შინაარსზე გადასვლა

დემოკრატიული უნიონისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Democratic Unionist Party
დემოკრატიული უნიონისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ჯეფრი დონალდსონი
თავმჯდომარე მაურის მოროუ
გენერალური მდივანი მიშელ მაკლივენი
ისტორია
დამფუძნებელი იან პეისლი
დაფუძნდა 30 სექტემბერი, 1971
პოზიციები
იდეოლოგია ბრიტანული იუნიონიზმი, ბრიტანული ნაციონალიზმი, ევროსკეპტიციზმი
წარმომადგენლობითობა
თემთა პალატა
8 / 18
ლორდთა პალატა
6 / 778
ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა
25 / 90
ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი მმართველობა
114 / 462
ფერები წითელი, ლურჯი, თეთრი
შტაბ-ბინა 91 Dundela Avenue, ბელფასტი, BT4 3BU
mydup.com

დემოკრატიული უნიონისტური პარტია (ინგლ. Democratic Unionist Party) — უნიონისტური პოლიტიკური პარტია ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელიც უპირატესობას ბრიტანულ იდენტობას ანიჭებს. პარტია 1971 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მიმდინარეობისას, იან პეისლის მიერ დაფუძნდა. პეისლი პარტიას მომდევნო 37 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. დღეს მას ჯეფრი დონალდსონი მართავს. ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში პარტიას მეორე ადგილი აქვს, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში კი სიდიდით მეხუთე პარტიაა.

დემოკრატიული უნიონისტური პარტია პროტესტანულ უნიონისტური პარტიისგან განვითარდა და მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვს ოლსტერის თავისუფალ პრესვიტერიანულ ეკლესიასთან, რომელიც პეისლიმ დააფუძნა. ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მიმდინარეობისას, დემოკრატიულ უნიონისტური პარტია ეწინააღმდეგებოდა ირლანდიის ნაციონალისტებთან, ან რესპუბლიკელებთან ძალაუფლების გაზიარების იდეას, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალებას. გარდა ამისა, პარტია უარყოფდა ირლანდიის რესპუბლიკის ჩართვის მცდელობებს ჩრდილოეთ ირლანდიის საქმეებში. მისი კამპანია ეწინააღმდეგებოდა 1973 წლის სანინგდეილის შეთანხმებას, 1985 წლის ინგლის-ირლანდიის შეთანხმებას და 1998 წლის დიდი პარასკევის შეთანხმებას. 2006 წელს, პარტიამ ხელი მოაწერა წმინდა ენდრიუსის შეთანხმებას და დათანხმდა ძალაუფლების გაყოფას რესპუბლიკურ პარტია, შინ ფეინთან, რომელიც დათანხმდა პოლიციის სერვისის, სასამართლოს და კანონის უზენაესობის იდეის მხარდაჭერას.[1][2]

დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას უკავშირებენ ისეთ სხვადასხვა ლოიალისტ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობა და მესამე ძალა. ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობა დაარსდა 1986 წლის 10 ნოემბერს, დემოკრატიულ უნიონისტური პარტიის პოლიტიკოსების იან პეისლის, პიტერ რობინსონისა და ივან ფოსტერის მიერ. მათ მიზანს პირდაპირი ზომების მიღება წარმოადგენდა, რათა დაემხოთ შეთანხმება და დაემარცხებინათ რესპუბლიკანიზმი. მომდევნო წელს, ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობამ, ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართულებით, ხელი შეუწყო დიდი რაოდენობის იარაღის კონტრაბანდას, რომელიც გაინაწილეს ოსლტერის წინააღმდეგობის მოძრაობამ, ოლსტერის მოხალისე ძალამ და ოლსტერის თავდაცვის ასოციაციამ.

დემოკრატიულ უნიონისტური პარტია შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც მემარჯვენე,[3][4][5][6] სოციალური კონსერვატიზმის მიმდევარი პარტია,[7][8] რომელიც ეწინააღმდეგება აბორტს და ერთსქესიანთა ქორწინებას. პარტია თავს ბრიტანულობისა და ოლსტერის პროტესტანტული კულტურის დამცველად მიიჩნევს, რომელიც ირლანდიური ნაციონალიზმისკენ ილაშქრებს. ის ევროსკეპტიკულადაა განწყობილი და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას.[9][10]

იან პეისლი, პარტიის დამფუძნებელი და 37 წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელი

დემოკრატიული უნიონისტური პარტია პროსტესტანტული უნიონისტური პარტიისგან განვითარდა, რომელიც თავის მხრივ ოლსტერის პროტესტანტულმა მოძრაობამ წარმოშვა. პარტია 1971 წლის 30 სექტემბერს, პროტესტანტულ უნიონისტური პარტიის ლიდერმა, იან პეისლიმ და ოლსტერის უნიონისტური პარტიის ყოფილმა წევრმა, დესმონდ ბოულმა დააფუძნეს. პეისლი, ცნობილი, როგორც პროტესტანტი ფუნდამენტალისტი მინისტრი, ოლსტერის თავისუფალი პრესბიტერიანული ეკლესიის დამაარსებელი და ლიდერი იყო. იგი პარტიას და ეკლესიას, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო, 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. როდესაც პარტია დაფუძნდა, ჩრდილოეთ ირლანდია ეთნო-ნაციონალისტურ კონფლიქტში იყო გახვეული, რომელიც 1969 წელს დაიწყო და მომდევნო 30 წლის მანძილზე გაგრძელდა. კონფლიქტს საფუძველი საპროტესტო კამპანიამ ჩაუყარა, რომლის მთავარი მოთხოვნა პროტესტანტულ-უნიონისტური მთავრობისა და საპოლიციო ძალების მიერ, კათოლიკე და ირლანდიური ნაციონალისტური უმცირესობის მისამართით განხორციელებული დისკრიმინაციის შეწყვეტა იყო.[11][12] უნიონისტები პროტესტს ხშირად ძალადობრივად ახშობდნენ იმ მიზნით, რომ მას ირლანდიის რესპუბლიკურ ფრონტად თვლიდნენ. სამოქალაქო უფლებების მოძრაობისადმი უნიონისტების წინააღმდეგობას პეისლი ხელმძღვანელობდა. დემოკრატიულ უნიონისტური პარტია უფრო ლოიალური იყო, ვიდრე ოლსტერის უნიონისტური პარტია, რაც ოლსტერის პროტესტანტი მშრომელთა კლასით იყო განპირობებული, რომელიც ოლსტერის უნიონისტური პარტიისგან სათანადო ყურადღებას ვერ იღებდა.[13]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია დაუპირისპირდა 1973 წლის სანინგდეილის შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მცდელობა იყო. შეთანხმების თანახმად, უნდა შექმნილიყო ჩრდილოეთ ირლანდიის ახალი ასამბლეა და პარლამენტი, რომელშიც უნიონისტები და ირლანდიელი ნაციონალისტები გაიზიარებდნენ ძალაუფლებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ირლანდიის საბჭოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობას. 1973 წლის ასამბლეის არჩევნებში, დემოკრატიულ უნიონისტურმა პარტიამ 8 ადგილი მოიპოვა, ხელშეკრულების მოწინააღმდეგე სხვა უნიონისტებთან ერთად კი შექმნა, ერთიანი ოლსტერის უნიონისტთა საბჭო, რათა დაპირისპირებოდა შეთანხმებას. 1974 წლის თებერვალში, გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში, ერთიანი ოლსტერის უნიონისტთა საბჭომ, ჩრდილოეთ ირლანდიისთვის განკუთვნილი 12 ადგილიდან, 11-ის მოპოვება შეძლო, მაშინ, როდესაც შეთანხმების მომხრე უნიონისტები დამარცხდნენ. 1974 წლის 15 მაისს, შეთანხმების მოწინააღმდეგე უნიონისტებმა გენერალური გაფიცვა მოაწყვეს, რომლის მიზანიც ხელშეკრულების გაუქმება იყო. გაფიცვის საკოორდინაციო კომიტეტში შედიოდნენ იან პეისლი, ერთიანი ოლსტერის უნიონისტთა საბჭოს და გასამხედროებული ჯგუფების ლიდერები. გაფიცვა 14 დღეს გაგრძელდა და ჩრდილოეთ ირლანდია ჩიხში შეიყვანა. გასამხედროებულმა ძალებმა, გზების ბლოკირებით და მუშების დაშინებით, გაფიცვას ხელი შეუწყეს.[14][15][16] გაფიცვიდან მესამე დღეს, მათ დუბლინსა და მონაგანში 4 მანქანა ააფეთქეს, რასაც 33 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[17] გაფიცვის შედეგად, 28 მაისს, შეთანხმება გაუქმდა.

