შინაარსზე გადასვლა

დარჩია ბებუთაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარჩია ავეტიქას ძე ბებუთაშვილი (დ. 1750 – გ. 1832) — თბილისის უკანასკნელი მელიქ-მამასახლისი.

იყო თბილისის უკანასკნელი მელიქ–მამასახლისი 1795–1801 წლებში; 1796–1797წწ. მონაწილეობდა მეფის წინააღმდეგ თბილისის მსხვილ ვაჭართა მიერ მოწყობილ შეთქმულებაში, რისთვისაც დასაჯეს და ქონება და სახელო ჩამოართვეს, მაგრამ ერეკლე II–მ მალე შეირიგა. 1798 წელს ბებუთაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქში სახადის ეპიდემიის ლიკვიდაციასა და სანიტარიული წესების დაცვაში. 1801 წლიდან იყო სახაზინო ექსპედიციის წევრი.