ეტიგოს ქედი
იერსახე
ეტიგოს ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 36°56′ ჩ. გ. 138°58′ ა. გ. / 36.933° ჩ. გ. 138.967° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
უმაღლესი წერტილი | ნაკანოდაკე |
სიმაღლე | 2085 მ |
ეტიგოს ქედი (იაპონ. 越後山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მაქსიმალური სიმაღლე 2085 მ (მთა ნაკანოდაკე).[1] სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ეტიგოს ვაკე. დანაწევრებულია მდინარეთა ღრმა ხეობებით. აგებულია გრანიტებითა და დიორიტებით. ქედზე გადადის როკუძიურიგოს უღელტეხილი (863 მ), რომელიც აკავშირებს ნიიგატისა და ფუკუსიმის პრეფექტურებს. ფართო გაგებით ეტიგოს ქედი ასაჰის, იიდეს, მიკუნისა და ტაიასუაკუს ქედების კრებითი სახელწოდებაა. 1000 მ-მდე ჭარბობს ფაროფოთლოვანი ტყე, ზემოთ წიწვოვანია; მწვერვალებზე ბუჩქნარისა და ვერანის რაყებია. დიდი ნაწილი სამთო ტურისტული ზონაა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Echigo Mountains | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp