შინაარსზე გადასვლა

გუტენბერგის ბიბლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუტენბერგის ბიბლიის ასლი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში
დეტალი რუბრიკაციითა და ილუსტრაციით

გუტენბერგის ბიბლია (აგრეთვე ცნობილი როგორც 42-სტრიქონიანი ბიბლია, და მაზარინის ბიბლია) — ნაბეჭდი ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა მაინცში, გერმანია. ბეჭდვა დაიწყო 1455 წლის 23 თებერვალს, მოძრავი ტიპოგრაფიის გამოყენებით. ეს ბიბლია ყველაზე განთქმული ინკუნაბულაა და მისი შექმნით დაიყო წიგნების მასიური წარმოების ახალი ერა დასავლეთში. წიგნი დაიბეჭდა ე.წ. ტექსტურასა და შვაბახერზე. ყველაზე სრულად მოღწეულ ასლში 1282 გვერდია; ამ წიგნის ასლების უმრავლესობა ორ ტომად გამოიცა.

ისტორიკოსთა მტკიცებით ბიბლიის სულ 180 ასლი დაიბეჭდა, 45 მათგანი პერგამენტზე, ხოლო 135 კი - ქაღალდზე. ეს რიცხვი წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდის საზოგადოებისთვის, სადაც ხელნაწერი ნამუშევრების ასლების შექმნა უდიდეს შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა. გუტენბერგმა ეს ბიბლიები (რომლებიც დაიბეჭდა, შემდეგ რუბრიკაცია და ილუსტრაცია ხელით გაუკეთდა) დაბეჭდა სამ წელიწადში — დაახ. ამდენი დრო სჭირდებოდა ხელნაწერის ერთი ასლის შექმნას. ხელით გაკეთებული ილუსტრაციების გამო ბიბლიის ყოველი ასლი უნიკალურია. ორფეროვანი ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც რუბრიკაციას საჭიროებას აუქმებს, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოიგონეს.

2003 წლისთვის დღემდე შემორჩენილი გუტენბერგის ბიბლიების რიცხვი შეადგენს: თერთმეტი ასლი პერგამენტზე, ახალი აღთქმის მხოლოდ ერთი ასლი პერგამენტზე, და 48 თითქმის სრული აკინძული ასლები ქაღალდზე, ამას გარდა კიდევ ერთი დანაწევრებული ასლი ქაღალდზე. ყველაზე მეტი ასლი შემონახულია გერმანიაში (12). ოთხ ქალაქში (პარიზი, მოსკოვი, მაინცი და ვატიკანი) ორ-ორი ასლია; ლონდონში სამი ასლი და ბაგფორდის ფრაგმენტია; ნიუ-იორკში ოთხი ასლია შენახული.

  • St. Mark's Library (General Theological Seminary). The Gutenberg Bible of the General Theological Seminary. New York: St. Mark's Library, the General Theological Seminary, 1963.
  • The Gutenberg Bible of 1454, Göttingen Library, Facsimile Edition, 2 vols + booklet, ed. Stephan Füssel, 1400 pp. Taschen: Cologne. In Latin

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]