შინაარსზე გადასვლა

ევგენი როიზმანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი როიზმანი

ევგენი როიზმანი (რუს. Евге́ний Вади́мович Ро́йзман; დ. 14 სექტემბერი, 1962, სვერდლოვსკი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი. ეკატერინბურგის საქალაქო დუმას თავმჯდომარე 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 25 მაისამდე.[1][2][3][4][5] 2003-2007 წლებში იყო ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას IV მოწვევის დეპუტატი.

აქტიური მებრძოლი ნარკოვაჭრობასთან, ფონდ „ქალაქი ნარკოტიკების გარეშე“ დამაარსებელი, პოეტი და მეწარმე. რუსეთის მხატვართა აკადემიის საპატიო წევრი; რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი. დაკავებულია წიგნების გამომცემლობით, ხატებისა და ნახატების შეგროვებით; აქვს სპორტის ოსტატის წოდება.

ეკატერინბურგის მერის არჩევნები (2013)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 19 ივლისს როიზმანი, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ[6][7] დათანხმდა და გახდა „სამოქალაქო პლატფორმის“ ადგილობრივი განყოფილების კანდიდატი ეკატერინბურგის მერის არჩევნებზე.[8] იმავე დღეს მან შეიტანა დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც 28 ივლისს იგი კანდიდატად დაარეგისტრირა. 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის თანახმად, ეკატერინბურგის მერობის კანდიდატთა შორის როიზმანს ყველაზე მარალი რეიტინგი, 26,5% ჰქონდა.[9] წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში როიზმანის წინააღმდეგ მიდიოდა შავი პიარი როგორც რეგიონალურ, ისეევე ფედერალურ დონეზე (მაგალითად, მის წინააღმდეგ გამოვიდა გადაცემა „ჭეშმარიტების მომენტის“ წამყვანი ანდრეი კარაულოვი).[10] თუმცა, 2013 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, როიზმანის წინააღმდეგ წარმართული კამპანია მხოლოდ ამომრჩეველთა 44 პროცენტამდე მივიდა;[10] მათგან 74-მა პროცენტმა ჩათვალა, რომ მიღებული ინფორმაცია სანდო არ იყო.[10] საბოლოო ჯამში, ნეგატიურმა პიარ-კამპანიამ როიზმანის მხარდაჭერა მხოლოდ გაზარდა.[10]

მერის არჩევნებზე როიზმანმა ხმების 33,3% მიიღო.[1][2][3][4] 2013 წლის 24 სექტემბერს ეატერინბურგის საქალაქო დუმამ იგი მერის თანამდებობაზე დაამტკიცა.[11]

მერის თანამდებობაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერის თანამდებობაზე ყოფნისას, თავის კაბინეტში როიზმანმა პრეზიდენტის პორტრეტის მაგივრად პოეტ იოსებ ბროდსკის პორტრეტი ჩამოკიდა.[12]

2013 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა ინიციატივით, ეკატერინბურგისთვის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი მიენიჭებინათ.[13] ამგვარი იდეით გამოდიოდნენ მისი წინამორბედი მერის თანამდებობაზე, არკადი ჩერნეცკი და „რუსეთის ქალაქების პარტიის“ წარმომადგენლები.[14][15] ინტერნეტ-პორტალ „Znak.com“-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, 82 პროცენტმა მხარი დაუჭირა როიზმანის ინიციატივებს.[16]

როიზმანი მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის შემოღებას იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ნარკოტრაფიკი გადის.[17]

მერის პოსტზე ყოფნისას, სკეპტიკურად უყურებდა „მსოფლიო გამოფენა 2020“-ის ჩატარებას ქალაქში; მისი თქმით, ქალაქი დამარცხდა კორუფციული სკანდალების გამო.[18][19] თავიდან, იგი გამოდიოდა ეკატერინბურგის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის საწინააღმდეგოდ. ფედერალურ ხელისუფლებას მან საზოგადოების მიერ შეთავაზებული ვარიანტების განხილვა ან სტადიონის სხვა ადგილას აშენება სთხოვა.[20] საბოლოო ჯამში, იგი დათანხმდა სტადიონის რეკონსტრუქციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეობას. ეს ნაბიჯი მან იმით ახსნა, რომ მსგავსად ცენტრალურისა, ახალი სტადიონის შენახვაც აუცილებელი იქნებოდა. აგრეთვე, მისი თქმით, ქალაქისთვის აუცილებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, რადგანაც ამ მოვლენის გამო ქალაქში უნდა გაჩნდეს ახალი გზები, ახალი ტრანსპორტი და შეიძლება მეტროს მეორე ხაზიც კი.[21])[22][23]

