შინაარსზე გადასვლა

ვაკანაის პორტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაკანაის პორტი
ადგილმდებარეობა
ქვეყანა იაპონია
ადგილმდებარეობა ვაკანაი, ჰოკაიდო
კოორდინატები 45°24′55″N 141°40′59″E / 45.415156° ჩ. გ. 141.682957° ა. გ. / 45.415156; 141.682957
ინფორმაცია
გაიხსნა 1948
ნავსაყუდელის ტიპი საზღვაო პორტი
ტერიტორიის ფართობი 1 800 ჰექტარი
ნავმისადგომები 5
სტატისტიკა
ხომალდის ჩამოსვლა 6 260
ყოველწლიური ტვირთის ტონაჟი 1 577 538
მგზავრთბრუნვა 333 716

ვაკანაის პორტი (იაპონ. 稚内港) ― მთავარი პორტი ვაკანაის მუნიციპალიტეტში, ჰოკაიდოს პრეფექტურაში, იაპონიაში. პორტიდან 62.81 კმ-ით ჩრდილოეთით სახალინი მდებარეობს. ვაკანაიდან რასინის, რებუნისა და სახალინის კუნძულებამდე ბორნები მოძრაობენ. პორტი ჩრდილოეთ ჰოკაიდოს მკვიდრთათვის სამრეწველო მასალებისა და აუცილებელი ნივთების გავრცელების ცენტრია. პორტი სანაპირო და არასანაპირო ზონების თევზჭერის ცენტრია და დიდ როლს თამაშობს სახალინი-III-ის პროექტში.[1] 2007 წელს პორტი მინატოს ოაზისად (იაპონ. みなとオアシス) იყო რეგისტრირებული და იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრო Minato Oasis Wakkanai-დ (იაპონ. みなとオアシスわっかない) მოიხსენიებდა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Sakhalin-I. Wakkanai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 27 July 2017.
  2. Minato Oasis Wakkanai. Hokkaido Development Agency. ციტირების თარიღი: 27 July 2017.
  3. みなとオアシス「わっかない」. Wakkanai. ციტირების თარიღი: 27 July 2017.