ერნსტ ჰაინკელი
იერსახე
ჰაინკელი, ერნსტ (გერმ. Ernst Heinkel; დ. 24 იანვარი, 1888, გრუნდბახი, (ვიურტემბერგი) — გ. 30 იანვარი, 1958, შტუტგარტი) — გერმანელი ავიაკონსტრუქტორი.
1911 წელს დაამთავრა უმაღლესი ტექნიკური სკოლა შტუტგარტში. 1913–1922 წლებში მუშაობდა თვითმფრინავთსაშენი ფირმების მთავარ კონსტრუქტორად. I მსოფლიო ომის (1914–1918) პერიოდში შექმნა 30-ზე მეტი ტიპის თვითმფრინავი. 1922 ვარნემიუმდეში (გერმანია) დააარსა თვითმფრინავთსაშენი ფირმა, რომელიც 1945-მდე არსებობდა. ფირმა უშვებდა 100-ზე მეტი ტიპის თვითმფრინავს. 1939 წელს ააგო პირველი საცდელი რეაქტიული თვითმფრინავები He-176 და He-178. ჰაინკელის მიერ აგებულ ორძრავიან ბომბდამშენებს He-111 ფართოდ იყენებდნენ II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს. 1950 წლიდან ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთსაშენ ფირმას შტუტგარტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 591.
- Lutz Warsitz: THE FIRST JET PILOT - The Story of German Test Pilot Erich Warsitz, Pen and Sword Books Ltd., England, 2009, ISBN 978-1-84415-818-8, English Edition დაარქივებული 2013-12-02 საიტზე Wayback Machine.