1975 წელს, შეთანხმების გაუქმების შემდეგ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შექმნა კონსტიტუციური კონვენცია, უნიონისტებით და ნაციონალისტებით დაკომპლექტებული არჩევითი ორგანო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური პრობლემის მოგავრებას შეეცდებოდა. კონვენციის არჩევნებში, ერთიანი ოლსტერის უნიონისტთა საბჭომ ხმების 53 % მოიპოვა. ის ეწინააღმდეგებოდა ძალაუფლების განაწილებას და მხარს უჭერდა უმრავლესობის მმართველობის იდეას, რაც უნიონისტთა მმართველობას გულისხმობდა. ნაციონალისტებისთვის ეს მიუღებელი იყო, რის შედეგადაც კონვენცია ჩაიშალა.[18]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია ეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთის წევრობას ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებაში. 1979 წლის ივნისში, ევროპარლამენტის პირველ არჩევნებში, პეისლიმ ჩრდილოეთ ირლანდიისთვის განკუთვნილი სამი ადგილიდან ერთი მოიპოვა. 29,8 %-იანი მაჩვენებლით ის სიის სათავეში იყო.[19] მან ევროპარალამენტის არჩევნებში ამ ადგილის შენარჩუნება 2004 წლამდე შეძლო, სანამ იგი ჯიმ ალისტერმა არ ჩაანაცვლა, რომელმაც 2007 წელს დემოკრატიულ უნიონისტური პარტია დატოვა.[20]

1980-იანი და 1990-იანი წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დემოკრატიული უნიონისტური პარტია ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის და ირლანდიის პრემიერ-მინისტრებს, მარგარეტ ტეტჩერსა და ჩარლზ ჰოგის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. ამ წელს, პეისლის და პარტიის სხვა წევრებს ჰქონდათ პროტესტანტი ლოიალისტი მოხალისეობრივი მილიციის — ოლსტერის მესამე ძალის შექმნის მცდელობა, რომელსაც პოლიციასთან და არმიასთან ერთად უნდა ემუშავა, რათა ირლანდიის რესპუბლიკური არმია (ირა) დაემარცხებინა.[21] 1981 წლის 23 ნოემბერს, დემოკრატიულ უნიონისტური პარტია ლოიალისტებს მოქმედების დღის ორგანიზებაში დაეხმარა, რათა ზეწოლის ქვეშ მყოფ ბრიტანეთის მთავრობას, ირას მისამართით, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირა. პეისლიმ სიტყვით მიმართა მესამე ძალის მომიტინგეებს, ნიუთანერდსში, სადაც ათასობით ნიღბიანი და ფორმიანი მამაკაცი მის წინ მარშირებდა. მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩემი ხალხი მზადაა გაერთიანდეს გვირგვინის ქვეშ, რათა გაანადგურონ ირა-ს მავნე პარაზიტები. თუ ისინი უარს იტყვიან ამაზე, მაშინ სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება აღარ გვექნება, გარდა თავად ირა-ს განადგურებისა![22]

დეკემბერში პეისლიმ განაცხადა, რომ მესამე ძალას 15-დან 20 000-მდე წევრი ჰყავდა.[21]

რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 1985 წლის ნოემბერში, ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ინგლის-ირლანდიის შეთანხმებას. შეთანხმებამ დაადასტურა, რომ მოქალაქეების უმრავლესობის თანხმობის გარეშე, ჩრდილოეთ ირლანდია სტატუსს არ შეიცვლიდა. გარდა ამისა, მასში შემოთავაზებული იყო ახალი, ძალაუფლება განაწილებული მთავრობის შექმნა. დოკუმენტმა ირლანდიის მთავრობას მრჩევლის როლი მიანიჭა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე. დემოკრატიულ უნიონისტურმა და ოლსტერის უნიონისტურმა პარტიებმა შეთანხმების წინააღმდეგ ერთობლივი საპროტესტო კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით „ოლსტერი ამბობს არას.“ ორივე უნიონისტურმა პარტიამ უარი თქვა ბრიტანეთის თემთა პალატის ადგილებზე, შეაჩერა რაიონული საბჭოს სხდომები და მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია წარმართა. ადგილი ჰქონდა გაფიცვებს და მასობრივ საპროტესტო მიტინგებს.[23]