2014 წლის 22 თებერვალს მონაწილეობა მიიღო „ბოლოტნის საქმეზე“ დაპატიმრებულების მხარდასაჭერ პიკეტში, ხოლო 15 მარტს — მედიის ცენზურისა და რუსეთის უკრაინასთან მიმართებაში ქმედების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში.[24][25]

2014 წლის მარტში, სხვებთან ერთად, ხელი მოაწერა ანდრეი მაკარევიჩის (რომელმაც გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინაში) დასაცავ მიმართვას.[26][27]

2014 წლის მარტში დადგინდა, რომ არჩევნების შემდეგ, როიზმანის რეიტინგი სამჯერ გაიზარდა.[28] 2014 წლის 21 ივლისს დააკავეს როიზმანის თანამომსახურე, ოლეგ სინევი, რომელსაც პენსიონერის მკვლელობას ედავებოდნენ. როიზმანის კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა, ხოლო თვითონ მერი დაკითხვაზე დაიბარეს.[29]

2018 წლის 22 მაისს როიზმანმა ეკატერინბურგის საქალაქო დუმას გადადგომის თხოვნით მიმართა.[30][31] ამის მიზეზი იყო დუმას ადრინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქალაქში მერის პირდაპირი არჩევნები უნდა გაუქმებულიყო.

მეუღლე, იულია კრუტეევა (დ. 1966) არის მისი ორი ქალიშვილის დედა და ეკატერინბურგში მდებარე გალერეა „Арт-Птица“-ს მფლობელი.[32]

2014 წლის 21 აგვისტოს როიზმანსა და მის ახალ მეუღლეს, აქსანა პანოვა (პორტალ „Znak.com“-ის შეფ-რედაქტორს) ტყუპები შეეძინათ. პანოვა და როიზმანი ერთამენთს 2011 წელს დაუახლოვდნენ. მერის არჩევნებისას, პანოვა როიზმანის შტაბის ხელმძღვანელი იყო.[33]

