დასავლეთი ფრიზის კუნძულები
იერსახე
დასავლეთ ფრიზის კუნძულები (ნიდერლ. Waddeneilanden) — კუნძულთა ჯგუფი ჩრდილოეთის ზღვაში, ნიდერლანდების სანაპიროსთან. გამოჰყოფს ჩრდილოეთის ზღვას ვადენზეეს ყურისგან და შედის ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. გერმანიის სანაპიროსთან თანდათან გადადის აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულებში. კუნძულთა ჯგუფში დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ შედის: ტექსელი, ვლილანდი, ტერსხელინგი, ამელანდი, სხირმონიკოგი და დაუსახლებელი კუნძულები — როტიუმეროგი, როტიუმერპლატი და ზეიდერდეინტესი. აღმოსავლეთით მდებარე 3 კუნძულს ერთად როტიუმი ეწოდება. კუნძული ტექსელი ეკუთვნის ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინციას; ვლილანდი, ტერსხელინგი, ამელანდი და სხირმონიკოგი — ფრისლანდიის პროვინციას, ხოლო მცირე კუნძულები — როტიუმეროგი, როტიუმერპლატი და ზეიდერდეინტესი — გრონინგენის პროვინციას.