1986 წლის 23 ივნისს, დემოკრატიული უნიონისტური პარტიის პოლიტიკოსებმა სტორმონტის პარლამენტის შენობა პროტესტის ნიშნად დაიკავეს. ამის პარალელურად, გარეთ, საპროტესტო აქციის 200-მდე მონაწილესა და პოლიციას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. პოლიციის ძალის მეშვეობით პარლამენტის შენობა მეორე დღესვე დატოვეს პარტიის წევრებმა. 10 ივლისს, პეისლიმ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პიტერ რობინსონმა, 4000-მდე ლოიალისტი მხარდამჭერი შეკრიბეს და ქალაქი ჰილსბორო დაიკავეს. სწორეს ჰილსბოროს ციხესიმაგრეში მოეწერა შეთანხმებას ხელი.[23] 7 აგვისტოს, რობინსონის ხელმძღვანელობით, ათასობით ლოიალისტი მხარდამჭერი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში, კლონტიბრეტში შეიჭრა. ლოიალისტები მარშით დადიოდნენ მთავარ ქუჩაზე, ვანდალურად გაანადგურეს კერძო საკუთრება და თავს დაესხნენ ორ ირლანდიელ პოლიციელს, სანამ საზღვრისკენ არ დაიხიეს. რობინსონი დააპატიმრეს და უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის გაასამართლეს.[24]

1986 წლის 10 ნოემბერს გამართულ მიტინგზე, დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წარმომადგენლებმა: პეისლიმ, რობინსონმა და ივან ფოსტერმა განაცხადეს ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნის შესახებ. ეს იყო ლოიალისტი გასამხედროებული ჯგუფი, რომლის მიზანიც შეთანხმების გაუქმება და რესპუბლიკანიზმის დამარცხება იყო.[25] რეკრუტირების მიტინგები ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, რომელსაც ათასობით მოქალაქე შეუერთდა.[25] მომდევნო წელს, ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობამ ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით იარაღის კონტრაბანდას ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართულებით. იარაღი გაინაწილა ოლსტერის წინააღმდეგობის მოძრაობამ, ოლსტერის მოხალისე ძალამ და ოლსტერის თავდაცვის ასოციაციამ. 1988 წელს, შეიარაღების უდიდესი ნაწილი პოლიციამ ჩამოართვა. 1980-იანი წლების შუა პერიოდში, ირლანდიის რესპუბლიკურმა პარტია, შინ ფეინმა, ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა და ადგილების მოპოვება დაიწყო. ამის საპასუხოდ, დემოკრატიულ უნიონისტური პარტია არჩევნებში შემდეგი სლოგანით იბრძოდა: „გაანადგურე შინ ფეინი“. მათ 1985 წლის მანიფესტში ნათქვამი იყო: „შინ ფეინელები უნდა განიდევნონ და იზოლირებულნი უნდა იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოში“. 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში, დემოკრატიულ უნიონისტური პარტიის წარმომადგენლები შინ ფეინის მრჩევლების გამორიცხვას მათი იგნორირებით, ბოიკოტის გამოცხადებით და ხმაურით ცდილობდნენ.[26]

1994 წლის იანვრის დასაწყისში, ოლსტერის თავდაცვის ასოციაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ირლანდიის განაწილებას ითხოვდა იმ მიზნით, რომ ჩრდილოეთ ირლანდია მთლიანად პროტესტანტული გამხდარიყო. გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიიდან ბრიტანული არმიის გასვლით უნდა განხორციელებულიყო.[27]

1990-იანი წლების ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის დროს, დემორკატიული უნიონისტური პარტია თავდაპირველად მონაწილეობდა აშშ-ს ყოფილი სენატორის, ჯორჯ მიტჩელის მიერ წარმართულ მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც, 1998 წელს, გაფორმდა დიდი პარასკევის შეთანხმება. პარტიამ პროტესტის ნიშნად მალევე დაიხია უკან, როდესაც შინ ფეინს და ირლანდიის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან (ირა), მონაწილეობის უფლება მისცეს. დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ, დიდი პარასკევის შეთანხმების რეფერენდუმზე, მხარი არ დაუჭირა მას, თუმცა ამომრჩეველთა ხმების 71,1 %-ით, ის მაინც დამტკიცდა.

დემოკრატიულ უნიონისტური პარტიის წინააღმდეგობა შემდეგ მიზეზებს ემყარებოდა:

  • გასამხედროებული ჯგუფის პატიმრების ვადამდელ გათავისუფლებას;
  • მექანიზმი, რომელიც შინ ფეინს საშუალებას აძლევს, დაიკავოს მთავრობა, ირას საქმიანობის მიუხედავად;
  • ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა;
  • ჩრდილოეთ / სამხრეთ მინისტრთა საბჭოს და ჩრდილოეთ / სამხრეთის განმახორციელებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.

1998 წელს, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო დიდი პარასკევის შეთანხმების შედაგად გამართულ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის არჩევნებში, რომელშიც 20 ადგილი მოიპოვა და უმაღლესი შედეგების მქონე პარტიის სიაში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, მან ათიდან ორი ადგილი დაიკავა მრავალპარტიულ, ძალაუფლების განაწილების შედეგად ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინისტრებად მსახურობის დროს, შინ ფეინის მონაწილეობის გამო, მათ უარი განაცხადეს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე.[28]

დიდი პარასკევის შეთანხმება მეტწილად უნიონისტებისა და ნაციონალისტების უმრავლესობის მხარდაჭერას ემყარებოდა. 2003 წლის ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის არჩევნების დროს, დემოკრატიულ უნიონისტური პარტია იცავდა „სამართლანი გარიგების“ იდეას, რომელსაც უნიონისტების და ნაციონალისტების ერთობლივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა შეეძლო. არჩევნების შედეგების შემდეგ პარტიამ განაცხადა, რომ დიდი პარასკევის შეთანხმებას უნიონისტების მხარდაჭერა აღარ ჰქონდა. მათ გააგრძელეს ირლანდიის დევოლუციასთან დაკავშირებული იდეების გავრცელება მასთან დაკავშრებული წინადადებები პოლიტიკის სხვადასხვა დოკუმენტში განისაზღვრა. [29][30][31]

2003 წლის ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის არჩევნებში, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ 30 ადგილი მოიპოვა, რითაც ყველა პარტიას გადაუსწრო. 2004 წლის იანვარში, ის ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდესი პარტია გახდა ვესტმინსტერში. ოლსტერის უნიონისტური პარტიიდან გაქცევის შემდეგ, მას დეპუტატი ჯეფრი დონალდსონიც კი შეუერთდა.

