ენტერობიუსი
იერსახე
ენტერობიუსი, ადამიანის მახვილა (ლათ. Enterobius vermicularis) — მრგვალი ჭია Oxyurata-ს ქვერიგისა. დედალი ენტერობიუსის სიგრძეა 9-12 მმ, მამლისა — 2-5 მმ. დედალს სხეულის ბოლო წაწვეტებული აქვს, მამალს — ბლაგვი და ძლიერ მოხრილი. ენტერობიუსი პარაზიტობს ადამიანის მსხვილ და წვრილ ნაწლავში. დედალი ენტერობიუსი ნაწლავის უკანა ხვრელთან დებს 12000-მდე კვერცხს. ხელებიდან, ფრჩილებიდან, თეთრეულიდან და ტანსაცმლიდან ჭიის კვერცხი შეიძლება ადამიანის პირის ღრუში მოხვდეს და დაახნებოვნოს. ენტერობიუსით დაავადებულ ადამიანს აწუხებს ქავილი, უძილობა, მეხსირებისა და შრომის უნარის დაქვეითება, ნერვული სისტემის მოშლა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 160.