შინაარსზე გადასვლა

გუბაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუბაზ I
ეგრისის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 456
მმართ. დასასრული: 466
მემკვიდრე: დამნაზე

გუბაზ Iეგრისის მეფე V საუკუნის 50–60-იან წლებში. დაახლოებით 456 წელს აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა სასანიანთა იმპერიას, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორ მარკიანემ ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გუბაზ I-მა მოლაპარაკება დაიწყო ბიზანტიელებთან. ბიზანტიელმა ელჩმა დიონისემ გუბაზს იმპერატორის სახელით მოსთხოვა, ან თვითონ გადამდგარიყო მეფობიდან, ან გადაეყენებინა თავისი ძე (შესაძლოა დამნაზე), რომელიც თანამმართველად ჰყავდა. გუბაზ I-მა მეფობა თავის ვაჟს დაუთმო, თვითონ კი დიონისესგან უშიშროების დაცვის გარანტია მიიღო და მისი თანხლებით 465 წელს იმპერატორ ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. წყაროს ცნობით, გუბაზ I ბიზანტიის კარზე ჯერ გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილგანწყობილად მოპყრობიან და სამშობლოში გაუსტუმრებიათ.