გედეონ ბუჭყიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გედეონ ივანეს ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. წ. უცნობია — გ. 1858) — რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი (1846). ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილი, რუსეთის არმიის გენერლის დიმიტრი ბუჭყიაშვილის ძმა.

სამხედრო სამსახურში იყო 1822 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის (1826-1828), რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829), ყირიმის (1853-1856) და კავკასიის მთიელებთან ომებში. 1847-1852 წლებში მეთაურობდა მე-13 ქართულ სახაზო ბატალიონს. სამხედრო სამსახურის 25 წლის აღსანიშნავად დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1847). დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении её России, Тфл., 1901.