ვალკირიები (ძვ. ისლანდიური valkyrjas — „მოკლულთა ამომრჩევები“) — სკანდინავიურ მითოლოგიაში მეომარი ქალწულები. ემორჩილებოდნენ ოდინს და ბრძოლის დროს ანაწილებდნენ (არიგებდნენ) გამარჯვებასა და სიკვდილს. ქსოვდნენ ქსოვილს ადამიანის ნაწლავებისგან და თან ავისმომასწავებელ სიმღერას მღეროდნენ; დაღუპულ ვაჟკაცებს მიჰყვებოდნენ ვალჰალაში, სადაც ნადიმის დროს ემსახურებოდნენ.
ადამიანის დაბადებისას მათი ბედის განმსაზღვრელ ნორმებთან ერთად წარმოადგენდნენ ღვთაებათა დაბალ კატეგორიებს.