დავით თურქისტანიშვილი
იერსახე
დავით თურქისტანიშვილი — XVII საუკუნის II ნახევრისა და XVIII საუკუნის დასაწყისის ქართველი მწიგნობარი, პოლიტიკური მოღვაწე.
გიორგი XI-მ გაგზავნა მოსკოვს არჩილ II-თან. გზად დაღესტანში დაუტყვევებიათ. ტყვეობაში შამხალმა დაიახლოვა და ერთხანს თავისთან დაიტოვა. საქართველოში დაბრუნებული თურქისტანაშვილი არჩილმა ყირიმის ხონთქართან გაგზავნა დახმარების საძიებლად, შემდეგ კი თან იახლა რუსეთში. 1799-იდან მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილის კარზე, რომელიც ქართული კულტურის კერად იქცა. შეუდგენია არჩილის თხზულებათა კრებული „არჩილიანი“ (ლენინგრადი, ხელნაწერი № 22 და S-3700).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- იმედაშვილი გ., ქსე, ტ. 5, გვ. 19, თბ., 1980