შინაარსზე გადასვლა

გუსტავ ლომბარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავ ლომბარდი
Gustav Lombard
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1895
დაბადების ადგილი გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1992(1992-09-18) (97 წ.)
გარდაცვალების ადგილი მიულდორფი, ბავარია, გერმანია
კუთვნილება  მესამე რაიხი
ჯარის სახეობა  ვაფენ-სს
სამხედრო სამსახურის წლები 1933-1945
წოდება  სს-ბრიგადენფიურერი
ბრძოლები/ომები II მსოფლიო ომი
ჯილდოები  რაინდის ჯვარი

გუსტავ ლომბარდი (დ. 10 აპრილი, 1895 — გ. 18 სექტემბერი, 1992) — სს-ის ბრიგადენფიურერი (გენერალი), რომელიც მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მეთაურობდა სს-ის კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერს და სს-ის 31-ე მოხალისეთა გრენადურ დივიზიას. გუსტავი ასევე არის რაინდის ჯვარის ორდენის კავალერი.

1945 წელს გუსტავი დააპატიმრეს საბჭოელებმა, ხოლო 1947 წელს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერის კონრად ადენაუერის ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. იმავე ბრალდებით იგი გაასამართლეს გერმანიაშიც და უდანაშაულოდ სცნეს.

ლომბარდი მუშაობდა მიუნხენში, სადაზღვევო კომპანია Allianz-ში, გარდაიცვალა მიულდორფში 97 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]