2005 წლის დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებში, პარტიამ საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა, როგორც უდიდესმა უნიონისტურმა პარტიამ. მან 9 ადგილი მოიპოვა, რითიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ადგილების მიხედვით მეოთხე პარტიად იქცა ლეიბორისტების, კონსერვატორების და ლიბერალ-დემოკრატების შემდეგ. ხმების მიხედვით ის მეოთხე უდიდესი პარტია იყო ირლანდიის კუნძულზე.

2005 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დემოკრატიული უნიონისტური პარტია, ჩრდილოეთ ირლანდიის 26 საოლქო საბჭოს 182 მრჩეველით, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ყველაზე დიდ პარტიად გამოჩნდა.[32] დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას, ქესთლრის დაბის საბჭოში, უმრავლესობა ჰქონდა მოპოვებული, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პარტიის დასაყრდენს და მისი ერთ-ერთი ლიდერის, პიტერ რობინსონის, სახლს წარმოადგენდა. პარტიას მსაგვსი მდგომარეობა ჰქონდა ბალიმენასა და არდსის დაბების საბჭოებში. ამ საბჭოების სრული კონტროლის გარდა, პარტია კიდევ რვა სხვა საბჭოში იყო უმრავლესობით წარმოდგენილი.

2006 წლის 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიულ უნიონისტური პარტიის სამი წევრი: მაურის მოროუ, უოლეს ბრაუნი და ეილინ პეისლი, ლორდთა პალატის წევრები ხდებოდნენ. უოლეს ბრაუნი ბელფასტის ყოფილი მერი იყო, ეილინ პეისლი კი იან პეისლის მეუღლე და პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2006 წლის 27 ოქტომბერს, დემოკრატიულ უნიონისტურმა პარტიამ, გაზეთში „ბელფასტის ტელეგრაფი“, გამოაქვეყნა 4 გვერდიანი წერილი, რომლის მთავარი კითხვაც შემდეგნაირად ჟღერდა: „არის თუ არა წმინდა ენდრიუს პირობები დევოლუციისკენ გადაადგილების საფუძველი?“ ეს იყო პარტიის პოლიტიკის ნაწილი, რაც ელექტორატთან კონსულტაციას მოიცავდა, სანამ ძალაუფლება განაწილებულ მთავრობაში შევიდოდა.

2006 წლის 24 ნოემბერს, იან პეისლიმ უარი თქვა ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრად დასახელებაზე. ამ განაცხადმა გაურკვევლობის არაერთი კერა წარმოშვა. რეალურად, მან განაცხადა, რომ თუ შინ ფეინი მხარს დაუჭერდა პოლიციის და კანონის უზენაესობას, მაშინ ის 2007 წლის 28 მარტს, 7 მარტის ასამბლეის არჩევნების შემდეგ, საკუთარ კანდიდატურას წარადგენდა. ასამბლეის სხდომა მოულოდნელად დასრულდა, როდესაც უსაფრთხოების დარღვევის გამო შენობის ევაკუაცია მოხდა. მოგვიანებით პეისლიმ პრესსამსახურის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თუ შინ ფენი მხარს დაუჭერდა პოლიციის და კანონის მმართველობას, ის მათთან ერთად დააკომპლექტებდა ძალაუფლება განაწილებულ მთავრობას.[33]

2007 წლის 27 მარტს, პარტიის ერთადერთი ევროპარლამენტარი წევრი, ჯიმ ალისტერი, პარტიიდან წავიდა, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა შინ ფეინთან ძალაუფლების გაყოფას და მთავრობის ფორმირებას. მან დამოუკიდებელი ევროპარლამენტარის ადგილი შეინარჩუნა და სათავეში ჩაუდგა სენტ ენდრიუსის შეთანხმების გამანადგურებულ ჯგუფს, რომელიც პარტიის სხვა, უკმაყოფილო წევრებთან ერთად შექმნა, რომლებმაც პარტია ამ საკითხის თაობაზე დატოვეს.[34]

რობინსონის ლიდერობა (2008–2015)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 31 მაისს, პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა ქასთლრის დაბის საბჭოში, სადაც იან პეისლი ოფიციალურად გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობიდან. მისი ადგილი პიტერ რობინსონმა დაიკავა, რომლის მოადგილეც ნაიჯელ დოდსი იყო. 2008 წლის 11 ივნისს, პარტიამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ტერორიზმში ეჭვმიტანილების 42 დღემდე დაკავების იდეას, რაც კონტრტერორისტული კანონიდან გამომდინარეობდა.[35]

2010 წლის იანვარში, რობინსონი ყურადღების ცენტრში საკუთარი 60 წლის დეპუტატი მეუღლის, ირისის გამო აღმოჩნდა, რომელიც 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობაში შენიშნეს. ამ სკანდალს სერიოზული ფინანსური გარღვევებიც დაერთო.[36]

2010 წლის საყოველთაო არჩევნებში, პარტიისთვის სამწუხარო აღმოჩნდა ის ფაქტი, როდესაც მისმა ლიდერმა, პიტერ რობინსონმა, ბელფასტის აღმოსავლეთის ადგილი ნაომი ლონგთან წააგო. მიუხედავად ამისა, პარტიამ ყველგან უცვლელად შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია.

2015 წლის საყოველთაო არჩვენებში, როდესაც მოსალოდნელი იყო, რომ თემთა პალატაში ვერცერთი პარტია ვერ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას, ნაიჯელ ფარაჯმა განიხილა დემოკრატიული უნიონისტური პარტიის და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნა კონსერვატიულ პარტიასთან ერთად.[37][38] მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, ნიკ ქლეგმა, საზოგადოება ხსენებული კოალიციის შესახებ გააფრთხილა და შეახსენა ისეთი ინიციატივები, რომლები სიკვდილით დასჯის აღდგენას და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის მთელი რიგი სიკეთეების შეზღუდვას გულისხმობდა.[39] გარდა ამისა, კითხვები დაისვა BBC-ისა[40] და ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერის შესახებ.[41][42] კრიტიკის მიუხედავად, დემოკრატიული უნიონისტური პარტიის ლიდერის მოადგილემ, ნაიჯელ დოდსმა, „BBC რადიო 5-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტია ემიჯნება რელიგიური და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციას.[42]

2015 წლის 10 სექტემბერს, პიტერ რობინსონმა დატოვა დაკავებული თანამდებობა, მისი ადგილი კი არლენ ფოსტერმა დაიკავა.[43]

ფოსტერის ლიდერობა (2015–2021)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 17 დეკემბერს არლენ ფოსტერმა დემოკრატიული უნიონისტური პარტიის ლიდერის თანამდებობა დაიკავა. 2016-2017 წლებში იგი ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე, რომელიც 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ £ 282,000 გადაუხადა გაზეთ „მეტროს“, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე ავრცელებს ინფორმაციას, რათა ხელი შეეწყო დატოვების ინიციატივისთვის.[44]

