 დეკემბერს, სამურგაშევმა მიიღო სომხეთის მოქალაქეობა და გახდა ორმაგი მოქალაქე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბრძანებულებით. ვარატეს სამურგაშევმა თქვა, რომ სომხეთის მოქალაქეობის მიღება მისი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო.
2014 წელს მას მიენიჭა "ქალაქ დონის როსტოვის საპატიო მოქალაქის" წოდება.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- databaseOlympics.com
- Sports-Reference.com დაარქივებული 2020-04-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Вартерес Самургашев назначен вице-президентом Федерации спортивной борьбы России ru. Rusarminfo.ru (18 November 2016). ციტირების თარიღი: 19 November 2016.
- ↑ 2.0 2.1 SAMURGASHEV Varteres Samourgachev. persona.rin.ru. ციტირების თარიღი: 18 October 2012.
- ↑ Олимпийский чемпион Вартерес Самургашев стал отцом в четвертый раз ru. championat-rostov.ru (9 December 2014).
- ↑ Monument to the grappler. memorysensory.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2014. ციტირების თარიღი: 16 February 2013.
- ↑ Профиль на сайте Законодательного собрания Ростовской области ru. zsro.ru. ციტირების თარიღი: 18 October 2012.
- ↑ Վարդերես Սամուրղաշևը պարգևատրվել է ՀՀ սպորտի և երիտասարդության նախարարության ոսկե մեդալով hy. PanARMENIAN.Net (19 September 2012). ციტირების თარიღი: 19 September 2012.
- ↑ Вартерес Самургашев стал почетным гражданином Ростова-на-Дону ru. rsue.ru (2 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 2 September 2014.