შინაარსზე გადასვლა

ენრიკე პენია ნიეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენრიკე პენია ნიეტო
ენრიკე პენია ნიეტო
მექსიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2012 – 30 ნოემბერი, 2018
წინამორბედიფელიპე კალდერონი
მემკვიდრეანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი

დაბადებული20 ივლისი 1966
ატლაკომულკო, მექსიკა
პოლიტიკური პარტიაინსტიუციურ-რევოლუციური პარტია
მეუღლემონიკა პრეტენილი საენსი (1993–2007);
ანხელიკა რივერა (2010–2019)

ენრიკე პენია ნიეტო (ესპ. Enrique Peña Nieto; დ. 20 ივლისი, 1966.) — მექსიკელი პოლიტიკოსი, მექსიკის პრეზიდენტი 2012-2018 წლებში. 2005-2011 წლებში იგი მეხიკოს შტატის გუბერნატორი იყო. 2011 წლის 19 სექტემბერს მან საკუთარი კანდიდატურა მექსიკის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა[1] და ფორმალურად 2011 წლის 27 ნოემბერს დარეგისტრირდა როგორც კანდიდატი. 2 ივლისს, ნიეტომ თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, მის მიერ დაგროვილი ხმები 37—38% იყო.[2] მოქმედმა პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა მას გამარჯვება მიულოცა.[3]

პენია ნიეტო მეხიკოს შტატის ქალაქ ატლაკომულკოში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი პანამერიკულ უნივერსიტეტში (Universidad Panamericana) მიიღო, ბიზნესის მაგისტრის კი EGADE Business School-ში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Mexico's 2012 Presidential Favorite Announces Candidacy“. Fox News. 21 September 2011.
  2. Instituto Federal Electoral: Elecciones 2012. Grupo Reforma. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: July 2, 2012.
  3. Enrique Méndez y Rosa Elvira Vargas. (July 7, 2012) Peña Nieto: alentaré la reconciliación y no habrá pacto ni tregua con el crimen Spanish. La Jornada. ციტირების თარიღი: July 2, 2012.