2016 წლის 4 ოქტომბერს, პირველმა მინისტრმა არლენ ფოსტერმა და დემოკრატიული უნიონისტური პარტიის დეპუტატებმა, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე შამპანურის მიღება გამართეს, რაც შეფასდა, როგორც არაფორმალური კოალიცია და ურთიერთგაგება ორ პარტიას შორის და კონსერვატორების მიერ თემთა პალატაში მოპოვებული მცირე უმრავლესობისთვის ანგარიშის გაწევა.[45][46] პარტიებს შორის ურთიერთობამ ოფიციალური სახე დიდი ბრიტანეთის 2017 წლის საყოველთაო არჩევნებისას მიიღო, როდესაც დემოკრატიულმა უნიონისტურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.[47] 2017 წლის ოქტომბერში, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე მიღება გამართა, რომელსაც ისეთი წამყვანი კონსერვატიული მოღვაწეები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან: ქვეყნის სახელმწიფო მდივანი დემიენ გრინი, ბრექსიტის მდივანი, დევიდ დევისი და პარტიის თავმჯდომარე — პატრიკ მაკლოფლინი.[48] კონსერვატორთა კონფერენციაზე მსგავსი ტიპის მესამე მიღება 2018 წლის ოქტომბერში შედგა,[49] რომელსაც ფინანსთა მინისტრის კანცლერი ფილიპ ჰამონდტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დაესწრნენ.[50]

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ნაიჯელ ფარჯმა, 2018 წლის მაისში, დემოკრატიული უნიონისტური პარტიის ფინანსურ ღონისძიებაზე, საკუთარ უდიდეს ფინანსურ მხარდამჭერთან, არონ ბენქსთან ერთად ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის მხარს დაუჭერდა ფარაჯის ინიციატივას, ებრძოლა დემოკრატიული უნიონისტური პარტიის კანდიდატობისთვის.[51]

2012 წელს საწარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების მინისტრად მუშაობისას, ფოსტერმა ზედამხედველობა გაუწია მწვანე ენერგიის სქემის დამკვიდრებას, რამაც განახლებადი სითბოს სტიმულირების სკანდალი გამოიწვია. ეს სქემა უკუღმართი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა, რათა გამოეყენებინათ მეტი ენერგია და გაეზარდათ ნახშირბადის ნაკადი, ვინც მასში იყო ჩართული. ყოველგვარი კონტროლის გარეშე, საზოგადოებრივ ბიუჯეტს ყოველივე ეს 490 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა დაჯდომოდა.[52]

აღნიშნულ სქემაში მისი როლის შესწავლისას, ფოსტერმა უარი განაცხადა თანამდებობიდან გადადგომაზე, ან თუნდაც განზე გადგომაზე, რამაც 2017 წლის იანვარში, მარტინ მაკგინესის გადადგომა და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი ხელისუფლების დაშლა გამოიწვია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც შინ ფეინმა უარი განაცხადა პირველი მინისტრის მოადგილის კანდიდატურის გადაყენებაზე. 2017 წლის მარტში, ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის არჩევნებში, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ დაკარგა 10 ადგილი და მხოლოდ ერთის შენარჩუნება მოახერხა, შინ ფეინს კი 1200 ხმით გაუსწრო, რაც „ბელფასტ ტელეგრაფმა“ კატასტროფულ შედეგად შეაფასა.[53] 2018 წლის მაისში, პარტიის დისციპლინის მთავარი მაკონტროლებლის, ჯიმ უელსის გადაყენების შემდეგ, დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას 27 ადგილი დარჩა, რაც შინ ფეინის ადგილების ტოლფასი იყო.[54]

2017 წლის დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებში, დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას 10 ადგილი ჰქონდა და მხოლოდ 3 ადგილით უსწრებდა შინ ფეინს.[55] იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა უმრავლესობის მოპოვება, დემორკატიული უნიონისტური პარტია შეუერთდა შეთანხმებას, რაც კონსერვატიული პარტიის მიერ მთავრობის მხარდაჭერას გულისხმობდა. პარტიის განცხადებით „ალტერნატივა აუტანელია. სანამ ლეიობორისტებს კორბინი უდგას სათავეში, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ტორია“.[56] მოგვიანებით პარტიამ უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის შესწორებული წინადადების მხარდაჭერაზე, რაც ევროკავშირთან გარიგებას გულისხმობდა.

ფოსტერის განცხადების შემდეგ, დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ 2021 წლის მაისში ჩაატარა თავისი ლიდერის პირველი არჩევნები, სადაც ედვინ პუტსი გახდა ლიდერი ჯეფრი დონალდსონის დამარცხების გზით.[57] ერთი თვის შემდეგ 2021 წლის 30 ივნისიდან პარტიის ლიდერია ჯეფრი დონალდსონი.[58]

პოლიტიკა და შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია ოლსტერის უნიონისტები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფნას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობას და ეწინააღმდეგებიან გაერთიანებული ირლანდიის იდეას. პარტია საკუთარ თავს ბრიტანულობისა და ოსლტერის პროტესტანტობის დამცველად მიიჩნევს, რაც უპირისპირდება ირლანდიურ ნაციონალიზმს და რესპუბლიკანიზმს.[59][60] ის მხარს უჭერს ნარინჯისფერი ორდენის მსვლელობას საკუთარი უფლებების დასაცავად, რომელშიც პარტიის არაერთი წევრია გაწევრიანებული.[61] პარტია დადებითად აფასებს მთელი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შენობების კედლებზე, ბრიტანეთის კავშირის დროშის ფრიალს. პარტია ამტკიცებს, რომ ირლანდიური და გალური კულტურები დაფინანსების თვალსაზრისით არ უნდა დომინირებდნენ ჩრდილოეთ ირლანდიაში. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაიბლოკოს ყველა ინიცირებული კანონი, რომელიც იცავს და ხელს უწყობს ირლანდიური ენის გავრცელებას.[62][63] დემოკრატიული უნიონისტური პარტია დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ძალების მტკიცე მხარდამჭერია და ხაზს უსვამს მათ როლს ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტში. პარტიას ბრიტანელი ჯარსიკაცებისა და პოლიციის ოფცირებისთვის, კონფლიქტის დროს ჩადენილი მკვლელობების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის აცილება სურს.[64]