ალექსანდრე ვერხოვსკის თქმით, როიზმანი ცნობილია არა მარტო ნარკომანიასთან ბრძოლის ექსტრემისტული მეთოდებით და რასისტული შეხედულებებით.[34] გალინა კოჟევნიკოვას თქმით, როიზმანის ფონდი „ქალაქი ნარკოტიკების გარეშე“ აქტიურ ანტი-ბოშურ და ანტი-ტაჯიკურ პროპაგანდას ეწევა.[35] მისივე თქმით, როიზმანი დაკავებულია ანტი-კავკასიური და ანტი-ბოშური პროპაგანდით.[36]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Сводная таблица результатов выборов. ГАС Выборы (2013-09-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-22. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  2. 2.0 2.1 Ройзман выигрывает выборы мэра Екатеринбурга. РИА Новости (2013-09-09). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  3. 3.0 3.1 Кезина, Дарья. (2013-09-09) В Екатеринбурге могут пересмотреть итоги выборов. Российская газета. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  4. 4.0 4.1 Е.Ройзман выиграл выборы в Екатеринбурге. РБК (2013-09-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-10. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  5. http://tass.ru/politika/5233230
  6. Ирина Кузнецова; Дмитрий Горчаков (2013-02-18). „Ройзман, наверное, возможно, как бы не пойдет в мэры Екатеринбурга“. 66.ru. ციტირების თარიღი: 2013-07-20.
  7. Алексей Меркулов; Дмитрий Горчаков (2013-07-09). „Политтехнологи шепчутся: Ройзман выдвинется в мэры 18 июля“. 66.ru. ციტირების თარიღი: 2013-07-20.
  8. „Е. Ройзман подал документы для регистрации кандидатом в мэры Екатеринбурга“. РБК. 2013-07-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-07-20.
  9. Возможные кандидаты на выборах в Мэры Екатеринбурга «Якоб — 6,3 %, Порунов — 3,3 %, Ройзман — 26,5 %!» // URA.RU, 24.09.2012 г.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Киселев К. В. Некоторые эффекты выборов главы Екатеринбурга // Дискурс-Пи. — 2013. — Т. 10. — № 3. — С. 99
  11. Ройзман утвержден в должности мэра
  12. Мэр Ройзман повесил у себя в кабинете портрет поэта Бродского. Аргументы и факты (2013-10-08). ციტირების თარიღი: 2013-10-22.
  13. Евгений Ройзман предложил отделить Екатеринбург от Свердловской области и сделать столицу Урала самостоятельным субъектом федерации. დაარქივებული 2013-12-09 საიტზე Wayback Machine. // channel4.ru (5 декабря 2013 года)
  14. Объединится ли Екатеринбург с городами-спутниками? // e1.ru (16 декабря 2004 года)
  15. Екатеринбургу предложили повысить статус. Столица Урала может стать городом федерального значения. დაარქივებული 2019-04-10 საიტზე Wayback Machine. // fedpress.ru (4 сентября 2013 года)
  16. Znak.com — Архив опросов დაარქივებული 2013-12-11 საიტზე Wayback Machine. // znak.com
  17. Ройзман считает, что в РФ нужно ввести визовый режим для мигрантов | РИА Новости. // ria.ru (4 октября 2013 года)
  18. Ройзман на посту мэра. «Экспо-2020 — это пиар-проект. Я не вижу за ним ничего». // 66.ru (9 сентября 2013 года)
  19. Коррупционные скандалы помешали Екатеринбургу стать хозяином ЭКСПО — Ройзман — Политика. Общество на портале «Энергетика и ЖКХ».[მკვდარი ბმული]
  20. Глава Екатеринбурга Евгений Ройзман о Центральном стадионе: «Реконструировать реконструированный стадион, и потратить на это 12-15 млрд (!!!) это тупо, бездарно и преступно». დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine. // znak.com (3 декабря 2013 года)
  21. Евгений Ройзман придумал, откуда взять денег на метро, 66.ru.
  22. Ройзман возглавил рабочую группу по контролю за расходованием средств на чемпионат мира по футболу. დაარქივებული 2020-12-24 საიტზე Wayback Machine. // znak.com (27 января 2014 года)
  23. Евгений Ройзман: «Реконструкция стадиона — идиотизм, но плюсов от неё всё же больше». // 66.ru (10 февраля 2014 года)
  24. Ройзман стал единственным российским мэром, принявшим участие в акции поддержки заключённых по «болотному делу». ФОТО. დაარქივებული 2014-02-28 საიტზე Wayback Machine. // znak.com (22 февраля 2014 года)
  25. «Я за мир»: в Екатеринбурге прошла акция против военных действий и за свободу СМИ. Народу было немного, но эмоций хватало. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-24. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  26. Прохоров, Ярмольник и Ройзман выступили в защиту Макаревича. rbc.ru (2014-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-30. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  27. Обращение в защиту Андрея Макаревича. www.echo.msk.ru (2014-03-28).
  28. Социологи: рейтинг Ройзмана вырос до 44 %. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  29. Ройзман уверен, что прошёл проверку на полиграфе по делу депутата Кинева «нормально». itar-tass.com (2014-07-31). ციტირების თარიღი: 2014-08-03.
  30. „Ройзман написал заявление об отставке с поста главы Екатеринбурга“. ИА REGNUM (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
  31. Евгений Ройзман в Instagram: «Сформулировал». Instagram. ციტირების თარიღი: 2018-05-22.
  32. Евгений Ройзман, специалист по Уралу. www.sovsekretno.ru. ციტირების თარიღი: 2017-09-14.
  33. „У Ройзмана и Пановой - двойня“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-09-14.
  34. Современное дискурсивное противостояние русских националистов и федеральных властей. Информационно-аналитический центр «Сова».
  35. Кожевникова Г. Радикальный национализм в России и противодействие ему в 2005 году. Информационно-аналитический центр «Сова».
  36. Кожевникова Г. Зима 2004—2005 гг.: антисемитизм, скинхеды et cetera. Информационно-аналитический центр «Сова».