შინაარსზე გადასვლა

გუსტავ ლანი დე მონტებელო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუსტავ-ოლივიე ლანი, ბარონი დე მონტებელო (ფრანგ. Gustave-Olivier Lannes, baron de Montebello) (* 4 დეკემბერი, 1804, პარიზი; † 29 აგვისტო, 1875, ბლოსევიი) – ფრანგი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

გუსტავი იყო საფრანგეთის მარშლის ჟან ლანისა და მისი მეუღლის ლუიზა-ანტუანეტა დე გუენოკის ვაჟი. 1830-1840 წლებში იგი კავალერისთა რაზმის ოფიცრად მსახურობდა ალჟირში. 1841 წელს იგი პოლონეთში იბრძოდა და 1851 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საფრანგეთის არმიის გენერალი და იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ადიუტანტი გახდა.

1855 წელს მას დივიზიის გენერლის წოდება მიენიჭა. 1861 წელს ხელმძღვანელობდა დიპლომატიურმისისა რომის პაპის კარზე და მომდევნო 1862 წელს რომში სატციონირებული ფრანგული ჯარების მთავარსარდლად დანიშნა. 1867 წელს იგი სენატორი გახდა. 1869 წელს მან ყველა დაკავებული თანამდებობა დატოვა და პენსიაზე გავიდა. 1875 წლის 29 აგვისტოს იგი ბლოსევიის სასახლეში ჰავრის მახლობლად გარდაიცვალა.