ოლსტერის ლოიალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატიულ უნიონისტები შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მემარჯვენე პოპულისტური პარტია,[6] რომელიც გარკვეულ ექსტრემისტულ ტენდენციებს შეიცავს.[65][66] ის უკავშირდება ოლსტერის უნიონიზმის ლოიალისტურ ფრაქციას, რომელიც განისაზღვრება, როგორც ეთნიკური ნაციონალიზმის ერთ-ერთი ფორმა.[67] 2017 წლის საყოველთაო არჩევნებზე, პარტიისადმი დიდი მოწონება გამოხატა ლოიალისტური საზოგადოებების საბჭომ. პარტიის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი, თავად არლენ ფოსტერმა კი განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ არ ვეძებდით მსგავს განცხადებას, ჩვენ არ ვეძებდით არცერთი გასამხედროებული ორგანიზაციისგან. სინამდვილეში მე ძირეულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერ მოწონებას, რომელიც პარლამენტარიზმთან და კრიმინალთანაა დაკავშირებული.[68]

ევროსკეპტიციზმი და საგარეო პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია ევროსკეპტიკური პარტიაა, რომელმაც 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას.[69] პარტია ეწინააღმდეგება ირლანდიელების მკაცრ საზღვარს[70][71] და იმედოვნებს, რომ შეძლებენ საერთო სამოგზაურო არეალის შენარჩუნებას.[72] 2016 წლის მარტში, აღმოსავლეთ ანტრიმის დეპუტატის, სემი უილსონის სტუმრობამ BBC სფოთლაითში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მან ევროკავშირის რეფერენდუმის შედეგებზე ისაუბრა. ის საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა, რომელიც ევროკავშირის დატოვებას და ეთნიკური ჯგუფების გასვლას უჭერდა მხარს. უილსონმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო და არა იმის, რომ ქვეყანა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს უნდა დაეტოვებინა. უილსონი ღიად გააკრიტიკა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლონეთის კონსულმა ჩრდილოეთ ირლანდიაში.[73]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია ღიად ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ირლანდიის ბექსტოპს,[74] რადგანაც ეს ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილის შესუსტებად აღიქმება.[75] ამ წინააღმდეგობას ბევრი ანალიტიკოსი მთავარ მიზეზად აღიქვამს, რის გამოც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა უარი თქვა გასვლის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე. 2018 წლიდან პარტია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ბექსტოპი ბრექსიტის გასვლის ხელშეკრულებიდან აუცილებლად უნდა ამოიღონ, თუ მათი განზრახვა, თემთა პალატაში, მეის მთავრობის მხარდაჭერაა.[76][77]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს.[78]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას ჩრდილოეთ ირლანდიაში. პარტიის ბევრმა ცნობილმა სახემ ღიად დაგმო ჰომოსექსუალიზმი. როგორც 2014 წლის კვლევები აჩვენებს, პარტიის წევრების 2/3 თვლის, რომ ჰომოსექსუალიზმი არასწორია. პარტიამ ჰომოსექსუალებთან დაკავშირებული აქტების დაკანონების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო, რომელსაც პედოფილიასთან აკავშირებდა და მტკივნეულ დევიაციად თვლიდა.[79]

2015 წელს დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ ვეტო დაადო ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტს.[80] ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი რეგიონია, რომელშიც აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება. პარტიის ყოფილმა მინისტრმა, ჯიმ უელსმა, ამ საკითხს, ძალაუფლების გადანაწილების თემასთან დაკავშირებულ საუბრისთვის წითელი ხაზი უწოდა და დაამატა, რომ „ჩრდილოეთ ირლანდიაში, პიტერი პოლზე არასდროს დაქორწინდება“.[81] პარტია შეეცადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში კანონით შემოეტანა „სინდისის მუხლი“, რომელიც საშუალებას მისცემდა ბიზნესს უარი ეთქვა მომსახურების გაწევაზე, თუ ეს მათ რელიგიურ რწმენებს ეწინააღმდეგებოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანების საკუთრებაში არსებულმა საცხობმა უარი განაცხადა ტორტის დამზადებაზე, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწილთან დაკავშირებული სლოგანი ჰქონდა. ოპონენტები თვლიან, რომ კანონში მსგავსი პუნქტის შეტანა ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული განწყობის გაძლიერებას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მისამართით.[82]

პარტიის წევრები კატეგორიულად უპირისპირდებიან აბორტის უფლების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე. ისინი ღიად ეწინააღმდეგებიან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, დაიანა ჯონსონის ქმედებას, რომელიც ცდილობს, რომ ინგლისსა და უელსში მცხოვრებ ქალებს, რომლებმაც ორსულობა ინერნეტში ნაყიდი აბებით შეწყვიტეს, თავიდან აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ისინი ეწინააღმდეგებიან ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო პროგრამების დამატებით დაფინანსებას.[83]

სოციალური პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსი ღიად მოითხოვდა სკოლებში კრეაციონიზმის სწავლებას,[84][85] მუზეუმებში კი მისი შესაბამისი საგამოფენო სივრცის მოწყობას.[86][87] 2007 წელს, პარტიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ეს მოსაზრებები პარტიის პოლიტიკური ხაზის შემადგენელი ნაწილია.[84] 2011 წელს, პარტიამ თემთა პალატაში გამართა დებატები, სადაც წამოაყენა სიკვდილით დასჯის დაბრუნების საკითხი ისეთ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება.[88]

ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატიული უნიონისტური პარტია მხარს უჭერს პენსიების „სამმაგი საკეტის“ შენარჩუნებას, ზამთრის საწვავის შემწეობას და უფრო მეტ ხარჯებს ისეთი მომსახურებისთვის, როგორიც ჯანმრთელობაა.[89]

პარტიამ აღადგინა საუბრები 25 მილის სიგრძის საზღვაო ხიდის აშენებასთან დაკავშირებით, რათა ჩრდილოეთ ირლანდია შოტლანდიას დაუკავშირდეს. ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის გამოცდილება უკვე არსებობდა, რომელიც 20 მილიარდი ფუნტი დაჯდა.

