ეკლესია ძუძუხატი
იერსახე
ეკლესია ძუძუხატი — არქიტექტურული ძეგლი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის სამხრეთით 4 კმ-ზე, პარატისისა და ქვათახევის გზის გასაყართან, მთის ტყიან ფერდობზე. სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7X5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. არ აქვს გადახურვა, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, შიდა სივრცე ქვაყრილითა და მცენარეულობითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევაროვალური აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. საკურთხეველში ორი ნიშია. ისინი გადახურულია ერთ ქვაში ამოკვეთილი შეისრული თაღით. შემორჩენილია მინაშენის კვალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 212.