ეტიგოს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეტიგოს ქედი
კოორდინატები: 36°56′ ჩ. გ. 138°58′ ა. გ. / 36.933° ჩ. გ. 138.967° ა. გ. / 36.933; 138.967
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი ნაკანოდაკე
სიმაღლე 2085 
ეტიგოს ქედი — იაპონია
ეტიგოს ქედი

ეტიგოს ქედი (იაპონ. 越後山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მაქსიმალური სიმაღლე 2085 მ (მთა ნაკანოდაკე).[1] სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ეტიგოს ვაკე. დანაწევრებულია მდინარეთა ღრმა ხეობებით. აგებულია გრანიტებითა და დიორიტებით. ქედზე გადადის როკუძიურიგოს უღელტეხილი (863 მ), რომელიც აკავშირებს ნიიგატისა და ფუკუსიმის პრეფექტურებს. ფართო გაგებით ეტიგოს ქედი ასაჰის, იიდეს, მიკუნისა და ტაიასუაკუს ქედების კრებითი სახელწოდებაა. 1000 მ-მდე ჭარბობს ფაროფოთლოვანი ტყე, ზემოთ წიწვოვანია; მწვერვალებზე ბუჩქნარისა და ვერანის რაყებია. დიდი ნაწილი სამთო ტურისტული ზონაა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]