  1. "A spectre from the past back to haunt peace" დაარქივებული 13 June 2017 საიტზე Wayback Machine. . Belfast Telegraph. 10 June 2007. Retrieved 10 June 2017.
  2. „DUP 'would share power in May'. BBC News Online. BBC. 24 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 March 2007. ციტირების თარიღი: 7 April 2007.
  3. "It will be ‘difficult’ for May to survive, says N Ireland’s DUP" დაარქივებული 16 August 2017 საიტზე Wayback Machine. , By Vincent Boland & Robert Wright. Financial Times. 9 June 2017. Retrieved 10 June 2017
  4. "Who Are The DUP? The Democratic Unionist Party Explained" დაარქივებული 11 June 2017 საიტზე Wayback Machine. , LBC. 9 June 2017. Retrieved 10 June 2017.
  5. Peck, Tom (10 June 2017). „Theresa May to enter into 'confidence and supply' arrangement with the Democratic Unionists“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2017. ციტირების თარიღი: 11 November 2019.
  6. 6.0 6.1 Ingle, Stephen (2008). The British Party System: An Introduction. Routledge, გვ. 156. 
  7. „General election 2017: Tories and DUP 'still in discussions'. BBC News (ინგლისური). 11 June 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 December 2020. ციტირების თარიღი: 18 May 2021.
  8. Marcus, Ruth (14 January 2010). „Ruth Marcus – Gender aside, the fall of Irish politician Iris Robinson is the same old sex scandal“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2021.
  9. „DUP confirms it will campaign for Brexit in Leave/Remain referendum“. Belfast Telegraph. 20 February 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2017. ციტირების თარიღი: 16 June 2017. ციტატა: „The Democratic Unionist Party has formally announced its intention to campaign for a Brexit.“
  10. Jamie Merrill. (9 June 2017) What is the DUP position on Brexit?. iNews. ციტატა: „No-one wants to see a ‘hard’ Brexit, what we want to see is a workable plan to leave the European Union, and that’s what the national vote was about – therefore we need to get on with that.“ ციტირების თარიღი: 16 June 2017
  11. Richard English. The State: Historical and Political Dimensions, Charles Townshend, 1998, Routledge, p. 96; ISBN 0-41515-477-4.
  12. Dominic Bryan. Orange Parades: The Politics of Ritual, Tradition and Control, Pluto Press (2000), p. 94; ISBN 0-74531-413-9.
  13. "Beyond the Sectarian Divide: the Social Bases and Political Consequences of Nationalist and Unionist Party Competition in Ireland" by Geoffrey Evans and Mary Duffy. In British Journal of Political Science, Vol. 27, No. 1. (January 1997), p.58
  14. David George Boyce and Alan O'Day. Defenders of the Union: a survey of British and Irish unionism since 1801. Routledge, 2001. p.255.
  15. Tonge, Jonathan. Northern Ireland: Conflict and Change. Pearson Education, 2002. p.119.
  16. CAIN: Events: UWC Strike: Anderson, Don. – Chapter from '14 May Days'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 June 2017
  17. Oireachtas Sub-Committee report დაარქივებული 7 October 2014 საიტზე Wayback Machine. on the Barron Report (2004), p.25
  18. Dr Martin Melaugh. Northern Ireland Constitutional Convention – A Summary of Main Events. Conflict Archive on the Internet (CAIN). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017
  19. A Chronology of the Conflict – 1979 დაარქივებული 6 December 2010 საიტზე Wayback Machine. . Conflict Archive on the Internet (CAIN).
  20. „Allister quits power-sharing DUP“. BBC News Online. BBC. 27 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2007. ციტირების თარიღი: 27 March 2007.
  21. 21.0 21.1 A Chronology of the Conflict – 1981 დაარქივებული 6 December 2010 საიტზე Wayback Machine. , Conflict Archive on the Internet (CAIN)
  22. Hall, Michael. The Death of the Peace Process?: A survey of community perceptions. Island Publications, 1997. p.10
  23. 23.0 23.1 Anglo-Irish Agreement – Chronology of Events დაარქივებული 6 December 2010 საიტზე Wayback Machine. . Conflict Archive on the Internet (CAIN). Retrieved 12 September 2014.
  24. A Chronology of the Conflict – 1986. Conflict Archive on the Internet (CAIN). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 9 June 2017
  25. 25.0 25.1 Abstracts of Organisations: U. Conflict Archive on the Internet (CAIN). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2014
  26. McAuley, James. The politics of identity: a loyalist community in Belfast. Avebury, 1994. p.77
  27. Wood, Ian S. Crimes of Loyalty: A History of the UDA. Edinburgh University Press, 2006. Pages 184–185.
  28. Martin Melaugh. "CAIN: Issues: Politics: Democratic Unionist Party (DUP) (2004) Devolution Now: The DUP's Concept for Devolution, 5 February 2004".
  29. Martin Melaugh. CAIN: Issues: Politics: Democratic Unionist Party (DUP) (2004) Devolution Now: The DUP's Concept for Devolution, 5 February 2004. Cain.ulst.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 June 2010
  30. Moving On, Democratic Unionist Party დაარქივებული 13 March 2012 საიტზე Wayback Machine.
  31. Facing Reality, Democratic Unionist Party დაარქივებული 13 March 2012 საიტზე Wayback Machine.
  32. 2005 Local Government Election Results. ARK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 24 August 2007
  33. „Paisley 'will accept nomination'. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2015. ციტირების თარიღი: 4 January 2015.
  34. Noel McAdam (6 April 2007). „Agreement must bring benefits, Congressmen are told“. Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2007. ციტირების თარიღი: 6 April 2007.
  35. „Twelve good folk and true... or Brown's dirty dozen?“. The Independent. London. 15 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2012. ციტირების თარიღი: 1 April 2010.
  36. O'Doherty, Malachi (8 January 2010). „The real Robinson affair“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2015. ციტირების თარიღი: 1 April 2010.
  37. Justice, Adam (18 March 2015). „General Election 2015: Ukip could form coalition with Tories and DUP“. International Business Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  38. Wilkinson, Michael (5 May 2015). „Conservative Ukip coalition: what have the parties said“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  39. Cromie, Claire (16 April 2015). „Nick Clegg warns of rightwing 'Blukip' alliance of DUP, Ukip and the Conservatives“. The Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  40. Stone, Jon (28 April 2015). „Tory coalition with DUP and Ukip could spell the end of the BBC as we know it“. The Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  41. Dunne, Ciara (16 March 2015). „An alliance with the DUP will be a harder bargain than either Labour or the Tories think“. New Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016.
  42. 42.0 42.1 Stroude, Will (5 May 2015). „Owen Jones warns of 'homophobic' DUP holding influence over future government“. Attitude Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2016. ციტირების თარიღი: 12 January 2016.
  43. Statement by First Minister & DUP Leader Peter Robinson MLA. ციტირების თარიღი: 10 September 2015
  44. „What connects Brexit, the DUP, dark money and a Saudi prince?“. The Irish Times. 16 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2017. ციტირების თარიღი: 12 June 2017.
  45. Manley, John (14 October 2016). „NI Conservatives' disquiet over DUP love-in to be raised with party HQ“. The Irish News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2017. ციტირების თარიღი: 15 October 2016.
