შინაარსზე გადასვლა

ენტერობიუსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენტერობიუსი, ადამიანის მახვილა (ლათ. Enterobius vermicularis) — მრგვალი ჭია Oxyurata-ს ქვერიგისა. დედალი ენტერობიუსის სიგრძეა 9-12 მმ, მამლისა — 2-5 მმ. დედალს სხეულის ბოლო წაწვეტებული აქვს, მამალს — ბლაგვი და ძლიერ მოხრილი. ენტერობიუსი პარაზიტობს ადამიანის მსხვილ და წვრილ ნაწლავში. დედალი ენტერობიუსი ნაწლავის უკანა ხვრელთან დებს 12000-მდე კვერცხს. ხელებიდან, ფრჩილებიდან, თეთრეულიდან და ტანსაცმლიდან ჭიის კვერცხი შეიძლება ადამიანის პირის ღრუში მოხვდეს და დაახნებოვნოს. ენტერობიუსით დაავადებულ ადამიანს აწუხებს ქავილი, უძილობა, მეხსირებისა და შრომის უნარის დაქვეითება, ნერვული სისტემის მოშლა.