დიმიტრი ბუჭყიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუჭყიაშვილი.

დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. 1789 ― გ. 1849) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილი შვილი, პოდპოლკოვნიკ გედეონ ბუჭყიაშვილის ძმა.

მსახურობდა შირვანის პოლკში. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს მონაწილეობდა ახალციხის აღებაში. იყო ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ციხესიმაგრის კომენდანტი. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]