  46. Gibbon, Gary (4 October 2016). „Tories look to increase majority with DUP deal“. Channel 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2016. ციტირების თარიღი: 15 October 2016.
  47. „Conservatives agree pact with DUP to support May government“. BBC News (ინგლისური). 26 June 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2017. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  48. „Tory-DUP deal is 'not temporary' says Nigel Dodds“. BBC News. 4 October 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 October 2017. ციტირების თარიღი: 21 July 2018.
  49. „Arlene Foster to address DUP reception at Tory conference“. The Irish News. 2 October 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2018. ციტირების თარიღი: 31 December 2018.
  50. „Boris Johnson and Philip Hammond 'to attend DUP conference'. BBC. 20 November 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2018. ციტირების თარიღი: 31 December 2018.
  51. „Nigel Farage's Ukip backer Arron Banks bolsters his DUP bid“. The Times. 13 May 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2018. ციტირების თარიღი: 15 May 2018.
  52. „Q&A: What is the Renewable Heat Incentive (RHI) scheme?“. BBC News. 13 December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2018. ციტირების თარიღი: 21 July 2018.
  53. McAdam, Noel (7 March 2017). „I want one party for unionism, says DUP's Arlene Foster“. Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2017. ციტირების თარიღი: 13 March 2017.
  54. Cross, Gareth (10 May 2018). „It's a tie: DUP's Wells says removal of whip gives Sinn Fein equal voting power in Northern Ireland“. Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2018. ციტირების თარიღი: 30 July 2018.
  55. „Election results 2017: DUP and Sinn Féin celebrate election gains“. BBC News. 9 June 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  56. McDonald, Henry; Syal, Rajeecv. May reaches deal with DUP to form government after shock election result. The Guardian (9 June 2017). ციტირების თარიღი: 2 July 2017
  57. "DUP members ratify Edwin Poots as party leader" დაარქივებული 2 June 2021 საიტზე Wayback Machine. . BBC News, 27 May 2021.
  58. Pogatchnik, Shawn (22 June 2021). „Jeffrey Donaldson to be crowned DUP leader unopposed“. POLITICO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2021. ციტირების თარიღი: 22 June 2021.
  59. James W. McAuley, Graham Spencer. Ulster Loyalism After the Good Friday Agreement. Palgrave Macmillan, 2011. p. 124
  60. "DUP fights back against 'erosion of Britishness'" დაარქივებული 2 October 2017 საიტზე Wayback Machine. . The News Letter. 25 June 2008.
  61. Tonge, Jonathan. The Democratic Unionist Party: From Protest to Power. Oxford University Press, 2014. p. 151.
  62. "DUP will never agree to Irish language act, says Foster" დაარქივებული 11 November 2018 საიტზე Wayback Machine. . BBC News. 6 February 2017. Retrieved 12 June 2017.
  63. "The role of the Irish language in Northern Ireland’s deadlock" დაარქივებული 15 April 2017 საიტზე Wayback Machine. . The Economist. 12 April 2017. Retrieved 12 June 2017.
  64. "DUP veterans motion prompts strong Commons support" დაარქივებული 10 June 2017 საიტზე Wayback Machine. . The News Letter. 23 February 2017. Retrieved 12 June 2017.
  65. McCulloch, Allison (2014) Power-Sharing and Political Stability in Deeply Divided Societies. Routledge, გვ. 69. ISBN 978-1-317-68219-6. 
  66. McGarry, John; O'Leary, Brendan (17 June 2013) The Politics of Ethnic Conflict Regulation: Case Studies of Protracted Ethnic Conflicts. Routledge, გვ. 135. ISBN 9781136146527. 
  67. Ignatieff, Michael. Blood and Belonging: Journeys into the New Nationalism. Vintage, 1994. p.184.
  68. „Foster: DUP 'fundamentally rejects' endorsement from paramilitary groups“. News Letter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2017. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
  69. „From abortion to evolution: the terrifying views of the DUP you need to know“. The Independent. 9 June 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2017. ციტირების თარიღი: 26 August 2017.
  70. Taggart, Paul; Szczerbiak, Aleks. „The Party Politics of Euroscepticism in EU Member and Candidate States“ (PDF). SEI Working Paper. Sussex European Institute. 51: 11. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 December 2009.
  71. Hughes, Laura (9 June 2017). „Who are the DUP and will they demand a soft Brexit to prop up the Tories?“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  72. Syal, Rajeev (9 June 2017). „From climate denial to abortion: six DUP stances you should know about“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  73. „Sammy Wilson hits back over 'ethnics out' comment“. BBC News. 1 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  74. „Irish backstop“. Belfasttelegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2019. ციტირების თარიღი: 17 June 2019.
  75. Irish backstop is ‘toxic,’ would ‘break up’ UK, says DUP leader დაარქივებული 14 May 2019 საიტზე Wayback Machine. , Politico, 5 February 2019
  76. Backstop must be removed if DUP to support May - Foster (24 November 2018). ციტირების თარიღი: 31 January 2019
  77. DUP: 'Perfectly possible' for May 'to have the backstop removed' | Irish Examiner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019
  78. „A distant conflict resonates in Northern Ireland“. The Economist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 August 2017. ციტირების თარიღი: 4 August 2017.
  79. Tonge, Jonathan. The Democratic Unionist Party: From Protest to Power. Oxford University Press, 2014. p.155
  80. „Same-sex marriage: Proposal wins assembly majority but fails over DUP block“. BBC News. 2 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  81. Duffy, Nick (22 April 2017). „Northern Ireland's DUP would rather block gay marriage than form a government“. PinkNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  82. Duffy, Nick. (2015-05-01) Watch: NI First Minister Peter Robinson makes homophobic comments on TV. ციტირების თარიღი: 2023-02-05
  83. O'Brien, Katherine (9 June 2017). „The DUP are proud to oppose abortion“. iNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
  84. 84.0 84.1 Lesley-Anne Henry (26 September 2007). „Tussle of Biblical proportions over creationism in Ulster classrooms“. Belfast Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2012. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
  85. „MLA backs event promoting teaching children creationism“. The Irish News. 21 September 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2017. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
  86. „McCausland Ulster-Scots and creation in museums call“. BBC News. 26 May 2010. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  87. „DUP man joins Causeway creationist row“. The News Letter. 7 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2017. ციტირების თარიღი: 11 June 2017.
  88. Mosley, Tom (11 November 2011). „DUP calls for MPs to debate the death penalty“. Belfast Telegraph (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2017. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  89. Policies – A world class health service – Democratic Unionist Party. ციტირების თარიღი: 11 June 2017