რაფაელ სამურგაშევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რაფაელ სამურგაშევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1963 (1963-07-28) (57 წლის)
დაბ. ადგილი დონის როსტოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 183 სმ სმ
წონა 112 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა აშშ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ რომაული
კლუბი KSV ალენი
მწვრთნელი სურენ კაზარიანი
ვლადიმირ სტაშკევიჩი
ჯილდოები Honoured Coach of Russia

რაფაელ სამურგაშევი (სომხ. Ռաֆաէլ Սամուրգաշև; დ. 28 ივლისი, 1963, დონის როსტოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. აგრეთვე ასპარეზობდა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის კაცთა 97 კილოგრამ დივიზიონში.[1]

თორმეტი წლის ასაკში იგი ჩარიცხული იყო რუსეთის ეროვნულ ნაკრებში და არაერთხელ იცავდა ქვეყნის ღირსებას სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში. სამურგაშევი არის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ერთგზის, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული 90+ კგ კატეგორიაში. ასევე ის იყო ოლიმპიური ოქროს მედლის გამარჯვებული რუსი მოჭიდავეების მწვრთნელი. 1997 წლიდან 2008 წლამდე რაფაელ სამურგაშევი ხელმძღვანელობდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციას როსტოვის რეგიონში, ხოლო 2009 წლიდან 2013 წლამდე - ჭიდაობის ფედერაციას ამავე რეგიონში (ბოლოს ნახსენები ფედერაცია აერთიანებდა სპორტის ორ სახეობას: ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობას).

რაფაელ სამურგაშევ ვასტეროვიჩისა და მისი ფედერაციის თანამშრომლების მთავარი მიზნებს წარმოადგენდა: მეტი ბავშვისა და მოზარდის ჯანსაღი წესისაკენ მიზიდვა, მოზარდებში დანაშაულების პრევენცია და რუსეთისა და როსტოვის რიონის ეროვნულ ნაკრებებში სპორტული რეზერვების მომზადება.

პირადი ჩართულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამურგაშევ რაფაელ ვარტრეეზოვიჩმა წარმატებით გამოიყენა როსტოვის რეგიონში ახალგაზრდული სპორტის განვითარების იდეა. მთლიან დონის როსტოვის რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებს ჭიდაობის სკოლები. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფილიალები შემდეგ ქალაქებსა და სოფლად არის გახსნილი: აზოვი, აქსაი, ბათაისკი, ვოლგოდონსკი, სალსკი, ტაგანროკი, მასნიკოვსკი, ნეკლინოვსკი პროლეტარული და სალოს ტერიტორიები.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რაფაელ სამურგაშევი კომბინირებული სტილის საერთაშორისო ფედერაციამ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

რაფაელ სამურგაშევი არის საზოგადოებრივი გაერთიანებების ინტერრეგიონალური ასოციაციის ჭიდაობის სამხრეთ ფედერალური ოლქის პრეზიდენტი და როსტოვის რეგიონში ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.

იგი არის რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. მისი ძმა, ვარტერეზ სამურგაშევი არის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი.[2]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფაელ სამურგაშევის მიღწევებს შორისაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა. მას აქვს მიღებული: რუსეთის პატივსაცემი მწვრთნელის (1995), რუსეთის ფიზიკური კულტურის დამსახურებული მოღვაწისა (2002) და საერთაშორისო სპორტის მასტერების წოდებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia at the 2000 Sydney Summer Games. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 21 February 2013.
  2. Monument to the grappler. memorysensory.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2014. ციტირების თარიღი: 21 February 2013.