დენარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვადასხვა პერიოდის რომაული დენარები

დენარი (ლათ. denarius — ათნაწილიანი) — ვერცხლის მონეტა, რომაული სამონეტო სისტემის ძირითადი ნომინალი ძვ. წ. III-ახ. წ. III საუკუნეებში.

ემისია დაიწყო ძვ. წ. 269 წელს. ადრეულ ხანაში შუბლზე უმთავრესად გამოსახული იყო სხვადასხვა ღვთაება, შემდგომ კი — იმპერატორის ან დედოფლის დაფნისგვირგვინიანი პროფილი; ზურგზე — სხვადასხვა მითოლოგიური ან ისტორიული სცენა და სხვ. თავდაპირველი მასა — 4,55 გ. დროთა განმავლობაში ჩატარებული რეფორმების შედეგად დენარის მასა და სინჯი თანდათან შემცირდა. II საუკუნის ბოლოს კი დენარის შემადგენლობაში 50% სპილენძი იყო. დენარის დანაყოფებია კვინარიუსი (2,275 გ) და სესტერციუსი (1,137 გ). III საუკუნეში იმპერატორ კარაკალის სამონეტო რეფორმის შემდეგ დენარის ნაცვლად მოჭრა ანტონინიანი. საქართველოში რომის რესპუბლიკის დროინდელი დენარი მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი (თბილისი, აბისი, კავთისხევი, ნაზოდელავო და სხვ.). I–II საუკუნეებში მოჭრილი დენარი კი წამყვან როლს თამაშობდა ანტიკური საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და უხვადაა აღმოჩენილი მცხეთაში, ზღუდერში, სეფიეთში, ეკში და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაპანაძე დ., მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1937–1951 წწ. ნუმიზმატიკური მონაპოვარი, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის », 1955, ტ. 1;
  • Зограф А. Н., Античные монеты, «Материалы и исследования по археологии СССР», 1951, в. 16;
  • Казаманова Л. Н., Введение в античную нумизматику, М., 1969.