დაუნინგის ქუჩა 10
იერსახე
დაუნინგის ქუჩა 10 (10 Downing Street), სალაპარაკო ენაში ცნობილი როგორც ნომერი 10 (Number 10) — დიდი ბრიტანეთის მთავრობის სათავო ოფისი და ოფიციალური რეზიდენცია. მდებარეობს ვესტმინსტერის სააბატოში (ლონდონი). წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მისამართს. შენობა 300-ზე მეტი წლის არის და დაახლოებით 100 ოთახისგან შედგება. პირადი რეზიდენცია მდებარეობს მესამე სართულზე, ხოლო სამზარეულო - სარდაფში. სხვა სართულებზე მდებარეობს კაბინეტები და მრავალი საკონფერენციო დარბაზი, მისაღები, დასასვენებელი ოთახები, სადაც პრემიერ-მინისტრი მუშაობს, ხოლო სახელმწიფო მინისტრები, ეროვნული ლიდერები და უცხოელი სტუმრები ისვენებენ.