შინაარსზე გადასვლა

სიტყვაწარმოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დერივაცია)
ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

სიტყვაწარმოება, დერივაცია, წარმოქმნა — სიტყვისგან ან სიტყვის ფუძისგან ახალი სიტყვის წარმოება აფიქსის ან, სხვა გრამატიკული საშუალების (ფუძის ფლექსიის, რედუპლიკაციის) მეშვეობით. მაგალითად:

  • კაც-ი ⇒ სა-კაც-ე;
  • გუშინ ⇒ გუშინდელი;
  • მწარე ⇒ მომწარო;
  • ლურჯი ⇒ ლურჯა;
  • კლავს ⇒ უკლავს;
  • დგამს ⇒ იდგმება.

იშვიათად ახალი სიტყვა იწარმოება ამოსავალი ფუძის (სიტყვის) შეკვეცით (და არა რაიმე ელემენტის დართვით). მაგალითად:

  • ნამყოფი ⇒ ნამყო.

მეორეული სიტყვაწარმოება გვაქვს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამოსავალი სიტყვა (ფუძე) უკვე ნაწარმოებია. მაგალითად:

  • ჭედს;
  • მჭედელი;
  • სამჭედლო.