შინაარსზე გადასვლა

ვართან აჯემიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვართან აჯემიანი

სომხეთის საფოსტო მარკა აჯემიანის გამოსახულებით
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1905
ვანი, ვანის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 1977 (71 წლის)
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი
მეუღლე(ები) არუს ასრიანი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1965)

ვართან მკრტიჩის ძე აჯემიანი (დ. 28 სექტემბერი [ძვ. სტ. 15 სექტემბერი], 1905 — გ. 24 იანვარი, 1977, ერევანი) — სომეხი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1965). სოციალისტური შრომის გმირი (1975). მესამე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).

1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში. იყო ლენინაკანის თეატრის (1928, ამჟამად ა. მრავიანის სახელობის თეატრი) ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1928–1938, 1943–1947), 1939 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის თეატრის რეჟისორი, 1953 წლიდან — მთავარი რეჟისორი. ამ თეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლები: შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“ (1939) და „ქაოსი“ (1959), დემირჭიანის „მშობლიური ქვეყანა“ (1940), „ახალგაზრდა გვარდია“ - ფადეევის მიხედვით (1947) და სხვა. 1944 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]