ვარზაზათი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ვარზაზათი არაბ. ورزازات | |
ქვეყანა | მაროკო |
რეგიონი | სუს-მასა-დრაა |
კოორდინატები | 30°55′00″ ჩ. გ. 6°55′00″ დ. გ. / 30.91667° ჩ. გ. 6.91667° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1151±1 მეტრი |
კლიმატის ტიპი | ტროპიკული |
მოსახლეობა | 38 000 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 |
საფოსტო ინდექსი | 45000 |
ვარზაზათი (არაბ. ورزازات) — ქალაქი მაროკოში, სუს-მასა-დრაას რეგიონში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა დაახლოებით 38 ათასი ადამიანია.
ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ბერბერული ფრაზიდან „ხმაურის გარეშე“.
ქალაქი ატლასის მთებთან და მდინარე დრასთან ახლოს მდებარეობს. მაროკოს მთავარი ტურისტული ადგილია.
ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოსტუდია - Atlas Studios მდებარეობს.
2016 წელს, ქალაქ უარზაზატთან ახლოს, მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ გახსნა მზის სადგური, რომელიც მომავალში მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება და მისი სიმძლავრე 580 მეგავატს შეადგენს[1][2].