ედუარდ ბერგი
ედუარდ ბერგი — გერმანული წარმომავლობის ბანკირი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე კავკასიაში, საიმპერიო ბანკის თბილისის ფილიალის უკანასკნელი გამგე.
ცნობილი იყო თავისი გავლენით კავკასიელ ბანკირთა წრეში. მნიშვნელოვანი თანადგომა გაუწია ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას საკუთარი ფულის ნიშნების შემოღების პროცესში. მის ამ დამსახურებას აღნიშნავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, რომელიც წერდა:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე თავის დღიურში არაერთხელ იხსენიებს ედუარდ ბერგს, რომელმაც რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის კანტორაში დაცული საფასეები საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 68.