შინაარსზე გადასვლა

ერზრუმის ეიალეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერზრუმის ეიალეთი 1609 წელს

ერზრუმის ეიალეთი (ოსმ. ایالت ارضروم; Eyālet-i Erżurūm)[1]ოსმალეთის იმპერიის ეიალეთი. არსებობდა 1533-1867 წლებში.

XVII საუკუნეში 12 სანჯაყად იყოფოდა. ერზრუმის ეიალეთში გაერთიანებული იყო ზოგი ქართული რაიონი, კერძოდ ისპირის (სპერის), თურთუმის (თორთომის), მამარის (იგივე ნარმანის, ნემარევანის) და ფასინლერის (ფასინის, ბასიანის) სანჯაყები [2].

ერზრუმის ეიალეთში ცალკე იყო ერზრუმის სანჯაყი, სადაც იმყოფებოდა ფაშის რეზიდენცია. XIX საუკუნის დასაწყისში ამ ეიალეთში სანჯაყთა რაოდენობა განახევრებულია და ექვსს შეადგენს. აქ ქართულს მიმსგავსებული სახელწოდებები არ გვაქვს, ისინი აქვე სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებშია გათქვეფილი, თუმცა დამატებულია გუმუშჰანეს სანჯაყი, ისტორიული ჭანეთის ქვეყანა[2].