მწერიჭამია ხელფრთიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღამურები)
Jump to navigation Jump to search
მწერიჭამია ხელფრთიანები
Corynorhinus townsendii
Corynorhinus townsendii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხელფრთიანები
ქვერიგი: მწერიჭამია ხელფრთიანები
ლათინური სახელი
Microchiroptera

მწერიჭამია ხელფრთიანები (ლათ. Microchiroptera) — ძუძუმწოვრების ქვერიგი ხელფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ აღწევს.აქვთ ყურსარქველები, წვრილი თვალები, სუსტად განვითარებული მხედველობა, ძალზე კარგი სმენა, ექოლოკაციის უნარი. გავრცელებულნი არიან ყველგან, პოლარულ ოლქებს გარდა. განსაკუთრებით ბევრია სუბტროპიკებსა და ტროპიკებში. აერთიანებს 16 ოჯახს, 138 გვარის 650 სახეობას. საქართველოში — 22. ბინადრობენ ხის ფუღუროებში, მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობებში. ზოგიერთი მათგანი ადამიანის თანამგზავრია. სახლდებიან კოლონიებად. მათი ზამთრის ძილქუში 7-8 თვე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს, რომლებიც 20-40 დღის შემდეგ დამოუკიდებლად ნადირობენ. ცოცხლობენ 20 წლამდე. უმრავლესობა იკვებება მწერებით, ზოგი ტროპიკული ფორმა მცენარის ნაყოფით, ნექტრით და ყვავილის მტვერით, თბილსისხლიანი ცხოველების სისხლით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით. ძალზე სასარგებლო ცხოველებია; ანადგურებენ სოფლისა და სატყეო მეურნეობის მავნებლებს. ზოგი სახეობა ხელს უწყობს მცენარეთა დამტვერვას და ავრცელებს სხვადასხვა ტროპიკული მცენარის თესლს. ზოგს ადამიანის ინფექციური დაავადების გამომწვევი გადააქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]