შინაარსზე გადასვლა

დივიის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დივიის მღვიმე
რუს. Дивья пещера
კოორდინატები: 60°48′35″ ჩ. გ. 56°44′30″ ა. გ. / 60.80972° ჩ. გ. 56.74167° ა. გ. / 60.80972; 56.74167
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული პერმის მხარე
სიგრძე 9,7 მ
ტიპი კარსტული
ფაუნა ღამურები, ბოლოფეხიანები
დივიის მღვიმე — რუსეთი
დივიის მღვიმე

დივიის მღვიმე (რუს. Дивья пещера) — უდიდესი კარსტული მღვიმე ურალში, რუსეთის ფედერაციის პერმის მხარეში. მდებარეობს ჩრდილოეთ ურალის დასავლეთ კალთაზე, მდინარე კოლვის (კამის აუზი) მარჯვენა ნაპირზე, დასახლებულ პუნქტ ნირობიდან 10 კმ-ით ჩრდილოეთით. ტალანების საერთო სიგრძეა 9,7 კმ. ცნობილია 11 დარბაზი (უდიდესებია: ვეტლანი, დევი, გვოზდეცკის) მრავალრიცხოვანი ნაღვენთი წარმონაქმნებით. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 4-დან 8°C-მდე. მღვიმეში არის ნაკადულები და რამდენიმე ტბა, უდიდესი (სიგრძით 6 მ, სიღრმით 2 მ) მდებარეობს მზის ეხში. ბინადრობენ ღამურები და წვრილი უხერხემლოებიბოლოფეხიანები. პირველად აღწერა რუსმა მოგზაურმა პეტრე რიჩკოვმა 1770 წელს. პირველი რუკა შეადგინეს 1940 წელს. ბუნების ძეგლია 1965 წლიდან. განვითარებულია ტურიზმი.[1]

  1. Дивья пещера // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 727.