ევროპის გეოგრაფიული ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის გეოგრაფიული ასოციაცია
აბრევიატურა EGEA
შეიქმნა 1988 წელი
ტიპი ორგანიზაცია
კავშირები European Youth Forum[1]

ევროპის გეოგრაფიული ასოციაცია (ინგლ. European Geography Association; EGEA) — გეოგრაფთა გაერთიანება. დაარსდა 1988 წელს. აერთიანებს სტუდენტ-გეოგრაფებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს. ძირითადი საკომუნიკაციო პლატფორმაა ასოციაციის ოფიციალური საიტი. ევროპის გეოგრაფიულ ასოციაციას საფუძველი ჩაუყარეს ვარშავის, ბარსელონის, ვენისა და უტრეხტის უნივერსიტეტების სტუდენტებმა 1987 წელს. შექმნის ძირითადი მიზანი იყო გეოგრაფიული ცოდნის გავრცელება ევროპის ქვეყნებს შორის. ერთი წლის შემდეგ, კერძოდ, 1988 წელს ჩამოყალიბდა ოფიციალური სახით, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში. ხორციელდება რამდენიმე ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებსაც საკუთრივ ევროპის გეოგრაფიული ასოციაციის წევრები აწყობენ. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ უტრეხტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://tools.youthforum.org/memberorganisations/