ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2009-2010 — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 79-ე გათამაშება. სეზონი დაიწყო 2009 წლის 29 აგვისტოს და დასრულდა 2010 წლის 16 მაისს. რიგით 20-ედ ჩემპიონობა მოიპოვა „ბარსელონამ“ რომელსაც სამი ქულით ჩამორჩა მადრიდის „რეალი“. [1] ჩემპიონატიდან გავარდნენ „ვალიადოლიდი“, „ტენერიფე“ და „ხერეზი“.